გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
010210017001958570
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001958570

2-2018/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03/10/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,ხ--–--------------------–ო“

წარმომადგენელი: გ----------------ე

მოპასუხეები: ლ--–- ხ--------ი, კ----- თ----ე, დ----- თ----ე, ზ------ ბ---–----ე, გ------ თ----ე, მ-----–ი ბ---–----ე, გ------- ნ-----ე, მ------ ბ---–----ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

სს ,,ხ--–--------------------–ო“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- შეწყვეტილად იქნას აღიარებული სს ,,ხ--–--------------------–ოსა“ და ლ--–- ხ--------ს შორის დადებული შემდეგი ხელშეკრულებები:

ა)2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ;

ბ) 2013 წლის 20 დეკემბრის №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულება;

გ) 2013 წლის 24 დეკემნრის №201.1453/1/2 საბანკო ქვეკრედიტის ქვეხელშეკრულება;

დ) 2014 წლის 10 თებერვლის №201.1453-1/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება;

ე) 2014 წლის 19 თებერვლის №201.1453-2/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება.

- ლ--–- ხ--------ს, კ----- თ----ეს და დ----- თ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ 256 382 ლარის გადახდა.

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

2. ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში მდებარე ბინა, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.0---

3. ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში მდებარე ავტოსადგომი, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.5---

4. ო----------ის მუნიციპალიტეტში, დ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.28.14.0---

5. ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 26.01.85.008;

6. ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.01.47.0---

7. ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.01.57.0---

8. ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქ.№42-ში მდებარე ბინა, საკადასტრო კოდით 05.25.01.004.01.0---

 

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას გირავნობით დატვირთული შემდეგი ნივთები:

ა) სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - 871;

ბ) სატრანსპორტო საშუალება ,,მერსედეს-ბენც 311“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -872;

გ) სატრანსპორტო საშუალება ,,მერსედეს-ბენც 308“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -873;

დ) სატრანსპორტო საშუალება ,,ფორდ-ტრანზიტ 190“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -209.

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოპასუხეებზე ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეები ფაქტობრივ გარემოებას სადაოდ არ ხდიან და სარჩელს სცნობენ სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2013 წლის 18 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და მოპასუხე ლ--–- ხ--------ს შორის დაიდო №201.1453 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის 18 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №201.1453/1, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს გაუხსნა განუახლებადი საკრედიტო ხაზი 175 800 (ასსამოცდათხუთმეტიათასრვაასი) ლარის ოდენობით, 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,5 %-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №201.1453 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ. ს.ფ.23-32

- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №201.1453/1. ს.ფ. 34-43.

 

3.1.2. 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმებისა და საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №201.1453/1 ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 20 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის გაფორმდა №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ--–- ხ--------მა მოსარჩელისაგან მიიღო საბანკო კრედიტი 125 000 (ასოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 20 დეკემბრის №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულება. ს.ფ. 44-45.

 

3.1.3. 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმებისა და საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №201.1453/1 ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 24 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №201.1453/1/2 ქვეხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ--–- ხ--------მა მოსარჩელისაგან მიიღო კრედიტი 50800 (ორმოცდაათიათასრვაასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის №201.1453/1/2 ქვეხელშეკრულება. ს.ფ. 46-47.

 

3.1.4. 2014 წლის 10 თებერვალს მოსარჩელესა და ლ--–- ხ--------ს შორის დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №201.1453-გ/1, რომლის საფუძველზეც ბანკმა ლ--–- ხ--------ის სასარგებლოდ გასცა 100 000 (ასიათასი) ლარის უპირობო საბანკო გარანტია, ხოლო 2014 წლის 19 თებერვლის №201.1453-გ/2 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით გაიცა 100 000 (ასიათასი) ლარის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის №201.1453-გ/2 ხელშეკრულების 5-ე მუხლის თანახმად 2014 წლის 30 სექტემბერს ლ--–- ხ--------ის მიერ მიღებული იქნა 100 000 (ასიათასი) ლარის საბანკო კრედიტი, 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით 13 %. გარდა ამისა, საბანკო გარანტიის №201.1453-გ/1 ხელშეკრულების 5-ე მუხლის თანახმად 2015 წლის 30 იანვარს ლ--–- ხ--------ის მიერ მიღებული იქნა 78946.95 (სამოცდათვრამეტიათას ცხრაასორმოცდაექვსი ლარი და 95 თეთრი) ლარის საბანკო კრედიტი, 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით 13 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №201.1453-გ/1. ს.ფ.48-57.

- 2014 წლის 19 თებერვლის №201.1453-გ/2 საბანკო გარანტიის ხელშეკრულება. ს.ფ.58-67.

 

3.1.5. 2015 წლის 19 მარტს მოსარჩელესა და ლ--–- ხ--------ს შორის დადებული იქნა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება და 2015 წლის 30 იანვარს მიღებული კრედიტის ვადა და წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

- კრედიტის ვადა 61 (სამოცდაერთი) თვე;

- წლიური საპროცენტო განაკვეთით 14 %.

2015 წლის 19 მარტს დადებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ლ--–- საბანკო კრედიტის ვადა და წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

- კრედიტის ვადა 65 (სამოცდახუთი) თვე;

- წლიური საპროცენტო განაკვეთით 14%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 19 მარტის დამატებითი შეთანხმება. 70-75

 

3.1.6. სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის დადებული დაფინანსების შესახებ №201.1453 გენერალური შეთანხმების და მის ფარგლებში გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა რამოდენიმე იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულება. 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-ა იპოთეკის ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------ ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.0--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-ა იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 76-84.

 

3.1.7 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-ბ იპოთეკის ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------ ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ავტოსადგომი, მდებარე ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.540.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-ბ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 87-95

 

3.1.8.ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-გ იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა გ------- ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის, დ----------ში, საკადასტრო კოდით 26.28.14.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453-გ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 98-106

 

3.1.9.ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 დეკემბრს გაფორმდა №201.1453-დ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ----- თ----ემ ბანკის წინაშე იკისრა ლ--–- ხ--------ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№201.1453-დ თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 107-108.

3.1.10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ე იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა გ------ თ----ის, დ----- თ----ის და მ-----–ი ბ---–----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში, საკადასტრო კოდით 26.01.85.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ე იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 109-118.

 

3.1.11. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ვ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა გ------ თ----ის, დ----- თ----ის და მ-----–ი ბ---–----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში საკადასტრო კოდით 26.01.47.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ვ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 121-130.

 

3.1.12. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ზ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ვაჟა ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ში, საკადასტრო კოდით 26.01.57.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-ზ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 133-141.

 

3.1.13. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-თ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ხ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქ.№42-ში, საკადასტრო კოდით 05.25.01.004.01.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 07 თებერვლის №201.1453-თ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ.144-150.

 

3.1.14. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-ი გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა ლ--–- ხ--------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R516813,სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით X--------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-ი გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ.153-158

 

3.1.15. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-კ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა ლ--–- ხ--------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R531207, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით X--------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-კ გირავნობის ხელშეკრულება. S.F.160-165.

 

3.1.16. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-ლ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა ლ--–- ხ--------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 308 2.3D, საიდენტიფიკაციო კოდი WDB6023161პ301001, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ნომრით X--------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-ლ გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ.167-172.

 

3.1.17. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-მ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა ლ--–- ხ--------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ფორდ-ტრანზიტ 190 EF, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი W----------------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S--------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 14 თებერვლის №201.1453-მ გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ. 174-175

 

3.1.18. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 თებერვლის გაფორმდა №201.1453-უ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ----- თ----ემ ბანკის წინაშე იკისრა ლ--–- ხ--------ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 17 თებერვლის გაფორმდა №201.1453-უ თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 181-182.

 

3.1.19. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ლ--–- ხ--------მა ვერ შეძლო 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმებით და მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სესხების დაფარვა. მას №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი აქვს 74657.20 ლარი.

№201.1453/1/2 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–- ხ--------ს გადასახდელი აქვს 27687.90 ლარი.

№201.1453-1/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–- ხ--------ს გადასახდელი აქვს 72297.16 ლარი.

№201.1453-2/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–- ხ--------ს გადასახდელი აქვს 81739.74 ლარი.

ჯამში ლ--–- ხ--------ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 256382 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. ს.ფ. 183-199.

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოება მხარეებს შორის არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ლ--–- ხ--------მა მისგან მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხად მიღებული კრედიტის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება, როგორც მსესხებელზე, ისე თავმდებ პირებზე. ასევე მოითხოვოს იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციით კუთვნილი თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს საბანკო კრედიტის, თავდებობის, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნარდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის დაიდო №201.1453 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის 18 დეკემბერს სს „ხ--–--------------------–ოს“ და ლ--–- ხ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №201.1453/1 ხელშეკრულება და ბანკმა მის საფუძველზე მოპასუხეს გაუხსნა განუახლებადი საკრედიტო ხაზი 175 800 (ასსამოცდათხუთმეტიათას რვაასი) ლარის ოდენობით, 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,5 %-ით. 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების ფარგლებში ლ--–- ხ--------მა სხვადასხვა დროს მიიღო სხვადასხვა ოდენობის სესხები. კერძოდ 2013 წლის 20 დეკემბერს ლ--–- ხ--------მა მოსარჩელისაგან მიიღო საბანკო კრედიტი 125 000 (ასოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით. 2013 წლის 24 დეკემბერს ლ--–- ხ--------მა მოსარჩელისაგან მიიღო კრედიტი 50800 (ორმოცდაათიათასრვაასი) ლარის ოდენობით. 2014 წლის 10 თებერვალს ბანკმა ლ--–- ხ--------ს გასცა 100 000 (ასიათასი) ლარის უპირობო საბანკო გარანტია, ხოლო 2014 წლის 19 თებერვლის №201.1453-გ/2 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით გაიცა 100 000 (ასიათასი) ლარის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია. 2014 წლის 30 სექტემბერს ლ--–- ხ--------ის მიერ მიღებული იქნა 100 000 (ასიათასი) ლარის საბანკო კრედიტი, 2015 წლის 30 იანვარს ლ--–- ხ--------ის მიერ მიღებული იქნა 78 946.95 (სამოცდათვრამეტიათას ცხრაასორმოცდაექვსი ლარი და 95 თეთრი) ლარის საბანკო კრედიტი. შემდგომში ხელშეკრულებებით კრედიტის ვადა და წლიური საპროცენტო სარგებელი შეიცვალა რამოდენიმეჯერ. სწორედ ამ ხელშეკრულებით მხარეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა განსაზღვრეს.

 

უდაო გარემოებადაა დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ ლ--–- ხ--------მა კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ლ--–- ხ--------ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ ლ--–- ხ--------ი მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს სესხის დაფარვა. დადგენილია, რომ ლ--–- ხ--------მა საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტები. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა ლ--–- ხ--------მა არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ლ--–- ხ--------ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა.აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა სარგებელისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაც. ამ ნაწილში მისი მოთხოვნა გამყარებულია საქ. სკ-ის 361-ე, 417-418-ე და 868-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლებით. საერთო ჯამში ლ--–- ხ--------ს გადასახდელად უნდა დაეკისროს შემდეგი თანხები:

- №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულებიდან გამომდინარე - 74657.20 ლარი.

- №201.1453/1/2 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულებიდან გამომდინარე - 27687.90 ლარი.

- №201.1453-1/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 72297.16 ლარი.

- №201.1453-2/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 81739.74 ლარი.

ჯამში ლ--–- ხ--------ის უნდა დაეკისროს 256 382 ლარის გადახდა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლელე ხ--------თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო კ----- თ----ესთან და დ----- თ----ესთან. თავდებობის ხელშეკრულებით კ----- თ----ემ და დ----- თ----ემ იკისრა ვალდებულება ლ--–- ხ--------თან ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ ლ--–- ხ--------მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ლ--–- ხ--------ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ლ--–- ხ--------ის, ასევე კ----- თ----ის და დ----- თ----ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

- ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.0--

- ავტოსადგომი, მდებარე ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.540.

- ო----------ის მუნიციპალიტეტის, დ----------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 26.28.14.0---

- უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ში, საკადასტრო კოდით 26.01.85.0---

- უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში საკადასტრო კოდით 26.01.47.0---

- უძრავი ქონება მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ში, საკადასტრო კოდით 26.01.57.0---

- უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქ.№42-ში, საკადასტრო კოდით 05.25.01.004.01.0---

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ლ--–- ხ--------მა და თავდებმა პირებმა ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათ გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.9. საქ. სკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია არამარტო იპოთეკითა და თავდებობით, არამედ მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობითაა დატვირთული შემდეგი ქონება:

· სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R516813, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით X--------

· სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R531207, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი X--------

· სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 308 2.3D, საიდენტიფიკაციო კოდი WDB6023161პ301001, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ნომრით X--------

· სატრანსპორტო საშუალება ფორდ-ტრანზიტ 190 EF, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი W----------------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S--------

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

ამავე კოდექსის 278-ე მუხლით გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

დადგენილია და სადაო არაის ის გარემოება, რომ ლ--–- ხ--------მა ვალდებულება არ შეასრულა და მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 256 382 ლარი. მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნით. მოთხოვნის დაკმაყოფილება შეიძლება დაგირავებული ნივთების რეალიზაციით.

 

6.11. მოსარჩელე მოითხოვს, თუ გირავნობისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არარის საკმარისი დაკისრებული თანხის ამოღებისათვის, მაშინ მოპასუხეების ნებისმიერ ქონებაზე მიქცეული იქნას გადაწყვეტილების აღსრულება, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე მისი მოთხოვნის საფუძველია საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 მნაწილი, სადაც იგივე პირობაა დათქმული რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობის და იპოთეკის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობისა და იპოთეკის საგნით უნდა დაიფაროს უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობისა და იპოთეკის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის და იპოთეკის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის და იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ ქონების რეალიზაციით მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნა, თანხის ამოღება გაგრძელდეს ლ--–- ხ--------ის და თავდები პირების ნებისმიერი ქონების ხარჯზე. მოსარჩელე ანალოგიურ პრინციპზეა შეთანხმებული იპოთეკის და გირავნობის საგნის მესაკუთრეებთანაც. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირად მოვალის და თავდები პირების მიმართ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მაგრამ უსაფუძვლოა გირავნობისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების მიმართ ასეთი მოთხოვნა. ისინი არარიან თავდები პირები და მათ მსესხებლის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა ნაკისრი არ აქვთ. მართალია მათი ამდაგვარი ვალდებულების შესახებ მითითებულია იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებში, მაგრამ ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს, ამიტომ ისინი კუთვნილ ბაჟის - გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ხ--–--------------------–ოს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შეწყვეტილად იქნას აღიარებული სს ,,ხ--–--------------------–ოსა“ და ლ--–- ხ--------ს შორის დადებული შემდეგი ხელშეკრულებები:

ა) 2013 წლის 18 დეკემბრის №201.1453 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ;

ბ) 2013 წლის 20 დეკემბრის №201.1453/1/1 საბანკო კრედიტის ქვეხელშეკრულება;

გ) 2013 წლის 24 დეკემნრის №201.1453/1/2 საბანკო ქვეკრედიტის ქვეხელშეკრულება;

დ) 2014 წლის 10 თებერვლის №201.1453-1/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება;

ე) 2014 წლის 19 თებერვლის №201.1453-2/გ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება.

3. ლ--–- ხ--------ს, კ----- თ----ეს და დ----- თ----ეს, სს ,,ხ--–--------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 256 382 ლარის გადახდა.

4. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

- ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში მდებარე ბინა, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.0---

- ქ. თ---–--–------------–---–-ს ქ.№1-ში მდებარე ავტოსადგომი, საკადასტრო კოდით 01.10.13.033.007.01.5---

- ო----------ის მუნიციპალიტეტში, დ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.28.14.0---

- ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 26.01.85.008;

- ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.01.47.0---

- ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 26.01.57.0---

- ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქ.№42-ში მდებარე ბინა, საკადასტრო კოდით 05.25.01.004.01.0---

5. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას გირავნობით დატვირთული შემდეგი ნივთები:

- სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R516813, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით X--------

- სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 311 CDI, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი WDB9036121R531207, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი X--------

- სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც 308 2.3D, საიდენტიფიკაციო კოდი WDB6023161პ301001, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ნომრით X--------

- სატრანსპორტო საშუალება ფორდ-ტრანზიტ 190 EF, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო კოდი W----------------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S--------

6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს ლ--–- ხ--------ის, კ----- თ----ის და დ----- თ----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

7. სარჩელი, გადაწყვეტილების აღსრულება მიქცეული იქნას იპოთეკისა და გირავნობის საგნის მესაკუთრეთა ნებისმიერ ქონებაზე (იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით გადაწყვეტილების აღსრულების არასაკმარისობისას) არ დაკმაყოფილდეს.

8. სს ,,ხ--–--------------------–ოს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 5000 ლარი (საგადასახადო დავალება №3, გადამხდელის ბანკი - სს ’’ხალიკ ბანკიი საქართველო’’, გადახდის თარიღი - 29/07/2016 წელი, მიმღების ბანკი/ ხაზინა 300693150)

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე