განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/42-15 10 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – ც---------------ა
წარმომადგენელი – მ-----–-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი – დ--------------–ი
თავდაპირველი მოპასუხე - მ-----– ა--------ა
წარმომადგენელი – მ-----–-----------–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა:
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - მ-----– ა--------ას და ც---------------ას 2----–-–---------------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანების 20930,27 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა მოპასუხე მ-----– ა--------ას მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებაზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ავტომანქანა მარკა, მოდელი - ა-–------------ 1--, ფერი- ი------------, გამოშვების წელი 2---წ, სანომრე ნიშანი -I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი Z----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2--- წლის 08 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------ს” მ-----– ა--------ას და ც---------------ას შორის, გაფორმდა ხელშეკრულება საბ---ო მომსახურეობის შესახებ №2-----, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო კრედიტი - 9450 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 18.5%. ხელშეკრულება გასაჩივრებული და გაუქმებული არ არის.
2.2. 2--- წლის 08 აგვისტოს სს ,,ს----------–--------ს" და მ-----– ა--------ას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №2-----; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-----– ა--------ას საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი- ა-–------------ 1--, ფერი ი------------, გამოშვების წელი 2---, სანომრე ნიშანი I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 9-------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------. ხელშეკრულება გასაჩივრებული არ არის.
2.3. მ-----– ა--------ას სახელზე 2--- წლის 24 სექტემბრის განაცხადის საფუძველზე გაიცა საკრედიტო ბარათი №8-----, რომელზეც დაშვებული იქნა სახელფასო ოვერდრაფტი 600 ლარი.
2.4. მ-----– ა--------ამ და ც---------------ამ დაარღვიეს სესხის დაფარვის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ბ---ის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.
2.5. მოპასუხეებს მ-----– ა--------ას და ც----- ა---------ს ს----------------------- შესახებ 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” მიმართ გააჩნიათ დავალიანება 69 835.77 აშს დოლარი, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 8407.90 აშშ დოლარი, პროცენტი - 7088.42 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი პირგასამტეხლო.
მოსარჩელე მოითხოვს 20 930.27 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 8407.90 აშშ დოლარი, პროცენტი - 7088.42 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი პირგასამტეხლო.
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– ა--------ას საკრედიტო ბარათზე ერიცხება დავალიანება 1801.96 აშშ დოლარი, ასევე ოვერდრაფტის დავალიანება 1171.87 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბ---ო კრედიტის, სესხის ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხისათვის შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ სარგებელზე თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 868-ე მუხლებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– და ც---------------ების სამართლებრივი ურთიერთობა სს „ს----------–--------თან“, წარმოშობილია 2----–-–---------------- ს----------------------- შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.
ასევე დადგენილ იქნა, რომ მ-----– და ც---------------ებმა მოსარჩელე სს ,,ს----------–--------თან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მიიღეს სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მოპასუხეებმა არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.
ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბ---ის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ს----------–--------ი” ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბ---მა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ მიუღებელი შემოსავალი ბ---ის მოთხოვნის შესაბამისად 7 088,42 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საპროცენტო სარგებლის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ.
პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოსარჩელემ პირგასამტეხლო 54 339,45 აშშ დოლარი შეამცირა და განსაზღვრა 5433 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს შეფასებით კი, მოთხოვილი ოდენობით პირგასამტეხლო გონივრულია, არ არის შეუსაბამო, არის შემცირებული ოდენობის, მოპასუხე სადაოდ არ ხდიდა პირგასამტეხლოს (სხდომის ოქმი 16.6.40 საათზე), რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკისრა მოპასუხეებს.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 254-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------ს” და მ-----– ა--------ას შორის 2----–-–---------------- გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომანქანა მარკა, მოდელი - ა-–------------ 1--, ფერი- ი------------, გამოშვების წელი 2---წ, სანომრე ნიშანი -I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი Z----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, გირავნობის უფლება აღირიცხა სსიპ მომსახურების სააგენტოში და დღეის მდგომარეობით ავტომანქანა წარმოადგენს მოპასუხე მ-----– ა--------ას საკუთრებას.
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას, არსებობდა გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაციის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარცელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 5433.95 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც---------------ამ;
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, არ შეესაბამება ე---------–- ბ---ის მიერ დადგენილ ზღვრულ ნორმას. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, ბ---ის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდებოდა დღიურად, 70 თვის განმავლობაში, იმისდა მიუხედავად, რომ ბ---მა იცოდა მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ც---------------ას შეფასებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 3704.64 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად დაკისრებული 5433.95 აშშ დოლარისა, ს----------–----------------------------------------–--------------–------------
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ც---------------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2--- წლის 08 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------ს” მ-----– ა--------ას და ც---------------ას შორის, გაფორმდა ხელშეკრულება საბ---ო მომსახურეობის შესახებ №2-----, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო კრედიტი - 9450 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 18.5%. ხელშეკრულება გასაჩივრებული და გაუქმებული არ არის.
- 2--- წლის 8 აგვისტოს სს ,,ს----------–--------ს" და მ-----– ა--------ას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №2-----, რომლის საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-----– ა--------ას საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი- ა-–------------ 1--, ფერი ი------------, გამოშვების წელი 2---, სანომრე ნიშანი I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 9-------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------. ხელშეკრულება გასაჩივრებული არ არის.
- მ-----– ა--------ამ და ც---------------ამ დაარღვიეს სესხის დაფარვის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ბ---ის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.
- სასარჩელო განცხადების მიხედვით, მხარე მიუთითებდა, რომ მოპასუხეებს _ მ-----– ა--------ას და ც---------------ას, ს----------------------- შესახებ 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” მიმართ გააჩნიათ დავალიანება 69 835.77 აშს დოლარი, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 8407.90 აშშ დოლარი, პროცენტი - 7088.42 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი პირგასამტეხლო.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის 20 930.27 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 8407.90 აშშ დოლარი, პროცენტი - 7088.42 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი პირგასამტეხლო.
ე.ი. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით 5433.95 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა.
4.2. პალატა იზიარებს აპელანტის პიზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 3704.64 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 5433.95 აშშ დოლარისა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრონ თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არამხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვადაგადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება Nას-988-1021-2011). პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა 20 930.27 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 8407.90 აშშ დოლარი, პროცენტი - 7088.42 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 5433.95 აშშ დოლარი, შეადგენს პირგასამტეხლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენს ვალდებულების ძირითადი თანხის - 8407.90 აშშ დოლარის ნახევარზე მეტს - 5433.95 აშშ დოლარს, რაც, სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,გონივრული ოდენობის“ სტანდარტს სცდება, რის გამოც, პალატა თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 3704.64 აშშ დოლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ - სს ,,ს----------–--------მა“ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, ც---------------ას მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დაკისრებული პირგამსატეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განაწილებული სასამართლო ხარჯების ფარგლებში მ-----– ა--------ა და ც---------------ა უნდა გათავისუფლდნენ სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პროპორციულად. კერძოდ, მ-----– ა--------ასა და ც---------------ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 667.66 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ც---------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მეშვიდე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
3. მ-----– ა--------ას და ც---------------ას, 2----–-–---------------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ, დაეკისროთ დავალიანების 19 200.96 აშშ დოლარის (ძირი თანხა 8407.90 აშშ დოლარი, სარგებელი - 7088.42 აშშ დოლარი, პირგსამატეხლო - 3704.64 აშშ დოლარი) გადახდა.
4. მ-----– ა--------ას და ც---------------ას დაეკისროთ სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ, მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 667.66 ლარის ოდენობით.
5. სს ,,ს----------–--------ს“ ც---------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ხათუნა არევაძე
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი