გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34432-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნათია შიოშვილი
სხდომის მდივანი - მონიკა ჯანელიძე
მოსარჩელე - შპს „ევ----------------“
წარმომადგენელი - ან----------–---–ი
მოპასუხე - ნა-------------ე
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნა-------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირის 687 აშშ დოლარის, სარგებლის 122.51 აშშ დოლარის, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნა-------------ემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს „ევ----------------“-სა და მოპასუხე ნა-------------ეს შორის 201--–-–----------------–ს გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხად გადაეცა 1000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ნა-------------ე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 60 აშშ დოლარის ოდენობით.
3.1.2. დადგენილია, რომ საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგსასამტეხლო, ჯარიმა) გირავნობის საგნის მოვლა-შენახვა (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლო რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების (შემდგომი ,,უზრუნველყოფის მოთხოვნა") უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთვა მის საკუთრებაში არსებულ მექანიკური საშუალება, რომლის მახასიათებლებია - მარკა/ მოდელი ფ---–--------------ი, სარეგისტრაციო ნომერი H------, გამოშვების წელი 19--, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
3.1.3. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 7 500 აშშ დოლარით. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებელი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა 2016-–-–-------------მდე.
3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ უზრუნველყო მის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის შპს „ევ----------------“-თვის გადაცემა.
3.1.6. 201--–-–----------ს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი იმ პერიოდისთვის არსებული დავალიანების შესახებ და კ--------ორმა მოითხოვა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვა. შეტყობინება ვერ ჩაბარდა ადრესატს და 201--–-–----------ს მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო შეტყობინების გამოქვეყნება გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში".
3.1.7. 201--–-–----------ს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი რეალიზაციის პროცესში ჩართვის შეთავაზების წინადადებით, რათა მომხდარიყო ავტომობილის ხელსაყრელ ფასად რეალიზაცია.
3.1.8. შპს „ევ----------------“ -ის დაკვეთით შემფასებელი იო--------–--–---–ის მიერ მომზადებული იქნა ნა-------------ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის შეფასების ანგარიში, რომლის შესაბამისადაც ავტომობილის საბაზრო ღირებულებად მითითებულია 600 აშშ დოლარი, ხოლო ლიკვიდურ ღირებულებად 400 აშშ დოლარი.
3.1.9. 201--–-–---------–--ს შპს „ევ----------------“ის მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით განხორციელდა ავტომანქანის რეალიზაცია. რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ შეადგინა 490 აშშ დოლარი, საიდანაც 170 აშშ დოლარით დაიფარა საკომისიო, 255 აშშ დოლარით - სარგებელი, 165 აშშ დოლარით - ძირი თანხა.
3.1.10. 2016 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი, რომლითაც ეცნობა რეალიზაციიდან ამოღებული თანხის განაწილებისა და დარჩენილი დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201--–-–---------------–ის #1------- ხელშეკრულება საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ (ს.ფ.16-21)
- 201--–-–---------------–ის #1------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23)
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33- 38);
- ამონარიდი გაზეთ ,,სიტყვა და საქმიდან" (ს.ფ.39-41);
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 26-31)
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ევ----------------"-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 278-ე, 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მე-400, 403-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კ--------ორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კ--------ის ხელშეკრულებით კ--------ის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კ--------ი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კ--------ორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კ--------ის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკ--------ო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კ--------ის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კ--------ის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კ--------ორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კ--------ორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მეორე ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, 201--–-–----------------–ს საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1--------ით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ევ---------------“, ხოლო, მეორეს მხრივ მოპასუხე ნა-------------ე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კ--------ის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ყოველთვიურად, რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც ირკვევა, რომ მოპასუხე გაფრთხილებული იყო დავალიანების არსებობის შესახებ, მაგრამ მისი მხრიდან აღნიშნულს რეაგირება არ მომხდარა.
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 7 500 აშშ დოლარით. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ევ----------------“-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ არის. დადგენილია, რომ მოპასუხე - ნა-------------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა, კერძოდ, არ მომხდარა დავალიანების თანხის გადახდა სრულად, ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 809.51 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა - 687 აშშ დოლარი, სარგებელი - 122.51 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ მოხდა გამსესხებლისათვის გირავნობის საგნის გადაცემა, რომელმაც მოახდინა გირავნობის საგნის გასხვისება - 400 აშშ დოლარად. შესაბამისად, არსებობს რეალიზაციის შემდგომ დარჩენილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი სესხის ძირითადი თანხის - 687 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის - 122.51 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია როგორც სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ისე საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.12 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოპასუხე ნა-------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი 100 ლარი (მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ევ----------------”-ის სარჩელი ნა-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნა-------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–---------------–ის 809.51 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ანაზღაურება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 687 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 122.51 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში.
3. მოპასუხე ნა-------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი 100 ლარი.
4. მოპასუხე ნა-------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია შიოშვილი