განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010210016001659085
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001659085

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-213-2019 18 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - შპს ი-------ი

წარმომადგენელი - კ---------------------, თ------------------ე, გ---–----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ი–------------------–--

წარმომადგენელი - თ------------–-–---–ი, დ---------------ე

მოპასუხე - შპს ი--------------–-- +

წარმომადგენელი - ნ-----------------ე

მოპასუხე - ლ----- ს---------, რ----–---–-----–--ე, მ-------------ე, ი-----–----------ე, ნ-----------------ე, ნ--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ი–-----------------–--ს მოთხოვნა მოპასუხეების შპს ი-------ის, შპს ი--------------–-- +-ის, მ-------------ის, ი-----–----------ის, ნ-----------------ის, რ----–---–-----–--ის, ლ----- ს---------ის და ნ--------------ის მიმართ. შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, რ----–---–-----–--ეს, ლ----- ს---------ს და ნ--------------ეს სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 1 983 912.97 ლარის ანაზღაურება. შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, რ----–---–-----–--ეს, ლ----- ს---------ს და ნ--------------ეს სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაუხდელი სარგებლის ანაზღაურება 243 900.36 ლარის 23 ოდენობით. შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, რ----–---–-----–--ეს, ლ----- ს---------ს და ნ--------------ეს სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სესხის ძირი თანხის - 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის ოქტომბრისა. შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, რ----–---–-----–--ეს, ლ----- ს---------ს და ნ--------------ეს სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 16 157.83 ლარის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდისათვის. მათვე, სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს ანაზღაურება სესხის ძირი თანხისა და სარგებლის, ჯამში - 2 227 813.33 ლარის 0.005%-ის ოდენობით, ყოველდღიურად, 2016 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელე სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ შპს ი-------ისათვის, შპს ი--------------–-- +-ისათვის, მ-------------ისათვის, ი-----–----------ისათვის, ნ-----------------ისათვის, რ----–---–-----–--ისათვის, ლ----- ს---------ისა და ნ--------------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: ა) რ----–---–-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ--------------–---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------; ბ) რ----–---–-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ--------------–---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------; გ) შპს ი-------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ-------–--–----------–---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------; დ) შპს ი--------------–-- +-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ქ--------------- #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------; ე) მ-------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------; ვ) ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–-- ქუჩა #--/24-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------ და ზ) ნ--------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------. მოსარჩელე სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ შპს ი-------ისათვის, შპს ი--------------–-- +-ისათვის, მ-------------ისათვის, ი-----–----------ისათვის, ნ-----------------ისათვის, რ----–---–-----–--ისათვის, ლ----- ს---------ისა და ნ--------------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდა რეალიზაცია გირავნობის საგნების: ა) შპს ი-------ში მ-------------ის კუთვნილი 30%-იანი წილის, ბ) შპს ი-------ში ი-----–----------ის კუთვნილი 25%-იანი წილის, გ) შპს ი-------ში ლ----- ს---------ის კუთვნილი 20%-იანი წილის, დ) შპს ი-------ში რ----–---–-----–--ის კუთვნილი 25%-იანი წილის, ე) შპს ი--------------–-- +-ში ნ-----------------ის კუთვნილი 100%-იანი წილის. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი მოპასუხეთა მიმართ სს ი–-----------------–--ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცა შპს ი-------ის, შპს ი--------------–-- +-ის, მ-------------ის, ი-----–----------ის, ნ-----------------ის, რ----–---–-----–--ის, ლ----- ს---------ის და ნ--------------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. მოპასუხეებს შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, რ----–---–-----–--ეს, ლ----- ს---------ს და ნ--------------ეს მოსარჩელის სს ი–-----------------–--ს სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1060.17 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 01 ნოემბერს სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალსა და შპს ი-------ს შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №9, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი მსესხებელზე გასცემდა საბანკო პროდუქტს შემადგენელი ხელშეკრულებების საფუძველზე. ჩარჩო ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით (მუხლი 2.2.1), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე (მუხლი 2.2.2). 2.2. 2013 წლის 06 ნოემბერს სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალსა და შპს ი-------ს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №9/1, რომლის საფუძველზე ბანკმა შპს ი-------ს სესხად გადასცა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი (მუხლი 1.1.1). სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო სესხის ძირი თანხის 0.5%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 11%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 120 თვე (მუხლი 1.1.4). 2.3. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 04 ნოემბერს ბანკსა და ფ-------–-----–---ს, შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ნ-----------------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, ნომრებით - 09/2, 09/2.1, 09/2.2, 09/2.3, 09/2.4. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მითითებულ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები: - ფ------ შ-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: 0----------- და 0-----------; - შპს ი-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი საკადასტრო კოდით: 0-----------; - შპს ი--------------–-- +-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------; - მ-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------; - ნ-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------, ასევე, ქონება № 0------------------. 2.4. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 04 ნოემბერს, ერთი მხრის, ბანკსა და მეორე მხრივ მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ლ----- ს---------ს, რ----–---–-----–--ეს და ნ-----------------ეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები, ნომრებით - №9/3, №9/3.1, №9/3.2, №9/3.3, №9/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-------------ის 30%-იანი, ი-----–----------ეს 25%-იანი, ლ----- ს---------ის 20%იანი და რ----–---–-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ-----------------ის 100%-იანი წილი ი--------------–-- +-ში. 2.5. 2013 წლის 01 ნოემბერს ბანკსა და მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, შპს ა----------2007-ს, რ----–---–-----–--ეს და ლ----- ს---------ს შორის გაფორმდა №9/4, №9/4.1, №9/4.2, №9/4.3, №9/4.4 და №9/4.5 სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა (სესხის ძირის, პროცენტის, ჯარიმის და სხვა თანხების ნაწილში) შპს ი-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. 2.6. 2015 წლის 1 აგვისტოს სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალსა და სს ი–-----------------–--ს შორის გაფორმდა საწარმოს ყველა აქტივისა და ვალდებულების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალის ყველა უფლება, მათ შორის მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, გადაეცა სს ი–-----------------–--ს, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს. 2.7. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სესხის დაფარვა უზრუნველეყოთ გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება. მოსარჩელემ ძირითადი მსესხებლის განცხადების საფუძველზე, 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის ხელშეწყობის მიზნით შპს ი-------ზე გასცა ახალი სესხი. კერძოდ, 2015 წლის 23 ოქტომბერს სს ი–-----------------–--სა (სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალის უფლებამონაცვლე) და შპს ი-------ს შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №113, რომლის საფუძველზე ბანკი კისრულობდა ვალდებულებას შემადგენელი ხელშეკრულებებით გაეცა საბანკო პროდუქტი მსესხებელზე (მუხლი 2.2). ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობით (მუხლი2.2.1), ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (მუხლი2.2.2). 2.8. 2015 წლის 26 ოქტომბერს სს ი–-----------------–--სა და შპს ი-------ს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №113/1, რომლის საფუძველზე ბანკმა შპს ი-------ს სესხად გადასცა 1 991 131 ლარი (მუხლი 1.1.1), საკომისიო განისაზღვრა 0%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15.5%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 72 თვე (მუხლი 1.1.4) - 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით. მხარეები შეთანხმდნენ ასევე პირგასამტეხლოზე, რაც ფიქსირებული სახით შეადგენდა 10 აშშ დოლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 %-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების 1.1.8 პუნქტის თანახმად, სესხის გაცემის მიზანს წარმოადგენდა 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადაფარვა და ახალი სესხის ლარში მიღება. 2.9. 2015 წლის 23 ოქტომბერს დადებული სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ი–------------------–--სა და მოპასუხეებს რ----–---–-----–--ეს, შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ნ-----------------ეს და ნ--------------ეს შორის დაიდო №113/2, №113/2.1, №113/2/2, №113/2.3, №113/2.4, №113/2.5 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა: - რ----–---–-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდებით - 0----------- და 0-----------; - შპს ი-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0-----------; - შპს ი--------------–-- +-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - მ-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - ნ-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - ნ--------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------. 2.10. 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ლ----- ს---------ს, რ----–---–-----–--ეს და ნ-----------------ეს შორის იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები ნომრებით - №113/3, №113/3.1, №113/3.2, №113/3.3, №113/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-------------ის 30%-იანი, ი-----–----------ეს 25%-იანი, ლ----- ს---------ის 20%-იანი და რ----–---–-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ-----------------ის 100%-იანი წილი ი--------------–-- +-ში. გარდა ამისა, 23.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებებით სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. კერძოდ, რომლის ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, მ----- ბ-----ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, შპს ი--------------–-- +-ს, რ----–---–-----–--ეს და ლ----- ს---------ს შორის გაფორმდა №113/4, №113/4.1, №113/4.2, №113/4.3, №113/4.4 და №113/4.5 ხელშეკრულებები, სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს ი-------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 2.11. 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების დანართი გახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით სესხის დაფარვის ვალდებულება, რაც გამოიხატა მასში, რომ 2016 წლის თებერვლის თვიდან შეწყვიტეს კრედიტის ძირისა და პროცენტის გადახდა. სესხის სახით მიღებული 1 991 131.00 ლარიდან მოვალეებმა გადაიხადეს მხოლოდ 161 578.26 ლარი, რის გამოც მათ მოსარჩელის მიმართ დაუგროვდათ დავალიანება, რომლის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ მომართა სასამართლოს. 2.12. მოპასუხე შპს ი-------ს და სოლიდარულად თავდებ პირებს, ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო, 2016 წლის მარტის თვიდან არაერთხელ გაეგზავნათ მოთხოვნა სესხის დროულად დაფარვის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მოსარჩელე სს „ი–-----------------–--ს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის ვადამდე მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათალისწინებული პირობების (მუხლი 13.3.) შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე კორესპოდენციის გაგზავნით, 2016 წლის აპრილის, აგვისტოსა და დეკემბრის თვის საფოსტო გზავნილებით, წერილობით ეცნობათ სესხის დაუბრუნებლობის გამო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 2.13. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დაერიცხათ დავალიანება 2389391.59 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1 983 912.97 ლარი, სარგებელი - 243 900.36 ლარი, პირგასამტეხლო - 161 578.26 ლარი. 2.14. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2013 წლის 06 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ი-------ის მიმართ სესხი გაიცა შპს ი-------ის კუთვნილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–ში, მდინარე ა---------ს ხეობაში მდებარე სათევზე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს უხვი ნალექის, ნიადაგის ეროზიული და მეწყრული მოვლენების განვითარებისა და მდინარის ადიდების გამო დაიტბორა თევზსაშენი მეურნეობა და დაზიანდა თევზსაშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ გამოხატა ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები დადგენილია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლით. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ი-------მა მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებს. 2.16. მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხიდან მიუღებელი აქვს 1 983 912.97 ლარი. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული თანხა - 1 983 912.97 ლარის ოდენობით. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, 2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ კი, ნაკისრი ვალდებულების საწინააღმდეგოდ, შეწყვიტა, როგორც სესხის ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირი დავალიანება შეადგენს 1 983 912.97 ლარს, 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაუხდელი სარგებელი კი 243 900.36 ლარს. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით სარგებლის (პროცენტის) სახით მისაღები თანხა 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წარმოადგენდა მიუღებელ შემოსავალს და არსებობდა მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების (საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის) 0.5 %-ის ოდენობით. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის 0.5 %-ის ოდენობით, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 10-ჯერ. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შპს ი--------------–-- +-მა, მ-------------ემ, ი-----–----------ემ, ნ-----------------ემ, რ----–---–-----–--ემ, ლ----- ს---------მა და ნ--------------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს ი-------ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. შპს ი-------თან ერთად მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული. თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სხვა თანხების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის სესხის ძირი თანხის, დარიცხული სარგებლის, მიყენებული ზიანის, პირგასამტეხლოსა თუ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების ფარგლებში. 2.20. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, სესხის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით იქნა დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება ასევე მოიცავდა გარიგებას, რომლის მიხედვით იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაციის გზით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაუფარავობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულების მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. 2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამავე კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად კი, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მას უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. 2.22. სასამართლომ არ გაიზიაირა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის - სტიქიის ზემოქმედებით მიყენებული ზიანის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 28 ივნისს შპს ი-------ის კუთვნილი თევზსაშენი მეურნეობისათვის უხვი ნალექისა და მდინარის ადიდებით მიყენებული ზიანი არ შეიძლება ჩაითვლილიყო 2016 წლის თებერვლის თვიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუძლეველი ძალა - სტიქია, როგორც მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი განსაკუთრებული მოვლენა, შესაძლოა განხილული ყოფილიყო კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო და პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, ამ მოვლენის არსებობის პერიოდში ან/და შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა არავითარ მიზეზობრივ კავშირში არ იყო 2016 წლის 28 ივნისის სტიქიურ მოვლენასთან, ვინაიდან მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულება დაირღვა და მან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა შეწყვიტა სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე - 2016 წლის თებერვლის თვიდან. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, ფორსმაჟორული ვითარების შესახებ, ვერ გახდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ი-------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტმა აღიარა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს ბანკთან გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით აქვთ ბანკის წინაშე გააჩნია დავალინება და ისინი არიან ვადაგადცილებაში, რომელიც განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: 1. ბანკის მხრიდან არაგულისხმიერი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით მოვალის მიმართ (მათ შორის, ბანკმა არ მისცა საშუალება მოპასუხეს, მისი, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ერთერთი ქონების რეალიზაციით მიმდინარე დავალინების დაფარვისა და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისა, რაზეც მან ბანკის დავალებით გასწია საკმაოდ სოლიდური ხარჯები და განხორციელა ბანკის მიერ მითითებული/მისაღები აუდიტორული კომპანიის დახმარებით, ამ ქონებისა და ბანკის სასარგებლოდ დატვირთული სხვა ქონებების საბზრო ღირებულებით შეფასება; 2. ბანკის მხრიდან უფლების არამართლზომიერი გამოყენებით მოვალის მიმართ; 3. სავალუტო რისკებით გამოწვეული პასუხისმგებლობის, მოვალაზე სრულად არამართზომიერი გადანაწილებით; 4. ფორმაჟორული გარმოებით. 3.2. კრედიტორი სარჩელში ითხოვს სესხის ძირ თანხას დაერიცხოს საპროცენტო სარგებელი გადაწყვეტილების აღსულებამდე, მაგრამ, არა უმეტეს, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის, 2021 წლის ოქტომბრამდე და იმავე სარჩელში ასევე აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივით მოპასუხეებთან შეწყვეტილი იქნა სესხის ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოშლით/შეწყვეტით და ვადაზე ადრე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, ანუ იმ დღემდე, როდესაც მან მოშალა ხელშეკრულება. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე რომელიც, ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 403-ე მუხლში მითითებული მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი არის ცალკე შეთანხმების საგანი და იგი არის მხარეთა შორის ვადაგადაცილებისთვის ცალკე შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი, და მას სამართლებრივად რაიმე საერთო არა აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებულ სესხის სარგებლობისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთთან/სარგებელთან, ასეთი შეთანხმება კი მხარეებს შორის არ არსებობს. მოსარჩელემ მხოლოდ ძირითადი სხდომის ახსნა-განმარტების სტადიაზე განაცხადა მიუღებელ სარგებელზე, ანუ მიუღებელი სარგებლის სახით მიყენებულ ზიანზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც დაუშვებელია. ასევე, მან მხოლოდ სასამართლოს ძირითად სხდომაზე განახორციელა, ზეპირსიტყვიერად, სასარჩელო მოთხოვნის ტრასფორმაცია და სარჩელში მითითებული სესხის საპროცენტო განაკვეთის მოპასუხეზე 2021 წლამდე დარიცხვის/დაკისრების მოთხოვნა შეცვალა მიუღებელი სარგებლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც ასევე დაუშვებელია. 3.3. ს.ს. ი–------------------–-- მე-5 ფაქტობრივ გარემობაში მიუთითებს, რომ მოპასუხეები არღვევდნენ ხელშეკრულების პირობებს და დაგენილი ვადების შესაბამისად არ ემსახურებოდნენ სესხს და იმ მიზნით, რომ მსესხებელს შეძლებოდა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება, ბანკმა გამოიჩინა კეთილი ნება, შეასრულა მსესხებლის თხოვნა და 2015 წელს გასცა ახალი სესხი. საუბარია ახალი ხელშეკრულების გაფორბაზე და არა არსებული სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციაზე, რომლითაც გადაიფარა მხარეთა შორის მანამდე არსებული სესხის ჩარჩო და შემადგენელი ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულებები - ჯეროვნად და პირნათლად. კეთილი ნების გამოხატვის განმარტებისას, მნიშვნელოვანია მაღალი სატნდარტით, იმ გარემოების დადგენა, რამდენად თავისუფალ გარემოში მოხდა ამ კეთილი ნების, ნებელობის გამოხატვა და რამდენად უზრუნველყოფილი და დაცული იყო ნების გამოხატვის ავტონომიურობის პრიციპი; ხომ არ ჰქონდა ადგილი მოტყუებას, იძულებას და ა.შ. იძულებაში უგულისხმება მხარის მიმართ მუქარა, შანტაჟი, ზეწოლა, მათ შორის ეკონომიკური/ფინანსური და სამართლებრივი ხასიათის მუქარა, შანტაჟი და ზეწოლა. ანუ ერთი მხარე ხომ არ იმყოფებოდა ისეთ დომინირებულ მდგომარეობაში, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად გამოეყენებინა მეორე მხარის მიმართ თავისი დომინირებული მდგომარეობა, მისთვის მისაღები პირობებით, სასურველი ხელშეკრულების დასადებად, კერძოდ: ეკონომიკური/ფინანსური და სამართლებრივი ბერკეტებიდან გამომდინარე, ხომ არ ჰქონდა მხარეს შესაძლებლობა მეორე მხარის მიმართ ერთი შეხედვით გარეგანი გამოხატულების და ნიშნების გარეშე განეხორციელებინა ეკონომიკური/ფინანსური და სამართლებრივი ხასიათის მუქარა, შანტაჟი და ზეწოლა და ფორმალური მხარის სრული დაცვით დაედო მისთვის ცალმხრივად მისაღები პირობებით, ვიწრო/ეკონომიკური იტერესების გათვალისწინებით, მისთვის ცალმხრივად სასარგებლო ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში ამას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები ამის კლასიკური მაგალითია. ის, რომ ბანკი სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყოველთვის იმყოფება დომინირებულ მდგომარეობაში არ ახალია, თუმცა მართლმსაჯულების და სასამართლო ამოცანაა გაარკვიოს თუ რამდენად ბოროტად იქნა გამოყენებული ერთი მხარის, მოცემულ შემთხვევაში - ბანკის დომინირებული, პრივილეგირებული მდგომარეობა მეორე მხარის მიმართ, ხომ არ მოხდა ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის ინეტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის იტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, მეორე მხარის ინტერესების საუარესოდ. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ განმარტავს, რომ თავისი შინარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმირებას, ხოლო ამავე კოდექსის 115-ე მუხლი საუბრობს უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაზე, ანუ უფლების მართლზომიერი გამოყენების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა იყოს გამოყენებული მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ორივე ეს დეფინიცია ცხადყოფს ზემოთ მითითებული ბალანსის დაცვის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებს, რაც დაცული არ იყო. განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა არა რესტრუქტურიზაცია, არამედ ახალი ჩარჩო ხელშეკრულებით გაუარესდა ისედაც მძიმე მანამდე არსებული სახელშეკრულებო პირობები. კერძოდ: პირველი ჩარჩო ხელშეკრულებით სესხის ძირითადი თანხა იყო 995 000.00 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთი 11%-ი, ვადა 120 თვე, ხოლო მეორე ჩარჩო ხელშეკრულებით კი სესხის ძირითადი თანხა იყო 1 991 131.00 ლარი, სესხის გაცემის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით 850 910.69 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთი კი 15.5% და ვადა 72 თვე, ანუ გაუარესდა როგორც საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი (ანუ იგი გაიზარდა), ასევე შემცირდა სესხის დაფარვის ვადა, რაც ცალსახად მიუთითებს ბანკის არაკეთილსინდისიერ და არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე. ბანკმა შეიძლება საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებლის გაზრდა და ვადის შემცირება ახსნას ეროვნულ ვალუტაში სესხის გაცემის ფაქტობრივი გარემოებით, ის რომ ამით იზრდება სავალუტო რისკი, ვინაიდან საქართველოში ეროვნული ვალუტა მყარ ვალუტასთან მიმართებაში ხასიათდება ცვალებადი/მერყევი, მცოცავი კურსით, თუმცა იგივე რისკები აპელანტთან მიმართებაში არ გაითვალისწინა, როდესაც პირველი ჩარჩო ხელშეკრულება დაიდო მაშინ სავალუტო კურსი გახლდათ 1 აშშ დოლარი - 1.67 ლარი, ხოლო მოგვიანებით კი კურსი გახლდათ 1 აშშ დოლარი - 2.36 ლარი, რამაც აპელანტის მხრიდან გაზარდა სესხის მომსახურების ხარჯები, ხოლო ახალი სესხის ჩარჩო ხელშეკრულების დადების მომენტში კი სავალუტო კურსი გახლდათ 1 აშშ დოლარი - 2.36 ლარი, რომელიც მოგვიანებით პერიდულად და პერმანენტულად იზრდებოდა/მერყეობდა 1 აშშ დოლარი - 2.71 ლარიდან 2.84 ლარამდე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სესხის მომსახურების ხარჯები, რომ არაფერი აღარ ვთქვათ ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე და სესხის დაფარვის ვადის შემცირებაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სესხის მომსახურების ხარჯები, ანუ აღნიშნული რისკი მთლინად გადანაწილდა აპელანტს მხარეზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი ფაქტობრივი გარემოებაა და ნაცვლად მხარეებზე რისკის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილებისა, აღნიშნული რისკის, ტვირთის სიმძიმე აპელანტს დააწვა სრული მოცულობით, რომლის მექანიზმები ბანკს გააჩნდა, როგორც საპროცენტო განაკვეთის შემცირების, ასევე სესხის დაფარვის ვადის გაწილვადების გზით, რაც არ განახორციელა. ეს კი კლასიკური მაგალითია ბანკის მხრიდან მოვალის მიმართ არაგულისხმიერი მოქმედების, თავისი დომინირებული მდგომარეობის და უფლების, ბოროტად გამოყენებისა და სხვისი ქონების არამართლზომიერად დაუფლებისა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემობა, რომ სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, სესხი გაცემული იყო სათევზე მეურნეობის განვითარების მიზნით, რომელიც განლაგებულია ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ------–ის მდინარე ა---------ს ხეობაში, სადაც 2016 წლის 28 ივნისს უხვი ნალექის, მიწის ნიადაგის ეროზიული და მეწყერული მოვლენების განვითარების გამო მოხდა სტიუქიური უბედურება და დაიტბორა თევშაშენი მეურნეობა, ადიდებული მდინარის მიერ ჩამონატანი ქვაღორღით და შლამით აივსო და ჩაიხერგა თევზის და ლიფისტების ავზების უწყვეტი წყლით მომარაგების დამაკავშირებელი არხები, რომელებსაც უნდა უზრუნველყო წყლის უწყვეტ რეჟიმში შემოდინება და გადინება, რაც სასიციცოხლოდ მნიშვენელოვანია თევზის და ლიფსიტების სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად და ასევე ქვაღორღით და შლამით აივსო თევზის და ლიფსიტების ავზები, რამაც გამოიწვია მათი განადგურება, ასევე დაზიანდა თევზსაშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურა. ხოლო ქედის მუნიპიალიტეტის მიერ შექმნილი იყო სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი და სალიკვიდაციო კომისია. ყოველივე ამის შესახებ ეცნობა ბანკის წარმომადგენლებს და თან წარედგინა დასურათებული მტკიცებულებები თევზსასენი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მათ მაინც არ გაითვალისწინეს არსებული ვითარება, რომ ადგილი ჰქონდა სტიქიურ უბედურებას, რამაც აპელანტს ობიექტურად ხელი შეუშალა ჩარჩო ხელშეკრულებით დადგენილ დროში და ვადაში, გადახდის გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში. აპელანტმა ასევე მიმართა ბანკს, რომ აწარმოებდა მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ კომპნაიასთან, ვინც ფლობდა საცალო და საბითუმო გაყიდვების დიდი ქსელს და ვინც შეიძლება განხილულიყო წარმოებული პროდუქციის მსხვილ შემსყიდველად, რათა დაცული ყოფილიყო მოთხოვნა/მიწოდების ბალანსი, მათი მხრიდან დაყენებული იყო საკითხი წარმოებული პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის რეჟიმის გარანტიის შესახებ, რაზეც აპელანტმა ჩააყენა ბანკი საქმის კურსში და წარმოების გაფართოებისა და მოცულობის გაზრდის მიზნით, სთხოვა დამატებითი ფინასური სახსრების გამოყოფა, რაზეც მიიღო უარი, რამაც გამოწვია მოლაპარაკებების ჩაშლა და აპელანტის პროდუქციის მსხვილი მომხმარებელი/შესმყიდველი კომპანიების დაკარგვა. ასევე, გარდა ამისა, ახალი ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების/დავალიანების დასაფარად სთხოვა სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ერთ/ერთი უძრავი ქონების (ს/კ: № 0------------------) სალიკვიდაციო ფასით, რეალიზაციის გზით, მისი გამონთავისუფლება, საიდანაც მიღებული თანხების ნაწილით დაიფარებოდა მიმდინარე დავალიანება, ასევე წინასწარ დაიფარებოდა როდენიმე თვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები, ხოლო დარჩენილი ნაწილი მოხმარდებოდა თევსაშენი მეურნეობის განვითარებას - თევზისა და ლიფსიტების საჭირო მარაგების შექმნას, რაზეც ასევე მიიღო უარი, რომელიც აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე, შეფასებული იქნა სალიკვიდაციო საბაზრო ღირებულებით 250 000.00 აშშ დოლარის ოდენობით. ყოველივე ზემოთ ხსენებული ცხადყოფს ბანკის მიერ მოვალის უფლებებისადმი და ქონებისადმი არაგულისხმიერ დამოკიდებულებას და უფლების არამართლზომიერ გამოყენებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის და 316-ე მუხლის მეორე ნაწილის უხეში დარღვევაა. 3.4. კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ითხოვს იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავ/მოძრავი ქონებების რეალიზაციას, რომლებიც შეფასებულია კრედიტორის მიერვე შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ და მისი სალიკვიდაციო საბაზრო ფასი მინიმუმ 2.5-ჯერ აღემატება კრედიტორის ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან მოთხოვნას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრედიტორის არასათანადო გულისხმიერების გამოჩენამ და უფლების არამართლზომიერმა გამოყენებამ, სავალუტო რისკების არასამართლიანმა გადანაწილებამ და ახალი ჩარჩო ხელშეკრულებით სესხის პირობების გაუარესებამ გამოიწვია აპელანტის მხრიდან არსებული ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. ფაქტიურად ბანკმა თავისი ამ ქმედებით, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არასათანადო გულისხმიერების გამოჩენით და უფლების არამართლზომერი გამოყენებით, ხელი შეუწყო იმას, რომ აპელანტის მხრიდან ვერ შესრულებულიყო ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობები ჯეროვნად და სრულად; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სტიქური მოვლენების შედეგად ფაქტიურად განადგურდა თევზსაშენი მეურნეობის ინფრასტურქტურა და ავზებში არსებული თევზისა და ლიფსიტების მარაგები, მაშინ ამ ეტაპზე ამ ვალდებულების შესრულება ფაქტიურად შეუძლებელია. ბანკმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება მოვალის უფლებებისა და ქონებისადმი და უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად და არა, მარტოოდენ, იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენოს სხვას. შესაბამისად, აპელანტს უნდა მიეცეს გონივრული ვადა ვალდებულების შესრულების მიზნით და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მოხდეს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული უძრავ/მოძრავი ქონებების რეალიზაცია და იგი უნდა იქნეს გამოყენებული როგორც კრედიტორის უპირატესი მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმა მხოლოდ მას შემდეგ, როცა კრედიტორი ამოწურავს ყველა შესაძლო ალტერნატიულ ვარიანტს და საშუალებას, თავისი მოთხოვნის სხვა გზით დაკმაყოფილებისა. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემობაა ასევე ის, რომ აპელანტის წინადადების/ოფერტის თაობაზე ბანკმა თავის დროზე, ზეპირსიტყვიერად განაცხადა თანხმობა, იმ პირობით, თუ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერვე შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ მოხდებოდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული შპს ი-------ის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ღირებულების შეფასება და მისი სალიკვიდაციო ღირებულება საკმარისი იქნებოდა იპოთეკითა და გირვანობით უზრუნველყოფილი ვალდებულების საგირავნო ღირებულების დასაფარად, რაზეც აპელანტმა მიმართა მათ მიერვე შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას, რომელმაც განახორციელა და გასცა დასკვნა შპს ი-------ის უძრავ/მოძრავი ქონების შეფასების შესახებ და ამ დასკვნის საფუძველზე, მისმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა _ 1 299 011.63 აშშ დოლარი, რაც ლარებში შეადგენდა შეფასების დღისათვის არსებული კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი - 2.6837 ლარი - 3 486 157.51 ლარს, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოცულობას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ივნისის № ას-1338-1376-2014წ. გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ზოგადად ყველა მართლწესრიგი, სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების ერთ ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. აპელანტს მიაჩნია, რომ ბანკის მხრიდან უძრავი ნივთების იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაციის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის გამოყენება უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინაარმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 01 ნოემბერს სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალსა (ბანკი) და შპს ი-------ს (აპელანტი, მოპასუხე) შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №9, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი მსესხებელზე გასცემდა საბანკო პროდუქტს შემადგენელი ხელშეკრულებების საფუძველზე. ჩარჩო ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით (მუხლი 2.2.1), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე (მუხლი 2.2.2). 4.2. 2013 წლის 06 ნოემბერს ბანკსა და აპელანტს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №9/1, რომლის საფუძველზე ბანკმა აპელანტს სესხად მისცა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი (მუხლი 1.1.1). სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო სესხის ძირი თანხის 0.5%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 11%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 72 თვე (მუხლი 1.1.4). 4.3. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 04 ნოემბერს ბანკს, ფ-------–-----–---ს, შპს ი-------ს, შპს ი--------------–-- +-ს, მ-------------ეს, ნ-----------------ეს (მოპასუხეები) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, ნომრებით - 09/2, 09/2.1, 09/2.2, 09/2.3, 09/2.4. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მითითებულ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები: - ფ------ შ-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: 0----------- და 0-----------; - შპს ი-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი საკადასტრო კოდით: 0-----------; - შპს ი--------------–-- +-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------; - მ-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------; - ნ-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------, ასევე, ქონება № 0------------------. 4.4. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 04 ნოემბერს, ერთი მხრის, ბანკსა და მეორე მხრივ მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ლ----- ს---------ს, რ----–---–-----–--ეს და ნ-----------------ეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები, ნომრებით - №9/3, №9/3.1, №9/3.2, №9/3.3, №9/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-------------ის 30%-იანი, ი-----–----------ეს 25%-იანი, ლ----- ს---------ის 20%იანი და რ----–---–-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ-----------------ის 100%-იანი წილი ი--------------–-- +-ში. 4.5. 2013 წლის 01 ნოემბერს ბანკსა და მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, შპს ა----------2007-ს, რ----–---–-----–--ეს და ლ----- ს---------ს შორის გაფორმდა №9/4, №9/4.1, №9/4.2, №9/4.3, №9/4.4 და №9/4.5 სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა (სესხის ძირის, პროცენტის, ჯარიმის და სხვა თანხების ნაწილში) შპს ი-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. 4.6. 2015 წლის 1 აგვისტოს სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალსა და სს ი–-----------------–--ს (მოსარჩელე) შორის გაფორმდა საწარმოს ყველა აქტივისა და ვალდებულების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს თურქეთის ი–------ს ბათუმის ფილიალის ყველა უფლება, მათ შორის მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, გადაეცა მოსარჩელეს, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს. 4.7. აპელანტმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დადგენილი გრაფიკით სესხი ვერ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება. მოსარჩელემ, აპელანტის განცხადების საფუძველზე, 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის ხელშეწყობის მიზნით აპელანტზე გასცა ახალი სესხი. კერძოდ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელესა და აპელანტს შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №113, რომლის საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას შემადგენელი ხელშეკრულებებით გაეცა საბანკო პროდუქტი მსესხებელზე (მუხლი 2.2). ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობით (მუხლი2.2.1), ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (მუხლი2.2.2). 4.8. 2015 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელესა და აპელანტს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №113/1, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ აპელანტს სესხად გადასცა 1 991 131 ლარი (მუხლი 1.1.1), საკომისიო განისაზღვრა 0%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15.5%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 72 თვე (მუხლი 1.1.4) - 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. 4.8.1. აპელანტს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა დაეფარა ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით. მხარეები შეთანხმდნენ ასევე პირგასამტეხლოზე, რაც ფიქსირებული სახით შეადგენდა 10 აშშ დოლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 %-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების 1.1.8 პუნქტის თანახმად, სესხის გაცემის მიზანს წარმოადგენდა 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადაფარვა და ახალი სესხის ლარში მიღება. 4.9. 2015 წლის 23 ოქტომბერს დადებული სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო №113/2, №113/2.1, №113/2/2, №113/2.3, №113/2.4, №113/2.5 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა: - რ----–---–-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდებით - 0----------- და 0-----------; - შპს ი-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0-----------; - შპს ი--------------–-- +-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - მ-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - ნ-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------; - ნ--------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------. 4.10. 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეებს მ-------------ეს, ი-----–----------ეს, ლ----- ს---------ს, რ----–---–-----–--ეს და ნ-----------------ეს შორის იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები ნომრებით - №113/3, №113/3.1, №113/3.2, №113/3.3, №113/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-------------ის 30%-იანი, ი-----–----------ეს 25%-იანი, ლ----- ს---------ის 20%-იანი და რ----–---–-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ-----------------ის 100%-იანი წილი ი--------------–-- +-ში. გარდა ამისა, 23.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებებით სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. კერძოდ, რომლის ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, მ----- ბ-----ეს, ი-----–----------ეს, ნ-----------------ეს, შპს ი--------------–-- +-ს, რ----–---–-----–--ეს და ლ----- ს---------ს შორის გაფორმდა №113/4, №113/4.1, №113/4.2, №113/4.3, №113/4.4 და №113/4.5 ხელშეკრულებები, სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა აპელანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 4.11. 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. აპელანტი პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, აპელანტმა დაარღვია 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების დანართი გახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით სესხის დაფარვის ვალდებულება, 2016 წლის მარტიდან შეწყვიტა კრედიტის ძირისა და პროცენტის გადახდა. სესხის სახით მიღებული 1 991 131.00 ლარიდან აპელანტმა გადაიხადა მხოლოდ 161 578.26 ლარი. 4.12. აპელანტს და სოლიდარულად თავდებ პირებს, ვალდებულების დარღვევის გამო, 2016 წლის მარტის თვიდან არაერთხელ გაეგზავნათ მოთხოვნა სესხის დროულად დაფარვის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათალისწინებული პირობების (მუხლი 13.3.) შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე კორესპოდენციის გაგზავნით, 2016 წლის აპრილის, აგვისტოსა და დეკემბრის თვის საფოსტო გზავნილებით, წერილობით ეცნობათ სესხის დაუბრუნებლობის გამო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 4.13. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დაერიცხათ დავალიანება 2389391.59 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1 983 912.97 ლარი, სარგებელი - 243 900.36 ლარი, პირგასამტეხლო - 161 578.26 ლარი. 4.14. უდავოა, რომ 2013 წლის 06 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ი-------ის მიმართ სესხი გაიცა აპელანტის კუთვნილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–ში, მდინარე ა---------ს ხეობაში მდებარე სათევზე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს უხვი ნალექის, ნიადაგის ეროზიული და მეწყრული მოვლენების განვითარებისა და მდინარის ადიდების გამო დაიტბორა თევზსაშენი მეურნეობა და დაზიანდა თევზსაშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურა. სამართლებრივი დასაბუთება 4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.17.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 872-ე, 873-ე, 895-ე, 896-ე, 301-ე და 417-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.18. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ვალდებულების შესრულებამდე საპროცენტო სარგებლის გადახდა არასწორად დააკისრა. 4.18.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს აპელანტისათვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება არ დაუკისრებია. 4.18.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოშლამდე გადაუხდელი სარგებლის, ხოლო ხელშეკრულების მოშლის შემდეგ - „მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სესხის ძირი თანხის - 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის ოქტომბრისა“. 4.18.3. აღსანიშნავია, რომ მე-2 სასარჩელო მოთხოვნა სწორედ ამგვარად იყო ფორმულირებული. მოსარჩელე მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურებას ითხოვდა და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, სწორედ, სამოქალაქო კოდექსის 872-ე და 873-ე მუხლებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას მიუთითებდა. 4.18.4. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. 4.18.5. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება გადაწყვტილების ფაქტობრივად აღსრულების და არა აღსასრულებლად მიქცევის მომენტი“ – (სუსგ.№ას-1586-1585-2011, 21 თებერვალი, 2012 წელი). 4.18.6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 17,1%-დან 18,9 პროცენტამდე მერყეობდა. 4.18.7. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავალი სესხის თანხის წლიური 15,5%-ით სავსებით სწორად განსაზღვრა. 4.18.8. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, მართებულია. 4.19. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ თავდაპირველი სესხის პირობების შეცვლით მოსარჩელემ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. 4.19.1. როგორც აღინიშნა, 2013 წლის 06 ნოემბერს აპელანტმა მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედისაგან 1 000 000 აშშ დოლარი ისესხა. 4.19.2. სესხი მას 72 თვის ვადაში, ე.ი. 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაეფარა (ტ. 1, ს.ფ. 73-89) და 2015 წლის 23 ოქტომბრამდე ამ ვალდებულების შესასრულებლად, ყოველთვიურად, 5 726,23 აშშ დოლარიდან 21 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადა. 4.19.3. აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურების გამო, 2015 წლის გაზაფხულიდან აპელანტს სასეხო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. აპელანტის განმარტებით: „(მის) მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ლარში, რომლითაც დოლარზე ხდება საკვების შეძენა, კურსთა სხვაობამ დამწყები კომპანია დააზარალა მინიმუმ 60000 აშშ დოლარში, რაც გახდა სესხის დაფარვის გრაფიკში გარკვეული ჩავარდნის მიზეზი“ – (ტ. მე-3, ს.ფ. 25). 4.19.4. ამის გამო, თავად აპელანტის შეთავაზებით - „ჩვენი თხოვნით, ვინაიდან ლარის გაუფასურება გრძელდებოდა მოხდა დარჩენილი თანხის 827000 აშშ დოლარის რეფინანსირება ლარში. კურსით 2.405 წლიური 15%“ - (ტ. მე-3, ს.ფ. 25). 4.19.5. აღნიშნულის შედეგად, 2015 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით აპელანტის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 1 991 131 ლარით, ხოლო სესხის დაფარვის ვადა 72 თვით. 4.19.6. ამავდროულად, ამ ვალდებულების შესასრულებლად აპელანტს ყოველთვიურად 2016 წლის 26 დეკემბრამდე, ე.ი. სარჩელის აღძვრამდე 28 200 ლარი უნდა გადაეხადა. 4.19.7. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლის გარეშე იმავე პერიოდში, ე.ი. 2015 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 26 დეკემრამდე მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 20 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა (ტ. 1, ს.ფ. 85 - ყოველთვიურად გადასახდელი ძირი თანხისა და პროცენტის ჯამი), რაც აპელანტის მიერ მითითებული გაცვლითი კურსით 20 000X2,45=48100 ლარზე მეტი იყო. 4.19.8. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება დაიდო თავად აპელანტის ინიციატივით, მისი ინტერესების შესაბამისად და აღნიშნულს შედეგად აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება არ მოჰყოლია. 4.19.9. ამრიგად, 2015 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელე არამართლზომიერად არ მოქცეულა და თავისი ძალაუფლება ბოროტად არ გამოუყენებია. 4.20. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იპოთეკა კრედიტორს ანიჭებს უფლებას იპოთეკით დარტვირთული ქონების ხარჯზე სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. 4.20.1. თუ ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა, ეს, თავისთავად, მოვალეს ქონების დატვირთვისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას მიანიჭებს. 4.20.2. ამ შემთხვევაში, კი კრედიტორი აღნიშნული ქონების ხარჯზე სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ მიიღებს, რაც იპოთეკის არსს ეწინააღმდეგება. 4.20.3. ამის შესაბამისად, ჩვეულებრივ, კრედიტორის მიერ ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა უფლების ბოროტად გამოყენება არ არის. 4.20.4. ამგვარი ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გამონაკლის, უჩვეულო და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ვალდებულების არსიდან და მისი მოცულობიდან გამომდინარე, კრედიტორის უარი უსამართლოდ იქნება მიჩნეული; თან ისე, რომ ამას შედეგად მისი ინტერესების დარღვევა და მოთხოვნის სათანადო უზუნველყოფის გარეშე დატოვება არ მოჰყვეს. 4.21. როგორც აღინიშნა, მხარეებმა სესხის ხელშეკრულება დადეს ორჯერ და ორივეჯერ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკა გამოიყენეს. 4.21.1. არც-ერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აპელანტს ჯეროვნად არ შეუსრულებია. 4.21.2. ამასთან, მან ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება მოითხოვა არა ვალდებულების გასასტუმრებლად, არამედ იმ მიზნით, რომ: „გამოთავისუფლებული ქონების რეალიზაციით და აღებული თანხით მომხდარიყო შპს ი-------ის დაფინანსება... რათა (აპელანტს შეეძინა) თევზის ... მარაგი“ სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ. „თხოვნა გათვლილი იყო ბიზნესის განვითარებაზე და არა უბრალოდ ქონების გამოთავისუფლებაზე, რათა გაზრდილიყო გაყიდვებიც, შემოსავლებიც...“. 4.21.3. ამრიგად, აპელანტი მოსარჩელეს სთხოვდა უზრუნველყოფის საშუალებაზე უარის თქმას თავისივე კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. 4.21.4. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმით მოსარჩელეს უფლება ბოროტად არ გამოუყენებია. 4.22. პალატა, ასევე, არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ვალედბულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალით იყო გამოწვეული. 4.22.1. როგორც საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, სტიქიური მოვლენა, რომელსაც აპელანტმა ვალდებულების შეუსრულებლობა დაუკავშირა, მოხდა 2016 წლის 28 ივნისს (იხ. „ერთობლივი განცხადება“ – „როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 28 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები... რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა... შპს „ი-------ი“-ს“ - ტ. მე-3, ს.ფ. 27). 4.22.2. მაშინ, როცა აპელანტმა ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2016 წლის მარტიდან. 4.22.3. ეს კი ნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა დაუძლეველ ძალას არ გამოუწვევია. 4.23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.23.1. ზემოხსენებულის გარდა სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით აპელანტს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია. 4.24. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. შპს ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს ი-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა