განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
050210018002278473
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210018002278473

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ- 792-18 26 სექტემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - - დ------ ს--------–--ე გ---- ძ----------–ვილი ი/მ ნ------ ზ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ი/მ ნ------ ზ------ისათვის, დ------ ს--------–--ის სასარგებლოდ დამატებით, 4300 ლარის გადახდის დაკისრება დაზუსტებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 09 ივლისს, დ------ ს--------–--ესა და ი.მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმდა N---- სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დ------ ს--------–--ემ დააგირავა 3.50 გრ. სრული წონის ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით. ხელშეკრულების მიხედვით, დამგირავებელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი. 2015 წლის 17 ივლისს, დ------ ს--------–--ესა და ი.მ ნ------ ზ------ეს შორის ასევე გაფორმდა N---- სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, დ------ ს--------–--ემ დააგირავა 19.20 გრ. სრული წონის ოქროს ჯაჭვი და ჯვარი. ხელშეკრულების მიხედვით, დამგირავებელს სესხად გადაეცა 156.25 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან შესრულებულია, დროულად იხდიდა პროცენტს, ასევე ძირი თანხაც სრულად არის დაფარული, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედვად, მოპასუხის მიერ ნივთები არ იქნა დაბრუნებული, რაც ამ დროისთვის რეალიზებულია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, ნივთების საბაზრო ღირებულების სახით 4800 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა, საიდანაც ბრილიანტის თვლით ოქროს ბეჭედის (სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ) საბაზრო ღირებულებაა - 3000 ლარი, ოქროს ჯაჭვის (სინჯი 585, სრული წონა 22 გრ) 1500 ლარი და ოქროს ჯვარის (სინჯი 585, სრული წონა 5.00 გრ) 300 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ი/მ ნ------ ზ------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 09 ივლისს დადებული N---- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------ ს--------–--ის მიერ დაგირავებული ოქროს ბეჭდი იყო არა ბრილიანტის, არამედ ჩვეულებრივი თვალით, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შემდეგ დაბრუნებული აქვს. რაც შეეხება 2015 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებას, მხარეთა შორის რეალურად გაფორმდა N---- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლითაც დ------ ს--------–--ეს სესხად გადაეცა არა 156.25 აშშ დოლარი, არამედ 471.43 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი (სრული წონით 19.20 გრ). ამ ხელშეკრულებით (N---- ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულება დ------ ს--------–--ის მიერ შესრულებული არ ყოფილა, რის გამოც მოხდა ნივთების რეალიზაცია, რისი უფლებაც კრედიტორს გააჩნდა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დ------ ს--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე ი.მ. ნ------ ზ------ეს, დ------ ს--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, N---- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარის გადახდა; 3. მოპასუხე ი.მ. ნ------ ზ------ეს, დ------ ს--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 180 ლარიდან - 15 ლარის გადახდა. 4. დ------ ს--------–--ეს დაუბრუნდეს, მის მიერ, 2017 წლის 28 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 180 ლარიდან - 36 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 300893150, საგადასახადო დავალება N--------, დანარჩენი თანხა - 129 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 09 ივლისს, დ------ ს--------–--ესა და ი.მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმდა N---- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ოქროს ბეჭედი თვალით, სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული, სესხი დაფარულია. 2.2. 2015 წლის 17 ივლისს, დ------ ს--------–--ესა და ი.მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N----, რომლის საფუძველზე, დამგირავებელს სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ მოპასუხეს გადაეცა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, სრული წონით 19.20 გრ. 2.3. 2015 წლის 17 ივლისის N---- ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ დამგირავებლის მიერ არ მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სავალო-ვალდებულებების სრულად დაფარვა, მოგირავნეს, ნივთის მესაკუთრისგან, ანუ დამგირავებლისგან ეძლეოდა უფლება მოეხდინა მისი სახელით, მის საკუთრებაში არსებული, მოგირავნის მფლობელობაში მყოფი გირაოს ნივთის საკომისიო წესით რეალიზაცია და შესაბამისად, მიღებული ამონაგებიდან მოეხდინა რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯებისა და მოგირავნეს სავალო-ვალდებულებების სრულად დაფარვა მოქმედი კანონის შესაბამისად. 2.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1 გრ. ოქროს საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 70 (სამოცდაათ) ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 140-ე, 254-ე, 257-ე, 260-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 278-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 429-ე, 431-ე 623-ე, 625-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. 2.6. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 09 ივლისს, დ------ ს--------–--ესა და ი.მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმებული N---- სალომბარდო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება მსესხებლის, დ------ ს--------–--ის მიერ სრულად შესრულებულია. სადავოა ამ სესხის უზრუნველსაყოფად გადაცემული ნივთის საბაზრო ღირებულება და მოგირავნისათვის მისი დაბრუნების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეს მითითება იმის თაობაზე, რომ დაგირავებული ნივთის, 3.50 გრამი ოქროს ბეჭედის თვალი იყო ბრილიანტის, 3000 ლარად ღირებული, ვინაიდან, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით, აღნიშნული ნივთი შეფასებულია 68.04 აშშ დოლარად და მხოლოდ, მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტება ამ ფაქტის მიმართ არ წარმოადგენდა საკმარისს, მით უფრო, როდესაც ეს გარემოება მოპასუხის მიერ სადავოდ იყო გამხდარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი N---------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად ჩაითვალა, რომ 2015 წლის 09 ივლისის N---- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------ სი-------–ის მიერ დაგირავებული ოქროს ბეჭედის თვალით, სრული წონა 3.50 გრ, საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 500 ლარს. 2.7. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 09 ივლისის N---- სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთი-ოქროს ბეჭედი თვლით, სესხის სრულად გადაახდის გამო, უკან დაუბრუნდა დ------ ს--------–--ეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, სკ-ის 270.1 და 275-ე მუხლების შესაბამისად, ნივთის უკან დაბრუნების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მოსარჩელეს მოთხოვნა დაგირავებული თვლიანი ოქროს ბეჭედის ღირებულების-500 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანს წარმოადგენდა და დაკმაყოფილდა. 2.8. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მოთხოვნა, 2015 წლის 17 ივლისს, იმავე მხარეებს შორის გაფორმებული N---- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაგირავებული ოქროს ჯაჭვისა და ჯვარის, სრული წონით 19.20 გრ. ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ N---- საგირავნო ხელშეკრულების მიხედვით, დამგირავებელს სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 386-ე მუხლების შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაფარვის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებდა, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა, ხოლო მოწმის სახით დაკითხული პირის-ქ------- ყა---–---–ის ჩვენება თანხის გადახდასთან დაკავშირებით, თუკი არ იქნებოდა გამყარებული სხვა მტკიცებულებით, სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა. 2.9. იმაზე მითითებით, რომ დ------ ს--------–--ემ ვერ დაადასტურა, 2015 წლის 17 ივლისის N---- სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის გადახდა, ამავე ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის საფუძველზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 276-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული მოძრავი ნივთების, კერძოდ ოქროს ჯაჭვისა და ოქროს ჯვარის (სრული წონით 19.20 გრ) რეალიზაცია მოგირავნე ი/მ ნ------ ზ------ის მიერ სწორად განხორციელდა, რაც გამორიცხავდა ამ ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ის ფაქტი, რომ მან მოპასუხეს გადასცა ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვალით, დაადასტურა მოწმე ქ------- ყა---–---–მა, რომელიც იმ დროისათვის იყო მოპასუხის წარმომადგენელი ლომბარდში. საქმეში წარმოდგენილია სალომბარდე ხელშეკრულებები, რომლებზედაც ხელს აწერს, ერთი მხრივ ქ------- ყა---–---–ი, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელე. მით უმეტეს ამას თვით მოპასუხეც არ უარყოფდა. 3.2. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ თითქოს მის მარწმუნებელს N---- ხელშკრულებით, სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი, რადგან სინამდვილეში მას N---- ხელშეკრულებით გადაეცა 156.25 აშშ დოლარი, რაც გადახდილი აქვს და რაც დადასტურებულია მის მიერ წარმოდგენილი დაზიანებული ხელშეკრულებით და მოწმეების, ლ--–- ბუ----–---–ის და ქ------- ყა---–---–ის ჩვენებებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დ------ ს--------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.9. პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 257-ე, 260-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 278-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 429-ე, 431-ე 623-ე, 625-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან. აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც დადგენილი არ იქნა, რომ N---- სალომბარდე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ოქროს ბეჭედის თვალი იყო ბრილიანტის, ხოლო მისი ღირებულება 3000 ლარი, ასევე, 1800 ლარის ღირებულების ოქროს ჯაჭვი ჯვართან ერთად დაგირავებული იქნა N---- ხელშეკრულების საფუძველზე 156,25 აშშ დოლარის სესხებისთვის, რაც სრულად გასტუმრებული აქვს, ხოლო N---- ხელშკრულებით 471,43 აშშ დოლარი სესხად არ აუღია. 4.4. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომ 2015 წლის 09 ივლისის N---- სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთის-ოქროს ბეჭედის თვალი იყო ბრილიანტის, ხოლო მისი ღირებულება 3000 ლარი, მოსარჩელეს ვალდებულებაა. იმ ფაქტის მტკიცება, რომ დ------ ს--------–--ესთან 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული იქნა N---- ხელშეკრულება, რომლითაც სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი, რაც გადახდილი არ ყოფილა- მოპასუხის მტკიცების ტვირთია. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ------- ყა---–---–ისა ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი დასაქმებული იყო ი/მ ნ------ ზ------ესთან ლომბარდში მოლარე ოპერატორად. მისი ვალდებულება იყო, მხოლოდ სესხის ხელშეკრულებების შედგენა და თანხის გაცემა. ნივთების შეფასება მას არ ევალებოდა. დ------ ს--------–--ის ხელშეკრულებაც მისი შედგენილია. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ოქროს ბეჭედი თვალით, ვინაიდან თვალის შეფასება მას არ ეხებოდა, მხოლოდ ნ------ ზ------ისგან გადმოცემით იცის, რომ ეს თვალი იყო ბრილიანტის. ნ------ ზ------ე თაღლითობით დაეუფლა ქონებებს, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება, გარდა ამისა, მის წინააღმდეგ (თავად მოწმის) 65000 აშშ დოლარზე დაიწყო სიცრუეზე აგებული დავა, ვითომდა სესხად ჰქონდა გადაცემული. 4.7. სარჩელზე თანდართული, N---- სალომბარდო ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2015 წლის 17 ივლისს, დ------ ს--------–--ეს სესხად გადაეცა 156,25 აშშ დოლარი და ამ სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა ოქროს ჯაჭვსა და ჯვარზე მფლობელობითი გირავნობით. (ს.ფ.17) 4.8. საქმეში განთავსებული გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ დ------ ს--------–--ემ გადახდები აწარმოა N---- სალომბარდო ხელშეკრულებით მიღებული სესხის პროცენტისა, რომლის შემდეგაც, სესხზე დარჩენილმა ძირმა თანხამ შეადგინა 468.82 აშშ დოლარი (იხ. ს/ფ 18, 21, 22, 24, 85, 86, 88). ვინაიდან, თავად სარჩელზე თანდართული წერილობითი დოკუმენტებით დასტურდება დ------ ს--------–--ის მიერ N---- სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის დაფარვის მიზნით თანხების გადახდის ფაქტი, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული N---- ხელშეკრულება, 471.43 აშშ დოლარის სესხზე, რაც ასევე უზრუნველყოფილი იყო ოქროს ჯაჭვსა და ჯვარზე მფლობელობითი გირავნობით. 4.9. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო არ გახადა ის ფაქტი, რომ N---- სალომბარდო ხელშეკრულებით აღებული სესხი მოსარჩლეს სრულად ჰქონდა დაფარული, რაც აძლევდა უფლებას დ------ ს--------–--ეს მოეთხოვა გირავნობის საგნის-ოქროს ჯაჭვისა და ჯვარის დაბრუნება (ან მისი ღირებულების ანაზღაურება), თუმცა მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ, თავის მხრივ შეძლო იმის დადასტურება, რომ N---- სალომბარდო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, კვლავ გაფორმდა დ------ ს--------–--ესთან ახალი, N---- ხელშეკრულება 471.43 აშშ დოლარის სესხზე, რაც ასევე უზრუნველყოფილი იყო ოქროს ჯაჭვსა და ჯვარზე მფლობელობითი გირავნობით. 4.10. იმის გათვალისწინებით, რომ მოვალემ, დ------ ს--------–--ემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა 2015 წლის 17 ივლისის N---- სალომბარდო ხელშეკრულებით აღებული სესხის 471.43 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ამავე ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 276-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე, მოგირავნე ი/მ ნ------ ზ------ის მიერ სწორად განხორციელდა, დაგირავებული მოძრავი ნივთების, კერძოდ ოქროს ჯაჭვისა და ოქროს ჯვარის (სრული წონით 19.20 გრ) რეალიზაცია, რაც გამორიცხავს ამ ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც დ------ ს--------–--ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ დ------ ს--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლ--–-დ უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის დ------ ს--------–--ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ------ ს--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლ--–-დ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე