სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
საქმე №ბს-632(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების გამო განსახილველი დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსკ-ის 272-ე „ა1“ პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოშობს. სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საქმე №ბს-58(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
მხარეებს განემარტათ, რომ სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საქმე №ბს-32(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით (ს.ფ. 89-92); გ) ა.კ-ა მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის განაჩენით დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (ს.ფ.
საქმე №ბს-1163(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
…მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. სსკ-ის 273.2 მუხლის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საქმე №ას-1434-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
ხსენებული ნორმების ჭრილში საკასაციო სასამართლო შეფასებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ დანაწესს, რომელიც სამკვიდრო ქონების არარსებობის პირობებში ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას და ასეთ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, მხარე კარგავს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვის შესაძლებლობას. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს გადაწყვეტილების…
ასეთი გასაჩივრება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუშვებელია, თუ მხარეები, ანუ გასაჩივრებაზე უფლებამოსილი ყველა პირი კანონით დადგენილი წესით უარს განაცხადებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე (სსკ-ის 250-ე, 270-ე მუხლები). სს «რ-ის» და შპს «მ-ის» განცხადებები გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ არ იყო საკმარისი მისი ძალაში შესვლისათვის, ვინაიდან მოსარჩელე საგადასახადო ინსპექციას ამგვარი განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საქმე №ას-112-447-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2005
სკ-ის 270-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე მას, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია ვინდიკაციური სარჩელით გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან;
საქმე №ას-164-477-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2005
შ-ას კერძო საჩივრი დაუშვებელია, ხოლო შპს “ბ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
საქმე №3კ/1110-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2003
საქმე №3კ/701-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2002
საქმე №3გ/ად-73-კ.ს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2002
საქმე №3კ/705-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 273, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-273/