განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
330310017001860116
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001860116 (№3ბ/1933-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები - ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - გი----------------ე;

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - მა-------------–-ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ------------–--ა;

წარმომადგენელი - ან–--–-----------ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბე------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათლად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანება, ფ/პ ბე------------–---ს საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივარი N1---------); დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბე------------–---სთვის (პ/ნ 5----------) ჩამორთმეული საქონლის ღირებულების 8389.5 ლარის გადაცემის თაობაზე.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 20 მაისს ბ------------–--ას მიმართ შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №ჩB6----- ოქმში აღინიშნა: ოქმის შედგენის თარიღი და დრო: 20.05.2016 09:26 სთ; ოქმის შედგენის ადგილი: შიდა ქართლი/ მცხეთის რაიონი, მ--------- ქ. 17ა; ოქმის შემდგენი პირები. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ბ------------–--ას (ს/ნ 5----------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ.-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით და წესით.). კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 8389.5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: დახერხილი წაბლის ჯიშის ხის მასალა (4,7მ3 ხ 1785,00 ლარი) ტრანსპორტირების (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: თთ-512- OO; მძღოლი: ბ-–---–----ა პ/ნ 6-----------; გადამოწმების დრო 23.04.2016 11:30), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე; სამართალდამრღვევი პირი: ბ------------–--ა პ/ნ 5----------; შეფარდებული სანქცია: სსკ- ის 286 მუხლის 12 ნაწილი, ფულადი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. შენიშვნა და განმარტებები: ბ------------–--ა ხელის მოსაწერად არ გამოცხადდა. ოქმი შედგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს 25.04.2016 წლის N DEშ 2 16 0------- წერილის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-20.05.2016 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N-------- (ტომი 1, ს.ფ. 228-229);

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 20 მაისს ბ---- ხ------–---ს მიმართ შეადგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NჩB6-----. ოქმში აღინიშნა: ოქმის შედგენის თარიღი და დრო: 20.05.2016 09:32 სთ; ოქმის შედგენის ადგილი: შიდა ქართლი/ მცხეთის რაიონი/ მცხეთა, მ--------- ქ. 17ა; ოქმის შემდგენი პირები; საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ ბ------------–--ა (ს/ნ 5----------) სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ს.ს.კ-ის მოთხოვნის დარღვევით (პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღირცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა), რაც 273-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას. სამართალდამრღვევი პირი: ბ------------–--ა პ/ნ 5----------; შეფარდებული სანქცია: სსკ-ის 273-ე მუხლი, ფულადი ჯარიმა (500 ლარი); შენიშვნა განმარტებები: ბ------------–--ა ხელის მოსაწერად არ გამოცხადდა. ოქმი შედგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს 25.04.2016 წლის N DEშ 2 16 0------- წერილის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.05.2016 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB6----- (ტომი 1, ს.ფ. 230).

 

დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს 2016 წლის 25 აპრილს DEშ 2 160------- წერილით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეცნობა, რომ 2016 წლის 23 აპრილს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ მცხეთის რაიონში, სოფელ წ--------თან გადამოწმების მიზნით გაჩერებულ იქნა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ,,TT-512-OO“, რომელსაც მართავდა ბ-–---–----ა. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ა/მანქანა დატვირთული იყო 3 მ3 ფიცრით. შემოსავლების სამსახურში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ავტომანქანაზე და მასზედ განთავსებულ ტვირთზე არ იყო ატვირთული ელექტრონული ზედნადები. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი დოკუმენტაცია. მისი განმარტებით ტვირთ ეკუთვნოდა ბ------------–--ას. შემდგომი რეაგირების მიზნით უგზავნიდნდნ მათ ხელთ არსებულ მასალებს. დანართი 05 ფურცლად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-25.04. 2016 წლის 25 აპრილის №DEშ 2 16 0------- წერილი (იხ. ს.ფ. 108).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 03.05.206 წლის N4---------- დასკვნის თანახმად, ბ-–---–----ას (პ/ნ 5----------) მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „მერსედესი-ს" (სახ. ნომ: TT-512-OO) ძარიდან დატვირთული დახერხილი, ჩამოგანული წაბლის ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) მოცულობა შეადგენს 4.7 კუბ.მ. ხოლო, ჯამური საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება, შეფასების თარიღისათვის 8389.5 ლარს. (4.7 X 1785) დღგ-ის ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.05.2016 წლის დასკვნა N4----------. (იხ. ს.ფ. 29-30).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე, კერძოდ:

1) გ----------ას ახსნა - განმარტება, რომლის მიხედვით: წალენჯიხის რაიონის სოფ. ობუჯში საკუთარ ეზოში მოჭრა წაბლის ჯიში ხე, საიდანაც გამოითალა 52 მორი. რომელიც დაფირნიშებული იქნა წალენჯიხის რაიონის სოფ. ო------ს ტერიტორიული ორგანოს 02.10.2013 წლის N104 ცნობის საფუძველზე და გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N0---------; N0---------; N0---------; N0---------. აღნიშნული მორები აჩუქა ე-–--------------ას ნოემბრის თვეში.

2) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები: N0---------; N0---------; N0---------; N0---------. სადაც მითითებულია: ხე-ტყით მოსარგებლე: გ----------ა; დოკუმენტის გაცემის საფუძველი: წალენჯიხის სოფ. ო------ს ტერ. ორგ. ცნობა N104; დამზადების ადგილი: წალენჯიხა სოფ. ო------; სატრანსპორტო საშუალება: ურალ 375 სახ/ნ F------; დანიშნულების ადგილი: წალენჯიხა, სოფ. ნ-------, ი.მ. დ--------------ა; ხე-ტყის გადამზიდავი პირი: რ------–--------ა პ/ნ 5----------; დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: 18 სთ. 20 წთ. 6 ნოემბერი 2013 წ. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა: წალენჯიხის სატყეო უბნის ტყის მცველი.

3) ბ------------–--ას ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, გ----------ა არის მისი ოჯახის ახლობელი, რომელსაც მიეხმარა ხეების მოჭრაში. მორები დაფირნიშებული იქნა და შედგა ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტები N0---------; N0---------; N0---------; N0---------. დახერხვის მერე ფიცარი დააწყვეს მასთან სახლში, ვინაიდან გ. ფ-----ს საცხოვრებელი ბინა გააჩნია ქ. ზუგდიდშიც. გ. ფ-----მ ფიცარი აჩუქა, მისი დედის ძმას ე-–----------------ს, რომლმაც სთხოვა ჩაეტანა ფიცარი მისთვის თბილისში, მის საცხოვრებელ მშენებარე სახლში. ბ-------–-----ს (მძღოლს), რომელიც მიდიოდა თბილისში მანქანით, გაატანა ფიცრები. მძღოლს უნდა დახვედროდა დიღომში და მიეყვანა ბიძამისის სახლში. ავტომანქანა გააჩერეს გარემოს დაცვის თანამშრომლებმა, რის თაობაზეც მას დაუკავშირდა ბ. შ----ა 23 აპრილს დილის საათებში. ადგილზე მისვლის შემდეგ, გარემოს დაცვის თანამშრომლებს აუხსნა, რომ გააჩნდა საბუთები ხეებსა და ფიცარზე, რაც წარუდგინა.

4) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N0---------; N0---------, სადაც მითითებულია: ხე-ტყით მოსარგებლე: ე------ ძ-----ა. გაცემის საფუძველი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ტერიტორიული ორგანო სოფ. ე–---ში; დამზადების ადგილი: წალენჯიხა სოფ. ო------; სატრანსპორტო საშუალება: გაზ-66 სახ/ნ L-- 413; დანიშნულების ადგილი: წალენჯიხის რაიონი სოფ. ე–---ი, ი.მ. თ------ მ-----ე; ხე-ტყის გადამზიდავი პირი: ს----- კ-----–---–ია პ/ნ 5----------; დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: 19 სთ. 55 წთ. 13 ივნისი 2014 წ. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა: წალენჯიხის სატყეო უბნის ტყის მცველი.

5) 16.05.2016 წლის სანოტარო აქტი (ნოტარიუსი მ----------------ე), რომლის თანახმადაც, ე------ ძ-----ა ადასტურებს, რომ 2015 წელს, მის მეგობარს ბ------------–--ას საჩუქრის სახით გადასცა მის საკარმიდამო ნაკვეთზე მოჭრილი და დახერხილი წაბლის ფიცრები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0--------- და (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0---------.

6) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს 26.12.2016 წლის ე------ ძ-----ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ე------ ძ-----ამ დაადსტურა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ე–---ში, მის საკარმიდამო ნაკვეთსი 2014 წელს მოჭრა ხის მორები, რის თობაზეც გასცა ცნობა სოფლის გამგებელმა, რაც წარადგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურს, რომლის წარმომადგენელმა ადგილზე შემოწმების შემდეგ მოახდინა მათი დაფირნიშება და გასცა ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტები. მორების გადამუშავება მოახდინა წალენჯიხის რაიონის სოფელ ე–---ში მდებარე სახერხ საამქროში. დამუშავებული ფიცარი დაასაწყობა მის საკუთარ სახლში და 2015 წელს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან ერთად სრულად გადასცა საჩუქრად, მის დიდი ხნის ნაცნობს და მეგობარს ბ------------–--ას.

7) საქართველოს ფინანსთა სამინსტროს მომსახურების სააგენტოს 13.09.2016 წლის N19-05/1405 წერილით, ბ------------–--ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული დახერხილი ხის მასალა რეალიზებულია სააგენტოს მიერ გამოცხადებულ N4061 (ლოტი N1) ელექტრონულ აუქციონზე 2016 წლის 04 აგვისტოს. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის შეძენილი ქონების გადაცემა განხორციელდა 2016 წლის 08 აგვისტოს. ინფორმაციას ქონების ადგილმდებარეობის თაობაზე სააგენტო არ ფლობდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ. ფ-----ს ახსნა-განმარტება (ტომი 1, ს.ფ. 34);

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (ტომი1, ს.ფ. 113-116);

- ბ. ხ------–---ს ახსნა-განმარტება (ტომი1, ს.ფ.117-119);

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (ტომი1, ს.ფ. 138-139);

-16.05.2016 წლის სანოტარო აქტი (ტომი1, ს.ფ. 136);

- 26.12.2016 წლის გამოკითხვის ოქმი. (ტომი1, ს.ფ. 68-71);

- 13.09.2016 წლის N19-05/1405 წერილი. (ტომი1,ს.ფ. 79);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 მაისს ფ/პ ბ------------–--ას წარმომადგენლმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის NჩB6----- და NჩB6----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანებით (ფ/პ ბ------------–--ას წარმომადგენლის გ---- ფ-----ს 2016 წლის 25 მაისის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) 1) ფ/პ ბ------------–--ას (პ/ნ 5----------) წარმომადგენლის გ---- ფ-----ს 2016 წლის 25 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) გაუქმდა ფ/პ ბ------------–--ას (პ/ნ 5----------) მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2016 წლის 20 მაისის NჩB6----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა; 3) დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განეხორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 4) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (ტომი1, ს.ფ. 44-45);

- 16.06.2016 წლის N1---- ბრძანება (ტომი1, ს.ფ. 13-15);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 05 ივლისს ფ/პ ბ------------–--ამ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანების და ამავე სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის NჩB6----- სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N15-04-10/03/35 წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დავების განხილვის სამსახურს, მათი 2016 წლის 15 აგვისტოს N03/5365 წერილთან დაკავშირებით ეცნობათ, რომ: საგამოძიებიო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა საბჭოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დადგინდა, რომ გ----------ამ (პ.ნ. 1----------) თავის საკარმიდამო ეზოში მოჭრილი ხეები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (N0---------, N0---------, N0---------, N0---------) საჩუქრად სრულად გადასცა ამავე სოფელში მცხოვრებ ბ------------–--ას (პ.ნ. 5----------) და მის ბიძას ე-–--------------ას (პ.ნ. 5----------). წალენჯიხის რაიონის სოფელ ე–---ში მცხოვრებმა ე------ ძ-----ამ (პ.ნ. 5----------) 2014 წელს თავის კუთვნილ, საკარმიდამო ეზოში მოჭრილი წაბლის ჯიშის ხეები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები №0---------, №0---------) გადამუშავების შემდგომ საჩუქრად სრულად გადასცა ბ------------–--ას (პ.ნ. 5----------). სსიპ ეროვნული სატყე სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ე------ ძ-----ას მიერ მოჭრილი 6 ძირი წაბლის ჯიშის ხეებიდან 4 ძირი შესაბამისი ნებართვის გარეშე მოჭრილი იყო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ბ------------–--ამ ფიცრის ნაწილი მოიხმარა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებზე, ხოლო ფიცრის დარჩენილი ნაწილის გადაზიდვას ახდენდა ქ.თბილისში ე-–--------------ასთვის გადაცემის მიზნით. შპს „ჯ-------5“-ს (ს.ნ. 4--------) მიერ შპს „ვ------------ისთვის" (ს.ნ. 4--------) ხე-ტყის მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხული შპს „ჯ-------5“-ის დირექტორი დ------ მ------ა (პ.ნ. 5----------) უარყოფს დასახელებულ კომპანიასთან რაიმე სახის კავშირს, მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა შპს „ჯ-------5“-ს დირექტორად მისი დარეგისტრირება და შპს „ჯ-------5“-ის სახელით ვის მიერ იქნა გამოწერილი №0--------- და №0--------- ხე- ტყის სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც მითითებულია გ----------ას სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის N0--------- და N0--------- დოკუმენტები. დანართი მასალა: 47 ფურცლად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბ------------–--ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

გადაწყვეტილებაში აღინიშნა: დავის საგანი - სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე - მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1) შემოსავლების სამსახურის 16.06.2016 წლის №1---- ბრძანება; 2) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2016 წლის №ჩB6----- სამართალდარღვევის ოქმი; დარიცხული თანხა: 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა ფაქტების აღწერა: სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ბ-–---–----ა (პ.ნ. 5----------) ახორციელებდა ბ------------–--ას სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 4.7მ³ ოდენობის, 8389,5 ლარის (საორიენტაციო საბაზროღირებულება) წაბლის ჯიშის ხის მასალი (მორის) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალება - სახ. №TT-512-OO) ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1² ნაწილის შესაბამისად სანქციად შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. ბ---- ხ------–---მ 2016 წლის 25 მაისის, №ჩB6----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2016 წლის 16 ივნისის №1---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის N70861-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსმა მიმართა შემოსავლების სამსახურს DEშ 2 160------- წერილით, რომ 2016 წლის 23 აპრილს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ,TT-512-OO“, რომელსაც მართავდა ბ-–-- შ----ა (ს/ნ 5----------). დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ა/მანქანის ძარაზე განთავსებული იყო ფ/პ ბ------------–--ას (ს/ნ 5----------) კუთვნილი 4,7 მ.3 ხე-მასალა (ფიცარი), რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების მიერ განხილული იქნა ზემოხსენებული წერილი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (OღAჩLE) გადამოწმებულ იქნა საქონლის მესაკუთრის ფ/პ ბ------------–--ას (ს/ნ 5----------) მიერ 2016 წლის 23 აპრილს ტრანსპორტირებულ საქონელზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი. დადგინდა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2016 წლის 27 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილებამ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებას. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ. ნომრით: ,,TT-512-OO“, განთავსებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 4,7მ.3, ხოლო მისი საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 8389,5 ლარია დღგ-ის ჩათვლით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე 2016 წლის 20 მაისს შედგა NჩB6----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ფ/პ ბ------------–--ას (პ/ნ 5----------) სსკ-ის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის (ხე-მასალა) ჩამორთმევა. მიეთითა სამართლებრივ საფუძველზე სსკ-ის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილი; „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლი.

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მომჩივნის არგუმენტაცია: ოქმში მითითებული ხე-ტყის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა წალენჯიხიდან თბილისის მიმართულებით და ის განკუთვნილი იყო ბ------------–--ას ბიძის ე-–--------------ას სახლის სამშენებლო მასალად და ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის ზედნადებით ტრანსპორტირების ვალდებულება არ არის დადგენილი მისი არასამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირებისთვის, შემოსავლების სამსახურს განსახილველი შემთხვევა არ უნდა მიეჩნია სამართალდარღვევად. ამასთან მომჩივანი თვლის, რომ შემოსავლების სამსახურმა დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. მომჩივანი მოსაზრებით შემოსავლების სამსახურმა არც დავის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია ჰქონდა თუ არა ბ------------–--ას ამ საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების განზრახვა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომჩივანის წარმომადგენლის 2017 წლის 24 თებერვალს წერილობითი პოზიციით საგამოძიებო სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------------–--ა კანონიერად ფლობდა დაინტერესებაში არსებულ ფიცრებს და რომ ბ------------–--ამ ამ ფიცრების ნაწილი მოიხმარა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე, ხოლო ნაწილის გადაზიდვას ახდენდა ქ. თბილისში ე-–--------------ასთვის გადაცემის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებენ, რომ ფიცრებს ბ------------–--ა უკანონოდ ფლობდა ასევე არ დგინდება, რომ ამ შემთხვევაში ხდებოდა ამ მასალის ტრანსპორტირება სამეწარმეო მიზნით, ხოლო უკანონოდ მოჭრილი მასალის ტრანსპორტირება არ დადასტურებულა დოკუმენტაციით /მტკიცებულებით.

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მიეთითა სამართლებრივი საფუძვლები - საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 286-ე მუხლის 12 ნაწილი; „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 24-ე მუხლის მეორე პუნქტი; „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტი. დადგენილ იქნა, რომ ბ-–---–----ა (პ/ნ 5----------) „მერსედესი“-ს მარკის ავტომობილით სახ. ნომრით TT-512-OO ახორციელებდა ფ/პ ბ------------–--ას (პ/ნ 5----------) კუთვნილი 3 მ3 დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივნის განმარტებით, ი/მ გ----------ას (ს/ნ 1----------) თხოვნის საფუძველზე, მას გაუწია დახმარება მისივე საკარმიდამო ეზოში არსებული წაბლის ჯიშის ხეების მოჭრა-დამზადებაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დოკუმენტაციის მომზადებასა და აღნიშნული მორების გადამუშავებაში. გ----------ას თხოვნით, გადამუშავებული მასალა 2016 წლის 23 აპრილამდე ინახებოდა ბ---- ხ------–---ს სახლში, ამ პერიოდის განმავლობაში არ განხორციელებულა აღნიშნული დახერხილი მასალის გასხვისება ან რეალიზაცია. 2016 წლის ზამთარში მან შეიტყო გ----------ას მიერ ე-–--------------აზე (ბ------------–--ას ბიძა) აღნიშნული საქონლის ჩუქების შესახებ. ამასთან, ე-–--------------ამ სთხოვა დახმარება, ზემოთხსენებული მასალის თბილისში ტრანსპორტირებაზე. 2016 წლის 22 აპრილს, მას და ბ-–-- შ----ას შორის მოლაპარაკების საფუძველზე, 2016 წლის 23 აპრილს, განხორციელდა აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება.

 

გ----------ა (ს/ნ 1----------) კი თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მან 2013 წლის ნოემბრის თვეში თავის კუთვნილ, საკარმიდამო ეზოში მოჭრა წაბლის ჯიშის ხეები, რომელზეც შედგა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N0---------, N0---------, N0--------- და N0---------. აღნიშნული მორები კი 2013 წლის ნოემბერშივე საჩუქრად გადასცა ახლობელს ე-–--------------ას (პ/ნ 5----------). ბ------------–--ას მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 16 მაისის დამოწმებული სანოტარო აქტი, მასზედ, რომ ე------ ძ-----ასგან, 2015 წელს, საჩუქრად მიიღო ძამიას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მოჭრილი და დახერხილი წაბლის ჯიშის ფიცრები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0--------- და N0---------). სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მოხსენებითი ბარათის მიხედვით 2016 წლის 3 მაისის N4---------- ექსპერტიზის დასკვნის კვლევა/გამოკვლევიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო დახერხილი, ჩამოგანული, წაბლის ჯიშის ხის მასალა (ფიცარი) სისქე 4-5 სმ; სიგანე საშუალოდ 25 სმ; სიგრძე 2; 2,3; 2,5 ძირითადად 3 მ. ნაწილი საშუალო ტენიანობის, ნაწილი ნედლი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დახერხილი, ჩამოგანული წაბლის ჯიშის ხე-მასალის (ფიცრის) მოცულობა შეადგენს 4,7 მ3, რომლის საორიენტაციო საბაზრო ღირებულებაა 8389,5 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, ფიცრის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ფიცრის გარკვეულ ნაწილზე დატანილია სპეციალური ფირნიშის ნომრები, რომლებიც არ შეესაბამება გ----------ას და ბ------------–--ას მიერ ზ/ხსენებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს (N0---------, N0---------, N0---------, N0---------). ფიცარზე მითითებული სპეციალური ფირნიშის ნომრები კი შეესაბამება 2014 წლის 14 ივნისს, ე------ ძამიაზე (პ/ნ 5----------, მცხოვრები წალენჯიხის რაიონი სოფ. ე–---ი) გაცემულ N0--------- და N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს.

 

ამავე სამსახურებრივი ბარათის მიხედვით მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის №0--------- და №0--------- დოკუმენტები მითითებული იყო შპს „ჯ-------5“-ს (ს.ნ.4--------) მიერ ხე-ტყის სარეალიზაციოდ შპს „ვ------------ისთვის“ (ს.ნ. 4--------) გამოწერილ 02.03.2016 წლის №0--------- და 22.03.2016 წლის №0--------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებებში. ამასთანავე ოფიცრების განმარტებით, ფიცრების გარკვეულ ნაწილზე დატანილ ფირნიშის ნომრები შეესაბამებოდა არა გ----------ას და ბ------------–--ას მიერ ხსენებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრებს (№0---------, №0---------, №0--------- №0---------), არამედ 2014 წლის 14 ივნისს, ე------ ძ-----აზე (პ.ნ. 5----------) გაცემულ №0--------- და №0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრებს. განსახილველ საჩივარზე საბჭოს მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებული იქნა შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც საგამოძიებო სამსახურს ეთხოვა, საბჭოსთვის წარმოადგინა ინფორმაცია შპს „ჯ----ა“ და შპს „ვ------------ს“ შორის ხე-ტყის რეალიზების ოპერაციისას ერთხელ უკვე გამოყენებული №0--------- და №0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ხელახლა გამოყენების ფაქტისა და ასევე, ე------ ძ-----აზე 2014 წლის 14 ივნისს გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრების (№0---------, №0---------) მქონე ფირნიშის ნომრებით აღნიშნული ფიცრების ბ------------–--ას მიერ ფლობის კანონიერების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის საბჭოსთვის წარმოდგენა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 2017 წლის 30 იანვარს წარმოდგენილი წერილში (რეგ.№19735/01) აღნიშნულია, რომ საგამოძიებიო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა საბჭოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დადგინდა, რომ გ----------ამ (პ.ნ. 1----------) თავის საკარმიდამო ეზოში მოჭრილი ხეები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (N0---------, N0---------, N0---------, N0---------) საჩუქრად სრულად გადასცა ამავე სოფელში მცხოვრებ ბ------------–--ას (პ.ნ. 5----------) და მის ბიძას ე-–--------------ას (პ.ნ. 5----------). წალენჯიხის რაიონის სოფელ ე–---ში მცხოვრებმა ე------ ძ-----ამ (პ.ნ. 5----------) 2014 წელს თავის კუთვნილ, საკარმიდამო ეზოში მოჭრილი წაბლის ჯიშის ხეები (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები №0---------, №0---------) გადამუშავების შემდგომ საჩუქრად სრულად გადასცა ბ------------–--ას (პ.ნ. 5----------).

 

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ე------ ძ-----ას მიერ მოჭრილი 6 ძირი წაბლის ჯიშის ხეებიდან 4 ძირი შესაბამისი ნებართვის გარეშე მოჭრილი იყო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ბ------------–--ამ ფიცრის ნაწილი მოიხმარა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებზე, ხოლო ფიცრის დარჩენილი ნაწილის გადაზიდვას ახდენდა ქ.თბილისში ე-–--------------ასთვის გადაცემის მიზნით. შპს „ჯ-------5“-ს (ს.ნ. 4--------) მიერ შპს „ვ------------“- ისთვის (ს.ნ. 4--------) ხე-ტყის მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა შპს „ჯ---------5“-ის დირექტორი დ------ მ------ა (პ.ნ. 5----------), რომელმაც უარყო დასახელებულ კომპანიასთან რაიმე სახის კავშირი და საგამოძიებო სამსახურს განუმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო შპს „ჯ-------5“-ს დირექტორად მისი დარეგისტრირების ფაქტი და შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვის მიერ გამოიწერა №0--------- და №0--------- სასაქონლო ზედნადებები.

 

გარემოებათა შესწავლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების გათვალისწინებით საბჭოს მიერ სარწმუნოდ არ იქნა მიღებული მომჩივანის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ვინაიდან ბ---- ხ------–---ს მიერ თავდაპირველად განმარტებული იყო, რომ მას თავის ბიძის ელდარ ზარქუას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მოჰქონდა მასალა, რომელიც გ--- ფ-----ს მიერ იყო ნაჩუქარი ე-–--------------ასთვის, ხოლო, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ფიცრებს შორის აღმოჩნდა ე------ ძ-----ასთვის გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებული ფირნიშის ნომრებით აღნიშნული მასალა, განაცხადა რომ ეს შესაძლოა ავტომობილი დატვირთვისას შეცდომით გარეული ფიცრები ყოფილიყო, რომელიც მას აჩუქა ე------ ძ-----ამ და ამ ჩუქების თაობაზე წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული განაცხადი, რომლის სანოტარო რეგისტრაცია განხორციელებული იყო მომჩივანის გადამოწმების (23.04.2016 წ.) შემდგომ (16.05.2016 წ.), ოქმის ოქმის შედგენამდე (20.05.2016 წ.). მომჩივანის არგუმენტაციია უსაფუძვლოა, ვინაიდან მასალის გადამოწმების შემდგომ ფიცრებზე დატანილი ფირნიშის ნომრებიდან არცერთი დაემთხვა გ--- ფ-----ს სახელზე გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებულ ფირნიშის ნომრებს, მაშინ როდესაც ბ---- ხ------–---ს განცხადებით, მას გ--- ფ-----ს მიერ მოპოვებული მასალა უნდა ჰქონოდა ავტომობილის ძარაზე (ხე-ტყის წარმოშობის ნომრები N0---------, N0---------, N0---------, N0---------). ამასთან თავდაპირველ (06.05.2016წ) ახსნა-განმარტებაში გ----------ა აცხადებდა, რომ მასალა საჩუქრად გადასცა ე-–--------------ას, ხოლო საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემულ ახსნა - განმარტებაში დაფიქსირებული იყო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მან ე-–--------------ას და ბ------------–--ას საჩუქრად სრულად გადასცა მის მიერ მოპოვებული მასალა მაშინ, როდესაც ერთის მხრივ ბ---- ხ------–---ს ახსნა - განმარტებაში უთითებდა მისი ბიძისთვის (და არა იმავდროულად მისთვისაც) ამ მასალის ჩუქების ფაქტი ცნობილი გახდა მხოლოდ მოგვიანებით, ხოლო მეორეს მხრივ შპს „ვ------------სა“ და შპს „ჯ---- 2015“ შორის შედგენილი 02.03.2016 წლის №0--------- და 22.03.2016 წლის №0--------- ზედნადებების მიხედვით გ----------აზე გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის №0--------- და №0--------- დოკუმენტებში მითითებული მოსაპოვებელი მასალის მოცულობა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული, რაც გ----------ას მიერ მოსაპოვებელი მასალის ე-–--------------ასა და ბ------------–--ასთვის სრულად გადაცემას გამორიცხავდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მშენებლობის ნებართვა, გაცემულია ბ------------–--ას და არა მისი ბიძის, ე-–--------------ას, სახელზე. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 46-50);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 27.01.2017 წლის N15-

04-10/03/35 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 63-86);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.02.2017 წლის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 17-23).

 

საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 15.07.2014 წლის N1------ ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი გლდანში, მოქ. ბე------------–---ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N7-----------) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტორული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 14.08.2014 წლიდან 14.08.2016 წლამდე.

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-----------; განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 31.03.2016წ.) თანახმად, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკ. კოდი N7-----------. საკუთრების უფლებით ეკუთვნის ე-–--------------ას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 31.03.2016 წ., საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-----------; განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 11.07.2014წ.) თანახმად, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკ. კოდი N7-----------. საკუთრების უფლებით ეკუთვნის ხ------–--- ბ----ის. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 11.07.2014 წ., საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.07.2014 წლის ბრძანება N1------ (ტომი1, ს.ფ. 51-55).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -საკ. კოდი N7-----------. (ტომი 1, ს.ფ. 55-56). ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -საკ. კოდი N7-----------. (ტომი 1, ს.ფ. 57-58).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 9.1, 43.4., 136.4, 286-ე მუხლები, ასევე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება და განმარტა, რომ დაუშვებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდეს მხოლოდ ვარაუდი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის გამყარებული. მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე ბე------------–---ს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს განმარტებით მიუთითებენ ტრანსპორტირებული საქონლის არასამეწარმეო მიზანზე.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პირველი ინსტანციის სასმართლომ მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ტრანსპორტირებული ხე - ტყე მოპოვებული იყო არასამეწარმეო მიზნებისთვის, ტრანსპორტირებამდე რამდენიმე წლით ადრე და მისი ტრანსპორტირება ხდებოდა, პირადი მოხმარების, არასამეწარმეო მიზნის გარეშე, ამასთანავე სასამართლოს მსჯელობით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს შემდეგს: საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

ადმინისტრრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა დავების განხილვის საბჭოს მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ გარემოებათა შესწავლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების გათავლისწინებით, საბჭოს მიერ სარწმუნოდ არ იქნა მიღებული მოსარჩელის არგუმენტაცია, ვინაიდან, ბ------------–--ას მიერ თავდაპირველად განმარტებული იყო, რომ მას თავისი ბიძის - ე-–--------------ას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მოჰქონდა მასალა, რომელიც გ----------ას მიერ იყო ნაჩუქარი ე-–--------------ასთვის, ხოლო, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ფიცრებს შორის აღმოჩნდა ე------ ძ-----ასთვის გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებული ფირნიშის ნომრებით აღნიშნული მასალა, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა ავტომობილის დატვირთვისას შეცდომით გარეული ფიცრები ყოფილიყო, რომელიც მას აჩუქა ე------ ძ-----ამ და ამ ჩუქების თაობაზე წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული განაცხადი, რომლის სანოტარო რეგისტრაცია განხორციელებული იყო მოსარჩელის გადამოწმების (23.04.2016 წ.) შემდგომ (16.05.2016 წ), ოქმის შედგენამდე (20.05.2016 წ.).

წარმომადგენლის განმარტებით, გადამოწმების შემდგომ ფიცრებზე დატანილი ფირნიშის ნომრებიდან არცერთი არ დაემთხვა გ----------ას სახელზე გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებულ ფირნიშის ნომრებს, მაშინ როდესაც ბ------------–--ას განცხადებით, მას გ----------ას მიერ მოპოვებული მასალა უნდა ჰქონოდა ავტომობილის ძარაზე (ხე-ტყის წარმოშობის ნომრები N0---------, No0--------, N0-------. NO0--------). ამასთან, თავდაპირველ (06.05.2016წ) ახსნა-განამრტებაში გ----------ა აცხადებდა, რომ მასალა საჩუქრად გადასცა ე-–--------------ას, ხოლო საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემულ ახსნა - განმარტებაში დაფიქსირებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ე-–--------------ას და ბ------------–--ას საჩუქრად სრულად გადასცა მის მიერ მოპოვებული მასალა მაშინ, როდესაც ერთის მხრივ ბ------------–--ა ახსნა - განმარტებაში უთითებდა მისი ბიძისთვის (და არა იმავდროულად მისთვისაც) ამ მასალის ჩუქების ფაქტი ცნობილი გახდა მხოლოდ მოგვიანებით, ხოლო მეორეს მხრივ შპს „ვ------------სა“ და შპს „ჯ---- 2015“ შორის შედგენილი 02.03.2016 წლის N0--------- და 22.03.2016 წლის N0--------- ზედნადებების მიხედვით, გ----------აზე გაცემულ ხე-ტყის წარმოშობის N0--------- და N20--------- დოკუმენტებში მითითებული მოსაპოვებელი მასალის მოცულობა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული, რაც გ----------ას მიერ მოსაპოვებელი მასალის ე-–--------------ასა და ბ------------–--ასთვის სრულად გადაცემას გამორიცხავდა. აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მშენებლობის ნებართვა, გაცემულია ბ---- ხ------–---ს და არა მისი ბიძის, ე-–--------------ას, სახელზე.

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიიჩნეს, რომ სასამართლოს მიერ არასწორედა შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთდა არასრული სამართლებრივი დასკვნები.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ სამართალდარღვევის ფაქტის შეფასებისას სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა - განმარტებას და 2016 წლის 16 მაისის მინდობილობას, რომელიც დამოწმებულია მას შემდეგ, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 20116 წლის 23 აპრილს გამოვლიდა საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტი. მიუთითებს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით ე------ ძ-----ას მიერ მოჭრილი 6 ძირი ხისგან 4 წარმოადგენდა ტყის ფონდიდან უნებართვოდ მოპოვებულ მასალას.

აპელანტის განმარტებით, გ----------ას სახელზე გამოწერილი წარმოშობის დოკუმენტები N0--------- და N0--------- მითითებულია შპს „ჯ-------5“-ის მიერ შპს „ვ------------ისთვის“ სრეალიზაციოდ გამოწერილ 2016 წლის 2 მარტის N0--------- და 2016 წლის 22 მარტის N0--------- ხე - ტყის სასაქონლო ზედნადებებში, რომელთა მიხედვითაც, გ----------ას მიერ მოსაპოვებელი მასალის მოცულობა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული, რაც ამ მასალების ბ------------–--ას და ე-–--------------ასათვის საჩუქრად გადაცემის ფაქტს გამორიცხავდა. წარმომადგენლის განმარტებით, ადგილი აქვს დოკუმენტის ხელმეორედ გამოყენებას არამართლზომიერი ქმედების დასაფარად.

საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის გათვალისიწინებით, რომ ბ------------–--ას მიერ ვერ იქნა წარდგენილი ვერცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ავტომობილის ძარაზე განთავსებული თუმცა წარმოშობის დოკუმენტით გაუთვალისიწინებელი საქონლის ტრანსპორტირების დანიშნულებას, ამასთან ეს დოკუმენტები ერთხელ უკვე გამოყენებული იქნა 2016 წლის 2 მარტს N0--------- და 2016 წლის 22 მარტს N0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში, საგადასახადო ორგანოს მიერ შემთხვევა დაკვალიფიცირდა, როგორც სსკ-ის 286-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად და დაკისრებული იქნა შესაბამისი სანქცია. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის პრინციპს და მხედველობაში არ იქნა მიღებული ობიექტური გარემოებები.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლი ლებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ყურდსაღებია ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარე სადავოდ ხდიდა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქონლის (ხე-ტყის) ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნებისათვის, ტრანსპორტირებული საქონელი (ხე-ტყე) განკუთვნილი იყო ქ. თბილისში, მისი ბიძის (დედის ძმა) ე-–--------------ას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. სანქციის შეფარდება - ჯარიმა 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა მიიჩნია უკანონოდ და სასამართლოში განმარტა, რომ ტრანსპორტირება არ წარმოებდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის (საქმე №ბს-222-219(კ-14) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე და ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაზე - მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე რომლითაც მოწესრიგებულია სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხები. მითითებული ბრძანების 72-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

ამავე ნორმით დადგენილია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

საკითხზე მსჯელობის მიზნით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

რაც შეეხება საქართვერლოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილს ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. პალატის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების დანაწესის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად ითვლება მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიღების მიზანს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომლიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონისმიერ ვალდებულებას აწესებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, თუ საქონლის ტრანსპორტირება ხდება განსაზღვრული მიზნის მისაღწევად - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს 2016 წლის 25 აპრილს DES 2 160------- წერილის საფუძველზე, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლენილ ფაქტზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 20 მაისს შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB6-----, ბ------------–--ას მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით. შეფარდებული სანქცია: სსკ-ის 286 მუხლის 12 ნაწილი, ფულადი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. ოქმში მიეთითა, რომ ბ------------–--ას (ს/ნ 5----------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ.-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას-მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით და წესით). კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 8389.5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: დახერხილი წაბლის ჯიშის ხის მასალა (4,7მ3 x 1785,00 ლარი) ტრანსპორტირების (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: T--------- მძღოლი: ბ-–---–----ა პ/ნ 6-----------; გადამოწმების დრო 23.04.2016 11:30), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოების მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 15.07.2014 წლის N1------ ბრძანებით, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-----------; განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 31.03.2016წ.), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-----------; განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 11.07.2014წ) დასტურდება, რომ ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი - საკ. კოდი N7-----------. 14.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელე ბე------------–---ს, ხოლო 2016 წლის 31 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის ე-–--------------ას (მოსარჩელე ბე------------–---ს ბიძას - დედის ძმას). ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 15.07.2014 წლის N1------ ბრძანებით, მიწის ნაკვეთზე (ს/კ N7-----------) შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტორული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვტა 14.08.2014 წლიდან 14.08.2016 წლამდე.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით დასტურდება, რომ ხე- ტყე არ იქნა მოპოვებული სამეწარმეო მიზნებისათვის და განკუთვნილი იყო ქ. თბილისში ე-–--------------ას მშენებარე სახლის (რომელიც 31.032016 წლამდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეს) მშენებლობისათვის (მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 14.08.2016 წელი) და არა რეალიზაციის, შემოსავლის, მოგების მიღების მიზნით.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4., 286.12. მუხლების დანაწესით, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72.1. მუხლით დადგენილია, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ტრანსპორტირებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, სადავოა და საგადასახადო მიზნებისათვის დასადგენია ტრანსპორტირებული ხე - ტყის ტრანსპორტირების მიზანი, კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირება განხორციელდა - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, რეალიზაციის, მოგების, შემოსავლისა და კომპენსაციის მიღების მიზნით, თუ პირადი მოხმარების (სარგებლობის) მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საგადასახადო კოდექსის 286.12. მუხლი და ამ მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, ასევე მართებულად განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება, მხოლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელციო საჩივარში მითითებულ ზოგად არგუმენტებს და ცალსახად დაუშვებლად მიაჩნია, რომ პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდეს მხოლოდ ვარაუდი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის გამყარებული. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არც საქმის პირველ ინსტანციის სასამართლოში განხილვის და არ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე ბე------------–---ს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ ტრანსპორტირებული საქონლის არასამეწარმეო მიზანზე. უფრო მეტიც, პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირებული ხე-ტყე მოპოვებული იყო არასამეწარმეო მიზნებისთვის, ტრანსპორტირებამდე რამდენიმე წლით ადრე და მისი ტრანსპორტირება ხდებოდა, პირადი მოხმარების, არასამეწარმეო მიზნის გარეშე, შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები : ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე