გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/416-18
№200210018002436811
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---- დ--–---–---–ი
მოპასუხე - ნ--- პ---–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–ი ღ---–--ე
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ--- პ---–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--------- წელს დაბადებული ს----- დ--–---–---–ის (პ.ნ 2----------) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის არსი:
2009 წლიდან 2014 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--- პ---–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–-----------------ს დაბადებული ს----- დ--–---–---–ი. ამჟამად ს----- დ--–---–---–ი ცხოვრობს მასთან, ბავშვების საცხოვრებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით მათ შორის დავა არ არსებობს, ბავშვი კვლავ ჩემთან იცხოვრებს. თუმცა ბავშვის დედა მონაწილეობას არ იღებს მის აღზრდაში, არ ეხმარება მათ ფინანსურად, შესაბამისად ითხოს, რომ ბავშვის დედას - ნ--- პ---–---–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა, რათა სრულფასოვნად განვითარების საშუალება ჰქონდეს ს----- დ--–---–---–ს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ალიმენტის გადამხდელი არის შრომისუნარიანი, მან უნდა იკისროს მისი წილი პასუხისმგებლობა, რაც მშობელს კანონმდებლობით გააჩნია მისი შვილის მიმართ, შესაბამისად ითხოვს, რომ ნ--- პ---–---–ს ს----- დ--–---–---–ის მიმართ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებითარ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2014 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–---- დ--–---–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2----–-–-----------------ს დაბადებული ს----- დ--–---–---–ი. ყ-----–ის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა და მის ყოფილ მეუღლეს, ს----- დ--–---–---–ის მამას, ნ-----–---- დ--–---–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქმის მორიგებით შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მათი არასრულწლოვანი შვილი ხან მასთან არის ხან მამასთან. მიაჩნია, რომ სასამართლომ სარჩელი განუხილველად უნდა დატოვოს, რადგან არსებობს სასამართლო განჩინება აღნიშნულ საქმეზე. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყ-----–ის მაგისტრი სასამართლოს მიერ, 2013 წლის 26 დეკემბერს, გამოტანილია განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის შეწყვეტის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლიდან 2014 წლამდე ქორწინებაში იმყოფება ნ--- პ---–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–-----------------ს დაბადებული ს----- დ--–---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----- დ--–---–---–ის დაბადების მოწმობა, ნ-----–---- დ--–---–---–ის პირადობის მოწმობა (ს.ფ. 17, ს.ფ. 16)
3.1.2. 2013 წლის 26 დეკემბერს ყ-----–ის მაგსტრი სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა ნ--- პ---–---–სა და ნ-----–---- დ--–---–---–ს შოორის მორიგება, რომლის თანახმად ნ-----–---- დ--–---–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს----- დ--–---–---–ის სასარგებლოდ ალიმენტი 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება(ს.ფ. 31-32)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ამჟამად ს----- დ--–---–---–ი რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელესთან, ბავშვების საცხოვრებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავა არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი(ს.ფ.53)
3.2.2.არასრულწლოვანი ს----- დ--–---–---–ი ჩარიცხულია სსიპ თ--–----------–----–----------------–------------–---------------ო სკოლის პირველ კლასში 2018 წლის 28 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 05 ივლისის ცნობა(ს.ფ.51)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის მორიგებით საქმის დამთავრების შემდგომ გარემოებები შეცვლილია, კერძოდ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი ს----- დ--–---–---–ი რეგისტრირებულია და ცხოვრობს მამასთან, ასევე ს----- დ--–---–---–ი ჩარიცხულია სსიპ თ--–----------–----–----------------–------------–---------------ო სკოლის პირველ კლასში 2018 წლის 28 ივნისს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუქმდეს 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგება, რითაც ალიმენტის გადახდა დაკსირებული აქვს ნ-----–---- დ--–---–---–ს ნ--- პ---–---–ის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზრდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხონით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ნ--- პ---–---–ს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, ნ--- პ---–---–ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს მამის ნ-----–---- დ--–---–---–ის რჩენა-კმაყოფაზე.
აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხე ნ--- პ---–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა დაეკისრა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ყ-----–ის მაგისტრი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება N 2/63-13 მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2. მოსარჩელე ნ-----–---- დ--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ნ--- პ---–---–ს (პირადი N4----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--------- წელს დაბადებული ს----- დ--–---–---–ის (პ.ნ 2----------) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 08 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
3. მოპასუხე ნ--- პ---–---–ს (პირადი N4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე