გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017002055794
საქმე №3/1024-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლი - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ი---- ე---------
წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხის წარმომადგენელი - შ----- კ-----–--–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ივლისის №CB 778057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ი---- ე--------ს ყავს მრავალსულიანი ოჯახი, საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზის გათვალისწინებით ცდილობს შეღავათიან ფასში შეიძინოს საკვები პროდუქტი და ოჯახისათვის საჭირო სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. 2017 წლის 17 ივლისს მოსარჩელის სამსახურში, სასადილოში, რომელიც მდებარეობს ავტომშენებლის ქუჩაზე და ის დასაქმებულია ე.წ. ,,მიმტანის’’ პოზიციაზე, სადაც ყოველდღე მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, შპს მ-------სგან ოჯახის საჭიროებისათვის შეიძინა ზეთი და ტუალეტის ქაღალდი. ამავე დღეს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის მონიტორინგმა მოახდინა შპს ,,მ-------ს’’ დისტრიბუციის ავტომობილის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ გადამოწმების საფუძველზე ის დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით, მის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 273-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რასაც მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB 778057 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით და ი---- ე--------- დაჯარიმებულ იქნა 500 ლარით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ ი---- ე--------- (ს/ნ 60001023100) სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სსკ-ის მოთხოვნის დარღვევით (პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა), რაც 273-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას.
ოქმის შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღინიშნა: 14:16 წუთზე გადამოწმებული იქნა ავტომობილი სახ. ნომრით RA565TI შპს ,,მ-------ს’’ (ს/კ 412710302) მიერ გამოწერილი ელ. ზედნადები N0317852573-ის საფუძველზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი (ზეთი, ტუალეტის ქაღალდი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი №CB 778057;
3.1.2. დადგენილია, რომ ი---- ე--------- მუშაობს შპს სამშენებლო მასალათა საწარმო ,,ბაკურში’’ დამლაგებლად და ჰყავს მრავალი წევრისგან შემდგარი ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა;
- დაბადებისა და პირადობის მოწმობები;
3.1.3. დადგენილია, რომ ი---- ე--------- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N358274 საჯარო რეესტრის წერილი;
3.1.4. დადგენილია, რომ ი---- ე---------ს სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები 0077513316, 26.08.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 38,7; სასაქონლო ზედნადები 0077714482, 27.08.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 10; სასაქონლო ზედნადები 0078104436, 30.08.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 160,05; სასაქონლო ზედნადები 0088112490, 6.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 29,28; სასაქონლო ზედნადები 0090252898, 20.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 1; სასაქონლო ზედნადები 0090594421, 22.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 4,2; სასაქონლო ზედნადები 0090594532, 22.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 27,5; სასაქონლო ზედნადები 0090773437, 25.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 17,01; სასაქონლო ზედნადები 0090773473, 25.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 3,2; სასაქონლო ზედნადები 0090773528, 25.11.2013წ გამყიდველი - შპს ,,ე-------–--ი’’, თანხა 1,5; სასაქონლო ზედნადები 0095293252/16, 24.12.2013წ გამყიდველი - შპს ,,ბელ ფუდი’’, თანხა 36,5;
სასაქონლო ზედნადები 0200142478/22, 09.10.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 10,8; სასაქონლო ზედნადები 0200782280/32, 13.10.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 15; სასაქონლო ზედნადები 0203636406/10, 29.10.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 61,2; სასაქონლო ზედნადები 0203636406/18, 29.10.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 77,1; სასაქონლო ზედნადები 0211037823/9, 10.12.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 60,5; სასაქონლო ზედნადები 0211037823/10, 10.12.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 17; სასაქონლო ზედნადები 0212347951/5, 12.12.2015წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 106,6; სასაქონლო ზედნადები 0212347951/6, 17.12.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 11.4; სასაქონლო ზედნადები 0214150616, 26.12.2015წ გამყიდველი - შპს ,,ტ------------------სი’’;
სასაქონლო ზედნადები 0215431607/13, 08.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 83,8; სასაქონლო ზედნადები 0215705284/15, 10.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 45; სასაქონლო ზედნადები 0216152653/15, 13.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 142,45; სასაქონლო ზედნადები 0217375313/12, 21.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 91; სასაქონლო ზედნადები 0217375313/16, 21.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 71,85;
სასაქონლო ზედნადები 0217558926/18, 22.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 352; აღნიშნული ზედნადები (0217558926/18) გააქტიურდა 22.01.2016 წელს, საქონლის დასახელება - ენერგეტისკი ბლუ24 ცალი; ზეთი 1 ლიტრი ვოლშებნი 15 ცალი; კეტჩუპი პატარა 20 ცალი; ზეთი ალეი 75; თანხა ჯამში - 352 ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0217874882/1, 24.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 72,95; სასაქონლო ზედნადები 0217874882/4, 24.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 115,85; სასაქონლო ზედნადები 0217874882/12, 24.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 80,5; სასაქონლო ზედნადები 0218424828/16, 28.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 72,75; სასაქონლო ზედნადები 0218856193/12, 31.01.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 131,1;
სასაქონლო ზედნადები 0218944920/10, 01.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 166,48; აღნიშნული ზედნადები (0218944920/10) გააქტიურდა 01.02.2016 წელს, საქონლის დასახელება - ქიშმიში 100გრ. პოლა -6 ცალი; ტვ. ქაღალდი 48 ცალ - 10 ცალი; კილკა ძვირიანი 5 ცალი, ასანთი ზებრა ყ/100ც,შ/100ც - 100 ცალი; თანხა ჯამში - 166,48; ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0219500485/5, 04.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 75,6; სასაქონლო ზედნადები 0219500485/6, 04.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 30,7; სასაქონლო ზედნადები 0220096185/16, 08.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 27,4; სასაქონლო ზედნადები 0220757129/3, 11.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 16,8; სასაქონლო ზედნადები 0222426102/13, 21.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 19,6; სასაქონლო ზედნადები 0222912521/1, 24.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 190,8; სასაქონლო ზედნადები 0222912521/15, 24.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 4,8; სასაქონლო ზედნადები 0223109283/17, 25.02.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 25;
სასაქონლო ზედნადები 0224331568/11, 03.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 128,9; აღნიშნული ზედნადები (0224331568/11) გააქტიურდა 03.03.2016 წელს, საქონლის დასახელება - სველი სალფეთქი 10ცალი, ხელსახოცი 24ც; ასანთი ზებრა 1000ც/ შ/100ც - 10 ცალი; თევზის კონსერვი - 5; წიწიბურა 0,8 ,,პოლა’’ 6 ცალი; თანხა ჯამში - 128,9 ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0224331568/21, 03.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 41; სასაქონლო ზედნადები 0226230074/17, 14.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 56,2; სასაქონლო ზედნადები 0226230074/18, 14.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 10; სასაქონლო ზედნადები 0228147147/10, 24.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 86,5; სასაქონლო ზედნადები 0229351712/13, 31.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 74,1; სასაქონლო ზედნადები 0229351712/15, 31.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 30; სასაქონლო ზედნადები 0229351712/19, 31.03.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 65,4;
სასაქონლო ზედნადები 0229564252/6, 01.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 109,5; აღნიშნული ზედნადები (0229564252/6) გააქტიურდა 01.04.2016 წელს, საქონლის დასახელება - ტოპიგო კამფეტი 8 ცალი; მაკარონი პეტროვსკიე ნივი -25 ცალი; მონი ჟელე 240გრ -32 ცალი; თანხა ჯამში - 109,5 ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0229564252/7, 01.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 96; სასაქონლო ზედნადები 0229926587/5, 03.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 18,6; სასაქონლო ზედნადები 0230005000/6, 04.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 131,28; სასაქონლო ზედნადები 0230890740/2, 08.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 140,52; აღნიშნული ზედნადები 0230890740/2 გააქტიურდა 08.04.2016 წელს, საქონლის დასახელება - კიკკა 230 გრ - 24 ცალი; შედედებული რძე 380გრ. -20 ცალი; კორონა 5კ -1ცალი; იოგურტი -24 ცალი; თანხა ჯამში - 140,52 ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0230890740/3, 08.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 98,48; აღნიშნული ზედნადები (0230890740/3) გააქტიურდა 08.04.2016 წელს, საქონლის დასახელება - ბლუ ენერჯი 500მლ 5 ცალი; სოდა (0,5 24 ცალი) - 24 ცალი; კილკა 230 გრ - 12 ცალი; შესქელებული რძე მოხარშული ირისკა 45 ცალი - 15 ცალი; ჩილი სოუსი (200გრ 30 ც) - 13 ცალი; თანხა ჯამში - 98,48 ლარი; სასაქონლო ზედნადები 0230890740/4, 08.04.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 197,88;
სასაქონლო ზედნადები 0240505122/13, 02.06.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 151,2; აღნიშნული ზედნადები (0240505122/13) გააქტიურდა 02.06.2016 წელს, საქონლის დასახელება - ყავა ხსნადი 0,5 ,,ჯაკობსი’’ 1 ცალი; ქლით ტაიმ სველი სალფეთქი 24 ცალი; ფეირი 400გრ 2 ცალი; ზეთი ალეი 1ლ -15 ცალი; მეტალი სახუფავი 500 ცალიანი შეკვრა - 1 ცალი; თანხა ჯამში -151,2 ლარი;
სასაქონლო ზედნადები 0240505122/14, 02.06.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 31; სასაქონლო ზედნადები 0240505122/27, 02.06.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 51,8; სასაქონლო ზედნადები 0252585478, 29.07.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 87,5; სასაქონლო ზედნადები 0256812532, 20.08.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 43,95; სასაქონლო ზედნადები 0259266941, 02.09.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 37,5; სასაქონლო ზედნადები 0260851981, 10.09.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 82,3; სასაქონლო ზედნადები 0262346130, 18.09.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 91,8; სასაქონლო ზედნადები 0272769529, 12.11.2016წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 31,4;
სასაქონლო ზედნადები 0283472116, 15.01.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 19,2; სასაქონლო ზედნადები 0283695773, 17.01.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 48; სასაქონლო ზედნადები 0284563963, 22.01.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 16,8; სასაქონლო ზედნადები 0287931991, 11.02.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 45,3; სასაქონლო ზედნადები 0296933411, 01.04.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 76,65; სასაქონლო ზედნადები 0298413999, 08.01.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 69,75; სასაქონლო ზედნადები 0301263565, 26.04.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 81,4; სასაქონლო ზედნადები 0302110539, 29.04.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 22,8; სასაქონლო ზედნადები 0302644543, 03.05.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 7,5; სასაქონლო ზედნადები 0302952695, 04.05.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 30;
სასაქონლო ზედნადები 0304691337, 13.05.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 172;
აღნიშნული ზედნადები (0304691337) გააქტიურდა 12.05.2017 წელს, საქონლის დასახელება - მარილი პაჩკის 1კგ 20ც; თანხა ჯამში -172;
სასაქონლო ზედნადები 0307671680, 29.05.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 52,8; სასაქონლო ზედნადები 0311758117, 17.06.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 50,04; სასაქონლო ზედნადები 0313244300, 24.06.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 60; სასაქონლო ზედნადები 0313733720, 27.06.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 13,3; სასაქონლო ზედნადები 0314749575, 01.07.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 32,55; სასაქონლო ზედნადები 0316704048, 11.07.2017წ გამყიდველი - შპს ,,მ-------’’, თანხა 5;
(სადავო) 2017 წლის 15 ივლისის სასაქონლო 0317852573 ზედნადების თანახმად, გამყიდველია შპს ,,მ-------“, მყიდველია ი---- ე---------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილია (მისამართი) - ქუთაისი, სულხან საბას 8, ტრანსპორტირების დასრულების ადგილია (მისამართი) - ქუთაისი სულხან საბას 35/26; ტრანსპორტირებას ახორციელებდა მძღოლი რატი მარგველაშვილი ავტომანქანით NT664TN. საქონლის დასახელება მზესუმზირის ზეთი ,,ზოლოტო ვოსტოკა“ 5 ლ. 3 ცალი, ტუალეტის ქაღალდი CC 40ც. თანხა 58,8. აღნიშნული სასაქონლო ზედნადები 0317852573 გააქტიურდა 15.07.2017 წლის 21:45:45 საათზე, ჩაბარდა 16.07.2017 წლის 01:10:00 საათზე, ტრანსპორტირება დაიწყო 16.07.2017 წლის 08:00:00 საათზე.
საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 17 ივლისს ორშაბათ დღეს გააჩერეს ავტომანქანა NT664TN. მძღოლმა რატი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დაიტვირთა დილით. გუშინ მუშაობდა და გუშინდელი საქონელი დარიგებული აქვს, დღეს საქონელი არ გადმოყვა. თუმცა, შემდეგ დამატებით განმარტა, რომ გუშინ კვირა იყო და არ მუშაობდა, მანქანაც მისია და არ მუშაობდა, მანქანა ეყენა სახლში და თავად იყო სოფელში. მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა. რატომ აქვს ზედნადები 15 ივლისის (შაბათი) რიცხვით არ იცის. პარასკევს (14 ივლისს) არ უმუშავია. ერმა ე--------თან დაკავშირებით განმარტა, რომ მაღაზიაში ბაღდავაძესთან არის ეს პიროვნება. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი სატელეფონო საუბრით არკვევს, რომ ი---- ე--------ს აქვს მაღაზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი;
- სასაქონლო ზედნადები;
- დისკზე წარმოდგენილი ვიდე-მასალა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 3.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ ი---- ე---------ს მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთან მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა იმ საფუძვლით, რომ მან დაარღვია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი (273-ე მუხლი).
საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ი---- ე--------- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოფირს, რომლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, გააჩერეს ავტომანქანა. მძღოლმა განაცხადა, რომ იყო შპს ,,მ-------ს“ თანამშრომელი რატი მარგველაშვილი, რომელმაც სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ 2017 წლის 16 ივლისი იყო კვირა დღე, შესაბამისად იყო დასვენების დღე და ის არ მუშაობდა, შესაბამისად არანაირი საქონლის რეალიზება და ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.
ასევე აღსანიშნავია სასაქონლო ზედნადები 0317852573, რომელიც გააქტიურებულია 15.07.2017 წელს, საქონლის დასახელება ტუალეტის ქაღალდი 40ც. თანხა ჯამში -58,8, ტრანსპორტირების დაწყების თარიღია 16.07.2017წელი 08:00:00.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანება; ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებს“ აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის №CB 778057 ოქმი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კონკრეტული პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც სამართალდარღვევა, უპირველესად უნდა დადგინდეს ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელება და შემდგომ მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 17 ივლისს ი---- ე---------ს მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №CB 778057. ოქმში აღინიშნა, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 17 ივლისს გადამოწმდა ა/მანქანა სახ. ნომრით RA565TI, დადგინდა, რომ ი---- ე--------- ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც სანქცირებადია სსკ-ს 273-ე მუხლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.
საგადასახადო კანონმდებლობა განმარტავს ეკონომიკური საქმიანობის ცნებას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.
როგორც უკვე აღინიშნა, საგადასახადო კოდექსით პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებს“ აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;
სადავო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით RA 565 TI. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პი----, დარღვევის გამოვლენის მიზნით, საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია სასაქონლო ზედნადები 0317852573, რომელიც გაწერილია ი---- ე---------ს სახელზე, საქონლის დასახელება ტუალეტის ქაღალდი 40ც. თანხა ჯამში -58,8. აღნიშნულს საფუძვლად სატელეფონო საუბრისას მიღებული ინფორმაცია და ელექტრონულად გადამოწმებული ზედნადებებში მითითებული საქონლის საერთო ღირებულება 5 797 ლარის ოდენობით, რომელიც გამოწერილი იყო 2013 წლიდან 2017 წლების განმავლობაში. თუმცა, სადავო ზედნადების გააქტიურების თარიღის და დროის (15.07.2017 წლის 21:45:45 საათი), ჩაბარების თარიღისა და დროის (16.07.2017 წლის 01:10:00 საათი) და ტრანსპორტირება დაწყების თარიღისა და დროის (16.07.2017 წლის 08:00:00 საათი) საეჭვოობისა და ასევე, თავად ავტომობილის მძღოლის განმარტებების (წინა დღის საქონელი არ გადაყოფილა, დაიტვირთა დილით. 2017 წლის 16 ივლისი იყო კვირა (დასვენების) დღე, ის არ მუშაობდა, შესაბამისად არანაირი საქონლის რეალიზება და ტრანსპორტირება არ განუხორციელებია 2017 წლის 16 ივლისს) სათანადო შეფასების გარეშე, შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველს შესაბამისად წარმოადგენს 0317852573 სასაქონლო ზედნადები - გამყიდველი შპს ,,მ-------’’ ახორციელებდა მყიდველი - ი---- ე---------ს მიერ შესყიდული საქონლის - 58,8 ლარის ღირებულების ტრანსპორტირებას; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ქ. ქუთაისი, სულხან საბას N8; ზედნადები გააქტიურებულია 15.07.2017 წელს, საქონლის დასახელება ტუალეტის ქაღალდი 40ც. თანხა ჯამში -58,8, ტრანსპორტირების დაწყების თარიღია 16.07.2017წელი 08:00:00.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ ი---- ე---------ს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენის გზით, არამედ გამოვლინდა ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადები, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებული იყო მოსარჩელე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციის შემდეგ მოსარჩელე ახორციელებდა თუ არა აღნიშნული საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას თუ შეძენის მიზანს წარმოადგენდა პირადი საჭიროება. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადგენა-გამოკვლევის გარეშე მიიჩნიეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს ი---- ე---------ს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს. მრავალი სასაქონლო ზედნადების გამოწერაც კი არ ადასტურებს შემსყიდველი პირის მიერ შემდგომში მის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებას, ხოლო მხოლოდ მესამე პირის განმარტება აღნიშნულზე არ უნდა დაედოს საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემას, რომელიც ასახვას ჰპოვებს კონკრეტული პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე. საგულისხმოა, რომ სასაქონლო ზედნადებში, რომელიც გამოწერილ იქნა შპს ,,მ-------ს“ მიერ და რომელიც მიუთითებდა, რომ საქონელი ტრანსპორტირებული იქნა ი---- ე--------თან, დაფიქსირებული იყო ტრანსპორტირების დასრულების მისამართიც, კერძოდ: ქ. ქუთაისი, სულხან საბას N35/26. კონტროლის განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანოს შეეძლო გადაემოწმებინა აღნიშნულ მისამართზე ი---- ე--------- ახორციელებდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და კონკრეტული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ჩაეთვალა სამართალდარღვევა გამოვლენილად, რაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ არ განხორციელებულა. სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მიაჩნია მხოლოდ მოსაზრებად, რომელიც არ არის გამყარებული არავითარი მტკიცებულებებით და ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ 2013-2017 წლებში შეძენილი საქონელის ფასი 5977 ლარი მიჩნეული უნდა იქნეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დასტურად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაცია - საქონლის შესყიდვის ფაქტი და შემდგომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ საქონლის შესყიდვისა და მის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას და არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება გააქარწყლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც გააჩნია.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი; ვ) შეფარდებული სანქციის სახე ან/და ოდენობა; ზ) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ, ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, დამსწრეთა არარსებობის შემთხვევაში. ამდენად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს ნაწილს წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის შინაარსი არ წარმოადგენს მარტოოდენ გამოყენებული ნორმის დეფინიციის მითითებას სამართალდარღვევის ოქმში, არამედ იგი გულისხმობს კონკრეტული ქმედების აღწერას, რაც შეფასებულ იქნა სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში ოქმში მიეთითა ორი სახის გარემოება, კერძოდ 1) უფლებამოსილი პირებმა გადამოწმებული იქნა კონკრეტული ავტომანქანა და 2) დადგინდა, რომ ი---- ე--------- ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. მოცემული ჩანაწერით არ დგინდება თუ რა სახის ეკონომიკურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი, როდის რა ვითარებაში განხორციელდა იგი და სხვა მახასიათებლები, რაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის არის დამახასიათებელი. მარტოოდენ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე მითითება არ გადმოსცემს სამართალდარღვევის შინაარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულ იქნა ოქმის შევსების კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმა წარმოადგენს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის Nბს-205-203 (კ-14) საქმეზე გაკეთებულ განმარტებას - ,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება, შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურა განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისათვის თუ მოგების მიღების მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, რათა გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არ მქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება-გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი და მეთოდები მმართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისათვის“.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს სადავო აქტი გამოცემული აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად ადგილი აქვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი---- ე---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ივლისს №CB 778057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
3. დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი