გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210018002653559
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/28359-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - შპს „------------------

წარმომადგენელი - ნ--------------–--ე

მოპასუხე - ნ----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე 7 804.08 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 3 335 ლარი, პროცენტი - 3401.70 ლარი, პირგასამტეხლო - 1067.38 ლარი);

1.2. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის - 426.88 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის გადახდა;

1.4. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა;

1.5. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა;

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

(მტკიცებულება: 01.10.2018 წლის სარჩელი; 20.12.2018 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნ----------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელი (დაზუსტებული შესაგებელი) და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განამრტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფად ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი, დაიტვირთა გირავნობის უფლებით. კრედიტორისთვის ცნობილია ავტომანქანის ადგილსამყოფელი, კერძოდ, ავტომანქანა არის ურეკში, მესაკუთრე მ------------–-–--ლთან, შესაბამისად, კრედიტორმა ჯერ უნდა მოახდინოს გირაოს საგნის რეალიზაცია და თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი შემდგომ იდაოს სასამართლოში, მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს, პროცენტის და მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხების ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(მტკიცებულება: 24..10.2018 წლის შესაგებელი, 19.12.2018 წლის დაზუსტებული შესაგებელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 თებერვალს მოსარჩელე შპს „-------------------სა და მოპასუხე ნ----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (# 1-------), რომლის საფუძველზე 2016 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3 750 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს 256 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ------------–-–--ლის კუთვნილი ავტომობილი - ტოიოტა პრიუსი (გამოშვების წელი -2001, სახელმწიფო # J--------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.02.2016 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (# 1-------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 27.06.2018 წლის გირავნობის მოწმობა # 0-----;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით (# 1-------) დადგენილი წესით 2017 წლის 28 დეკემბერს მსესხებელს ნ----------–---–ს და დაგირავებული ავტომანქანის (ტოიოტა პრიუსი, სახელმწიფო # J--------) მესაკუთრეს მ------------–-–--ლს გაეგზავნა შეტყობინებები დაგირავებული ავტომანქანის მოგირავნისათვის გადაცემის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2018 წლის 27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა (# 0-----), რომლის საფუძველზე 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მაგრამ გირავნობის საგნის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.06.2018 წლის გირავნობის მოწმობა # 0-----;

- 29.06.2018 წლის განცხადების მიღების ბარათი;

- 29.06.2018 წლის ხელშეკრულება #0-----------;

- ცნობა;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან # 1-------, გამომდინარე ვალდებულება მოპასუხე ნ----------–---–მა ჯეროვნად არ შეასრულა. მოპასუხის მიერ გრაფიკის მიხედვით გადახდილია მხოლოდ 10 თვის გადასახადი სრულად, მომდევნო გადახდები განხორციელდა ვადაგადაცილებით, რის გამოც გაიქვითა მხოლოდ სარგებელი. მე-11 თვის გადასახადი ნაცვლად 256 ლარისა გადახდილი აქვს 200 ლარი, რითაც სრულად გაიქვითა იანვრის სარგებელი 200 ლარი, მე-12 თვის გადასახადი ნაცვლად 256 ლარისა გადახდილი აქვს 144 ლარი, რითაც არასრულად გაიქვითა თებერვლის სარგებელი 197 ლარი და გადასახდელი დარჩა 53 ლარი, მომდევნო თვეების გადასახადი მოპასუხეს აღარ გადაუხდია. მოსარჩელე შპს „-------------------ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით არის:

 

ა) საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე 7 804.08 ლარი (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 3 335 ლარი, პროცენტი - 3401.70 ლარი, პირგასამტეხლო - 1067.38 ლარი);

ბ) მიუღებელი შემოსავალი - 426.88 ლარი (სესხის ვადის ამოწურვიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 2 თვე (24.08.2017 - 24.09.2018) და 4 კალენდარული დღე (24.09.2018 წელიდან).

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.02.2016 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (# 1-------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 28.09.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხე ნ----------–---–ისათვის შპს „-------------------ის სასარგებლოდ 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე 7 804.08 ლარის (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 3 335 ლარი, პროცენტი - 3401.70 ლარი, პირგასამტეხლო - 1067.38 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის სახით - 426.88 ლარის დაკისრება.

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის. თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

 

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

5.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების (# 1-------) მე-5 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

 

საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება # 1-------, ასევე უდაოა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. მსესხებელს და დაგირავებული ავტომანქანის (ტოიოტა პრიუსი, სახელმწიფო # J--------) მესაკუთრეს გაეგზავნა შეტყობინებები დაგირავებული ავტომანქანის მოგირავნისათვის გადაცემის მოთხოვნით. გირავნობის მოწმობის საფუძელზე 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მაგრამ გირავნობის საგნის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების (# 1-------) მე-8 მუხლის მე-12 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული იქნა შეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, შესაბამისად მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 251.42 ლარის ანაზღაურება;

 

მოპასუხე ნინო გიანაშილს მოსარჩელე შპს „-------------------ის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე 7 804.08 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 3 335 ლარი, პროცენტი - 3401.70 ლარი, პირგასამტეხლო - 1067.38 ლარი);

3. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 251.42 ლარის გადახდა;

4. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის - 426.88 ლარის გადახდა;

5. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50 ლარის გადახდა;

6. მოპასუხე ნ----------–---–ს შპს „-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე