გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3143891-2/50--19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,-–--------------’’
წარმომადგენელი - ლ--–ი გ------ა
მოპასუხე - გ------ი გ------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ------ი გ------–--ეს სს ,,-–--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების - 10799.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9100 ლარი, პროცენტი - 1234.67 ლარი, აღსრულების ხარჯი - 465 ლარი.
1.2. კრედიტის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს 2--- წლის 14 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის მახასიათებელებია მოდელი - F----------TI, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------6, სახელმწიფო ნომრით C-------S.
1.3. იმ შემთხვევაში თუ გირვანობის საგნის რეზლიაციის მიზნით ვერ იქნება მოძებული გირავნობის საგანი აღსრულების ეტაპზე მოძიებისას ავტომობილი არის განადადგურებული, დაზინაებული ან/და მისი რეალიზაცია შეუძლებელი და იმ შემთხვევაში თუ გირვანობის საგნის რეაზლიაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვადლებულების სრულად დასაფარად აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ მოძრავ ქონებზე.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ლ-------ი ბანკსა“ და გ------ი გ------–--ეს შორის 2--- წლის 14 აგვსიტოს გაფორმდა 1------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხა განისაზღვრა 9100 ლარით, პროცენტი - 48%, პირგასამტეხლო 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოქმედების ვადა განისაზლვრა 14.02.2018 წელი. 2018 წლის 27 თებერვალს ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად კრედიტის მოქმდების ვადა გაგრძელდა და სესხის დაფარვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 27 აგვისტო. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკით გათვალისწინებული წესით. მან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 26 ნოემბრიდან და სწორედ აღნიშნული პერიოდიდან ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანება დაანგარიშებულია 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 14 აგვისტოს ბანკსა და გ------ი გ------–--ეს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: F----------TI, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------6, სახელმწიფო ნომრით C-------S.
მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე #1------7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10799.67 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 9100 ლარი, დარიცხული პროცენტი 1234.067 ლარი, აღსრულების ხარჯი კი 465 ლარი.
მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.
სს "ლ-------ი ბ----ა" გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო ავტომობილის მოძიების და სააღსრულებო ღონისძიებების გატარების მიზნით კი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე, სს "ლ-------ი ბ----ა" მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე. ბანკის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობამ შეადგინა სულ 465 ლარი.
მხარეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ------ი გ------–--ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა დავალაინების დაფარვის მიზნით მოხდეს გირავნიბის საგნის რეალიზაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 14 აგვსიტოს სს ,,ლ-------ი ბანკსა’’ და გ------ი გ------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------7, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 9100 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 14.02.2018წ. საპროცენტო სარგებელი წლიური - 48%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.0-.2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------7; (ს/ფ 18-20)
- 14.0-.2---წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; (ს/ფ 17)
- 14.0-.2---წ. სესხის დაფარვის გრაფიკი; (ს/ფ 23)
3.1.2. დადგენილია, რომ 2--- წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 14 აგვისტოს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: F----------TI, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------6, სახელმწიფო ნომრით C-------S.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.0-.2---წ. გირავნობის ხელშეკრულება N1------7; (ს/ფ 25-29)
- 14.0-.2---წ. გირავნობის საგნის აღწერა; (ს/ფ 24)
3.1.3. მოპასუხეის მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.0-.2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------7; (ს/ფ 18-20)
- 14.0-.2---წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; (ს/ფ 17)
- 14.0-.2---წ. სესხის დაფარვის გრაფიკი; (ს/ფ 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 10.07.2019 ცნობა დავალიანების შესახებ; (ს/ფ 32
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე; (ს/ფ 38-34)
3.1.4. მოპასუხის გ------ი გ------–--ის დავალიანება სს ,,-–--------------ს’’ მიმართ 14.0-.2---წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10799.67 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9100 ლარი, პროცენტი - 1234.67 ლარი, აღსრულების ხარჯი - 465 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.0-.2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------7; (ს/ფ 18-20)
- 14.0-.2---წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; (ს/ფ 17)
- 14.0-.2---წ. სესხის დაფარვის გრაფიკი; (ს/ფ 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 10.07.2019 ცნობა დავალიანების შესახებ; (ს/ფ 32
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე; (ს/ფ 38-34)
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,-–--------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე გ------ი გ------–--ემ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------ი გ------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------ი ბანკსა’’ და გ------ი გაცეჩილაძეს) შორის გაფორმებული 2--- წლის 14 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------ი გ------–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 9100 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1234.67 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.4. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 258-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
ამავე კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
2--- წლის 14 აგვსიტსო სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და გ------ი გ------–--ეს შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებით სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და გ------ი გ------–--ეს შორის, 2--- წლის 14 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ------ი გ------–--ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა F----------TI, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------6, სახელმწიფო ნომრით C-------S.
გირავნობის ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად, სს ,,ლ-------ი ბანკს” უფლება მიეცა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიაქციოს გირავნობის საგანზე, ხოლო იმავე ხელშეკრულების 7.3-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება აღსრულება გირავნობის საგნის გარდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოთხოვნას.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ გ------ი გ------–--ე - რომლებიც არიან გირავნობით დატვირთული ქონების მესაკუთრე, მოსარჩელესთან გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულებით იკისრა პასუხისმგებლობა, რომ თუკი არ მოხდებოდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - გადახდის გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვა, მაშინ გირავნობით დატვირთულ ქონებაზე მიქცეული იქნებოდა აღსრულება სს ,,-–--------------ს” მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სესხის გადახდასთან დაკავშირებით და მას გააჩნია დავალიანება ბანკის წინაშე, ამიტომ აღნიშნული დავალიანების დასაფარავად უნდა მოხდეს გირავნობით დატვირთულ საგნის რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ------ი გ------–--ემ სარჩელი ცნო, რის გამოც მხარეები თავისეუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და სს ,,ლ------- ბანკს’’ უნდა დაუბრუნდეს სარცელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 324 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს. ლ-------ი ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე გ------ი გ------–--ეს მოსარჩელე სს ,,-–--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 10799.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9100 ლარი, პროცენტი - 1234.67 ლარი, აღსრულების ხარჯი - 465 ლარი.
1.2. კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს 2--- წლის 14 აგვისტოს გირვანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის მახასიათებელებია: მოდელი - F----------TI, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------6, სახელმწიფო ნომრით CE001LS.
1.3. იმ შემთხვევაში თუ გირვანობის საგნის რეზლიაციის მიზნით ვერ იქნება მოძებული გირავნობის საგანი აღსრულების ეტაპზე მოძიებისას ავტომობილი არის განდადგურებული, დაზინაებული ან/და მისი რეალიზაცია შეუძლებელი და იმ შემთხვევაში თუ გირვანობის საგნის რეაზლიაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვადლებულების სრულად დასაფარად აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ მოძრავ ქონებზე.
4. მოსარჩელე სს ლ-------ი ბანკს დაუბრუდნეს 2019 წლის 7 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 324 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია