გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
080210116001627091
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2950-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე: შპს მისო ,,ბ------–ი’’

წარმომადგენელი - ქ--------- კ-------ე

მოპასუხე - ჟ---–----- მ-------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ნივთების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს მისო ,,ბ------–ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ჯ---–----- მ-------–-–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 9457.03 აშშ დოლარის გადახდა.

 

ასევე მოითხოვს, მოპასუხეს 2016 წლის 01აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ თვეში 128.36 აშშ დოლარის გადახდა პროცენტის სახით.

 

მოპასუხეს 2016 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 500 აშშ დოლარის 0.2 %, ანუ დღეში 01 აშშ დოლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2018 წლის 21 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 9106.53 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა- 6418 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2156.62 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 582 აშშ დოლარი.

ასევე მოითხოვა, მოპასუხეს 2016 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ თვეში 128.36 აშშ დოლარის გადახდა პროცენტის სახით.

 

1.2. აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით, დადგენილ იქნეს სესხების უზრუნველსაყოფად არსებული ოქროს რეალიზაცია. კერძოდ: 1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი.

 

1.3. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება(სახელმწიფო ბაჟი-1065.50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის-150 ლარი, იურიდიული მომსახურების - 125 ლარი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2014 წლის 30 სექტემბერს, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №238 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

2014 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 850 აშშ დოლარით.

 

2014 წლის 30 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №315 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად, პირგასამტხლო - სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2014 წლის 28 ნოემბერს, კრედიტისა და გირავნობის №386 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

2014 წლის 22 ოქტომბერს, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №290, №293, №292, №294 ხელშეკრულებები.

კრედიტისა და გირავნობის №290 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 768 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

კრედიტისა და გირავნობის №293 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

კრედიტისა და გირავნობის №292 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 976 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

კრედიტისა და გირავნობის №291 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 1112 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. 2015 წლის 01 ოქტომბერს განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 1212 აშშ დოლარით.

 

კრედიტისა და გირავნობის №294 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 984 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

კრედიტისა და გირავნობის №290, №293, №292, №294, №386, №238, №315 ხელშეკრულებების 2.14 პუნქტის თანახმად, სესხის ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სარჩელის აღძვრის დღიდან ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2%, ხოლო ხელშეკრულებათა 2.4 პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე. №315 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კრედიტისა და გირავნობის №290, №293, №292, №294, №386, №238 ხელშეკრულებების 2.10 პუნქტის, ხოლო №315 ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე თუ გირავნობის საგანი ვერ ფარავს გაცემულ სესხს, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე დარჩენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელიდან გაურკვეველია მისი ვალდებულების ოდენობა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში. რა პერიოდიდან ერიცხება პროცენტი, ან პირგასამტეხლო, ან როდის გაერთიანდა ეს მოთხოვნები. რის გამოც ისინი უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებით და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ხელშეკრულებებით განსაზღვრული არაა ვადა, ამიტომ საფუძველს მოკლებულია პროცენტის დარიცხვაც, ხოლო პირგასამტეხლო სასამართლო პრაქტიკით 0.07%-ზე მეტი არაა მიჩნეული გონივრულად, თუმცა არც მისი დაკისრების საფუძველი მიაჩნია დადასტურებულად.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 30 სექტემბერს, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის დაიდო კრედიტისა და გირავნობის №238 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 2014 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 850 აშშ დოლარით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხული პროცენტის დავალიანებამ 495 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 345.45 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 30 სექტემბრის კრედიტისა და გირავნობის №238 ხელშეკრულება (ს.ფ. 26);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 27);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 108);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 30 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №315 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტხლო - სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხული პროცენტის დავალიანებამ 532 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 146.61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლომ - 532.00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 30 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №315 ხელშეკრულება (ს.ფ. 40);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 41);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 114);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2014 წლის 28 ნოემბერს, კრედიტისა და გირავნობის №386 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 588.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 532 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 146.61 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 28 ნოემბრის კრედიტისა და გირავნობის №386 ხელშეკრულება (ს.ფ. 38);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 39);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 115);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2014 წლის 22 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №290 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 768 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 261.64 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 22 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №290 ხელშეკრულება (ს.ფ. 28);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 109);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2014 წლის 22 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №293 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 625.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 257.97 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 22 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №293 ხელშეკრულება (ს.ფ. 34);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 110);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2014 წლის 22 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №292 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 976 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 341.59 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 22 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №292 ხელშეკრულება (ს.ფ. 32);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 33);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 112);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2014 წლის 22 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №291 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 1112 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 1212 აშშ დოლარით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 1212.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 509 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 431.51 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 22 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №291 ხელშეკრულება (ს.ფ. 30);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 111);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2014 წლის 22 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის №294 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 984 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 899.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 526 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 324.061 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 22 ოქტომბრის კრედიტისა და გირავნობის №294 ხელშეკრულება (ს.ფ. 36);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 37);

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 113);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 278-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, მომდევნო ხელშეკრულებებით ხდებოდა სესხის თანხის გაზრდა. მხარეებს შორის დაიდო სულ სესხის რვა ხელშეკრულება, ბოლო - 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების ჩათვლით. საპროცენტო სარგებელი ყველა მათგანზე შეადგენდა ძირი თანხის 2%-ს (იხ. ფაქტობრ. გარემოებები).

 

დადგენილია, რომ სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი თვით და სესხის სარგებლობის ამ ვადის დამთავრებისას სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ახალი სესხით სარგებლობისას ისევ ერთი თვის ვადით და ვადა გაგრძელდებოდა პერმანენტულად სესხის ძირი თანხის სრულ დაფარვამდე.

 

მხარეებს შორის 2014 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული კრედიტისა და გირავნობის №386 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელის მიერ გაანგარიშებულია 16.07.2016 წლის მდგომარეობით.

 

სესხის დაფარვის ვალდებულება მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

 

8.2. ამასთან, 2014 წლის 28 ნოემბერს, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის დადებული კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებით სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი თვით. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, პროცენტის გაანგარიშება ხდება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით, რომლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე, ან მოგირავნის მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე). ამავე ხელშეკრულების 2.15 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელს აქვს რამდენიმე სესხი, სარგებლის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, სარგებელი გადაიხადოს პირველ რიგში იმ სესხზე, რომელზეც %-ის გადაუხდელობის გამო უფრო მეტი ვადაა გასული, ან უზრუნველყოს დავალიანების დაფარვა ყველა სესხზე ერთდროულად. ვინაიდან მოპასუხემ გააფორმა რვა ხელშეკრულება და ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, ამიტომ მან დავალიანების, მათ შორის სარგებლის, დაფარვა უნდა უზრუნველყოს ყველა სესხზე ერთდროულად.

 

მოპასუხე მხარეს კი აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებების დასადასტურებლად არც ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებია და არც მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარგებლის, სესხის ძირი თანხის 2%-ის ოდენობით დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს 2016 წლის 07 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 128.36 აშშ დოლარის ოდენობით.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული მხოლოდ #315 ხელშეკრულებით და იგი განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.2%-ით. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია, ჟ---–----- მ-------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და ვერ მიუთითა გარემოებაზე, თუ რა პერიოდიდან მოახდინა მან პირგასამტეხლოს დარიცხვა და შესაბამისად მისი გამოანგარიშება. და ასევე იგი რატომ უნდა გავრცელდეს ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ძირი თანხის ოდენობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება მისი მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე. ეს უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მასზე ვერ მიუთითებს ვერც მოპასუხე მხარე, სასამართლოს არ მიაჩნია დადასტურებულად და დასაბუთებულად მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქცს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

ამავე კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ხოლო 278-ე მუხლით - გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

ამდენად, გირავნობა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება გირავნობის საგნიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ (არაჯეროვნად) ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია მოპასუხის მოძრავი ნივთებით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის გირავნობის საგნები, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს გირავნობის საგნის, მოძრავი ქონების, ოქროს ნივთების რეალიზაცია.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1065.50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის -150 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის -125 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად გადახდილი 926,61 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. შპს მისო „ბ------–ს“უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი შემცირებული მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით - 97.99 ლარის ოდენობით, ხოლო დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად - 40.90 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჟ---–----- მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა თ---–---, ჩიხი მ-------, #8, ს/კ - 0-----------, ყადაღის დადების შესახებ,- უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს (წარმომადგენელი ქ--------- კ-------ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის დავალიანების 8574.62 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6418 აშშ დოლარი, სარგებელი - 2156.62 აშშ დოლარი);

 

1.2. ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 01 აგვისტოდან ყოველთვიურად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის 2%-ის (128.36 აშშ დოლარის) გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სასარგებლოდ, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული შემდეგი ოქროს ნივთები: 1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი;

 

2. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ მოპასუხე ჟ---–----- მ-------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ეთქვას უარი;

 

3. ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 926,61 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა; ხოლო - 40.90 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. მოპასუხე ჟ---–----- მ-------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 125 ლარის ოდენობით;

 

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჟ---–----- მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა თ---–---, ჩიხი მ-------, #8, ს/კ - 0-----------, ყადაღის დადების შესახებ,- დარჩეს უცვლელად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე