გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
041210018002393602
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 041210018002393602

N 2/90-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.06.2018 წელი ქ. თერჯოლა

თერჯოლის მაგისტრი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: თამარ აბულაძე

მოსარჩელე: შპს ,,ევ------------ტ +;

წარმომადგენელი: თა------------ძე;

მოპასუხე: კა-------------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კა-------------ისათვის 2016 წლის 22 აგვისტოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1184.99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 500 აშშ დოლარი, სარგებელი - 384.99 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი;

1.2. მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის გადახდა.

 

1.3. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ან მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

 

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს შპს ,,ევ------------ტ+" სა და კა-------------ეს შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ კა-------------ეს სესხად გადასცა 700 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 09 თვის ვადით იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად- ყოველთვიურად 98 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ,,ოპელ ვექტრა ბი".

მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, ასევე ნებაყოფლობით არ გადასცა მოსარჩელეს გირავნობის საგანი და მოსარჩელემ 2017 წლის 20 აპრილიდან დაიწყო გირავნობის მოწმობის საფუძველზე საღსრულებო წარმოება. მაგრამ ავტომანქანა ვერ მოიძებნა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ გირავნობის საგანი აღარ არსებობს.

მოპასუხეს ერიცხება დავალიანება- სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარი, სარგებელი 384.99 აშშ დოლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 300 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კა-------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მას გადახილი აქვს 2 თვის სესხის თანხა- 200 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის 400 აშშ დოლარის ამოღება მოსარჩელემ უნდა მოახდინოს გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზების შედეგად, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება. ავტომანქანა, განადგურებული არ არის და მისი რეალიზება შესაძლებელია. მას არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ევ------------ტ+"სა და კა-------------ეს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ,- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების N141----კ " და სესხის ხელშეკრულება N141----კ საფუძველზე მოსარჩელემ კა-------------ეს სესხად გადასცა 700 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 09 თვის ვადით. მოპასუხეს ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სესხის სარგებელი ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად- ყოველთვიურად 98 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ,- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ,,ოპელ ვექტრა ბი".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ,- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2017 წლის 20 აპრილიდან დაიწყო სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგნის- ავტომანქანის გადმოცემაზე. 2017 წლის 22 იანვარიდან ავტომანქანა გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე დაზიანებულ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ,- 2017 წლის 20 აპრილის კერძო აღმასრულებლის განცხადების მიღების ბარათი

- მხარეთა განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე კა-------------ეს გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 თვის სასესხო დავალიანება 200 დოლარის ოდენობით, დარჩენილი აქვს გადასახდელი 400 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელემ უნდა აინაზღაუროს გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზების შედეგად.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის განმარტება.

 

3.2.3. 2018 წლის 7 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეს ერიცხება დავალიანება სესხი 500 აშშ დოლარი, სარგებელი 384.99 აშშ დოლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 300 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ.

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანი მიადგა კრედიტორს, ვინაიდან ბანკმა ვერ დაიბრუნა მის მიერ გაცემული ფულადი სახსრები და ვერც სარგებელი ვერ მიიღო, რომელიც უნდა მიეღო მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში და მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 2016 წლის 22 აგვისტოს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ.

-სესხის დაფარვის გრაფიკი.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ევ------------ტ+" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 319-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე, 268-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

უდავოა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს შპს ,,ევ------------ტ+" სა და კა-------------ეს შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N141----კ " და ,,სესხის ხელშეკრულება N141----კ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ კა-------------ეს სესხად გადასცა 700 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 09 თვის ვადით იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად- ყოველთვიურად 98 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა სარგებლის გადახდის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ,,ოპელ ვექტრა ბი". გირავნობა რეგისტრირებული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და 2017 წლის 11 აპრილს გაიცა გირავნობის მოწმობა.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

კა-------------ემ ჯეროვნად ვერ შეასრულა შპს ,,ევ------------ტ+" ის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებით დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მან 2016 წლის დეკემბრიდან საერთოდ შეწყვიტა სესხის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესაბამისად მოპასუხე კა-------------ე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს სესხის დარჩენილი დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება აღარ გააჩნია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება მართალია გაფორმდა 700 დოლარზე, მაგრამ ხელზე მისცეს 600 დოლარი, ორი თვეში გადაიხადა 200 დოლარი, დარჩენილი 400 დოლარის ანაზღაურება კი მოსარჩელემ უნდა დაიკმაყოფილოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობის საგნის რეალიზაციით, რაც სრულად უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება სესხის დაბრუნების პირობით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი კი განისაზღვრა 5 % -ით. ვალდებულების შესრულების მიზნით კა-------------ემ გადაიხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი, რომელსაც ეთანხმება ასევე მოსარჩელე მხარე. სხვა თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 22 დეკემბრიდან და ძირი თანხის დავალიანება სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ამ დროისათვის შეადგენდა 500 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის სახით აღებული თანხა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ კა-------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული მისი კუთვნილი ავტომანქანის რეალიზების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, მაგრამ აღსრულება ვერ მოხდა ვინაიდან ავტომანქანა ვერ მოიძებნა. მოსარჩელის განმარტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გირავნობის საგანი დამტვრეულია. მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ხელშეკრულების 4.5 მუხლის თანახმად მხარეთა შეთანხმებით დადგენილია, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან, ვინაიდან გირავნობის საგანი დამტვრეულია.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა სარგებელი სესხით სარგებლობისათვის ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ყოველთვიურად - 5%.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს მიუღებელი აქვს სარგებელი 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე - სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე თანხით 384.99 აშშ დოლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.5. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. დადგენილია, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ, როგორც მოსარჩელე მხარე მოითხოვს, შეადგინა 1097.50 აშშ დოლარი, რომელიც შემცირებულია მოსარჩელის მიერ და მოითხოვს 300 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

 

მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2016 წლის 22 დეკემბრიდან ძირ თანხაზე - 500 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,03%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.15 აშშ დოლარს.

 

6.6 ამდენად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და მიაჩნია,რომ მოპასუხე - კა-------------ეს შპს ,,ევ------------ტ+"-ის სასარგებლოდ დაეკისროს, 950.84 აშშ დოლარი, საიდანაც 500 დოლარი არის სესხის ძირი თანხა. 384.99 დოლარია სარგებელი, 65.85 დოლარია პირგასამტეხლო.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, . ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N141----კ ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკებათა გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განიხილოს და გა დაწყვიტოს საქართველოს სასამართლომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, მან მითითებული ნორმების საფუძველზე პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯებისა და დანახარჯების- სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის და გირავნობის მოწმობის საზღაურის -50 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

 

როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კა-------------ეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს ევ------------ტ + სასარგებლოდ სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც მოპასუხე კა-------------ეს (პ/ნ 21-------46)) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, ს.კ 33.0-.37.2-- და 33.0-.33.--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 268-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ევ------------ტ + სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე კა-------------ეს დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელე შპს ევ------------ტ + სასარგებლოდ 950.84 აშშ დოლარი (ცხრაას ორმოცდაათი აშშ დოლარი და 84 ცენტი), საიდანაც 500 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა. 384.99 აშშ დოლარია სარგებელი, 65.85 აშშ დოლარია პირგასამტეხლო.

3. მოპასუხე კა-------------ეს დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელე შპს ევ------------ტ + სასარგებლოდ 350 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სააღსრულებო წარმოების ხარჯია 150 ლარი, გირავნობის მოწმობის საზღაურია 50 ლარი, სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.

4. მოპასუხისათვის დაკისრებული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც მოპასუხე კა-------------ეს (პ/ნ 21-------46)) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, ს.კ 33.0-.37.2-- და 33.0-.33.--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა დარჩეს უცვლელად გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით

 

თერჯოლის მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე