გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
010210016001659085
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001659085

#2/4082-2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

26.11.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

 

მოსარჩელე - სს ”ი–----ი ს----------–ო”

წარმომადგენლები - ა-----------–--ე, ა-–------------------ე, თ-------------–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს „ი-------ი“

წარმომადგენლები - თ------------------ე (დირექტორი), კ--------------------ა

მოპასუხე - შპს „ი------ს ნა----–-ა +“

წარმომადგენელი - ნ------რ დ------ე (დირექტორი)

მოპასუხე - ლ----ნ ს--------ნ

წარმომადგენელი - გ---–----------ე

მოპასუხე - რ----–-ნ შ-----–--ე

წარმომადგენელი - კ--------------------ა

მოპასუხე - მ-----ა ბ-----ე

მოპასუხე - ი-----–ი ს-------ე

მოპასუხე - ნ------რ დ------ე

მოპასუხე - ნ----ა დ------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-სათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისათვის და ნ----ა დ------ისავის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის - 1 983 912.97 ლარის ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად.

 

1.2. შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-სათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისათვის და ნ----ა დ------ისავის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაუხდელი სარგებლის ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად, 243 900.36 ლარის ოდენობით.

 

1.3. შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-სათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისათვის და ნ----ა დ------ისავის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად სესხის ძირი თანხის - 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის ოქტომბრისა.

 

1.4. შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-სათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისათვის და ნ----ა დ------ისავის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად 161 578.26 ლარის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდისათვის და 2016 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირი თანხისა და სარგებლის, ჯამში - 2 227 813.33 ლარის 0.5%-ის ოდენობით, ყოველდღიურად.

 

1.5. მოსარჩელე სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ისათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისა და ნ----ა დ------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა:

 

ა) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------;

ბ) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

გ) შპს „ი-------ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ-------–-ლის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

დ) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ქ-------ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ე) მ-----ა ბ-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ვ) ნ------რ დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #--/24-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------ და

ზ) ნ----ა დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------.

 

1.6. მოსარჩელე სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ისათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისა და ნ----ა დ------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიქცევა შემდეგი გირავნობის საგნებისა:

 

ა) შპს „ი-------ში“ მ-----ა ბ-----ის კუთვნილი 30%-იანი წილის,ბ) შპს „ი-------ში“ ი-----–ი ს-------ის კუთვნილი 25%-იანი წილის,გ) შპს „ი-------ში“ ლ----ნ ს--------ნის კუთვნილი 20%-იანი წილის,დ) შპს „ი-------ში“ რ----–-ნ შ-----–--ის კუთვნილი 25%-იანი წილის,ე) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ში ნ------რ დ------ის კუთვნილი 100%-იანი წილის.

 

1.7. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი მოპასუხეთა მიმართ სს „ი–----ი ს----------–ოს“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულების მიქცევა შპს „ი-------ის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის, მ-----ა ბ-----ის, ი-----–ი ს-------ის, ნ------რ დ------ის, რ----–-ნ შ-----–--ის, ლ----ნ ს--------ნის და ნ----ა დ------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

1.8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს უხეშად, რის გამოც წარმოეშვათ დავალიანება. დავალიანების დაფარვაზე კი უსაფუძვლოდ აცხადებენ უარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა განაპირობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ - უხვნალექიანობით გამოწვეულმა წყალდიდობამ, რომელმაც გაანადგურა შპს "ი-------ის" კუთვნილი თევზსაშენი მეურნეობა. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 01 ნოემბერს სს ‘’თ--------ის ი–-----ის ბათუმის ფილიალსა’’ და შპს ,,ი-------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №9, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი მსესხებელზე გასცემდა საბანკო პროდუქტს შემადგენელი ხელშეკრულებების საფუძველზე. ჩარჩო ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით (მუხლი 2.2.1), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე (მუხლი 2.2.2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2013 წლის 01 ნოემბრის სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №9 - ტომი 1; ს. ფ. 53-72;

- ცვლილება სესხის ჩარჩო ხელშეკრულებაში #9 - ტომი 1; ს. ფ. 91-108;

 

3.2.2. 2013 წლის 06 ნოემბერს სს ‘’თ--------ის ი–-----ის ბათუმის ფილიალსა’’ და შპს ,,ი-------ს’’ შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №9/1, რომლის საფუძველზე ბანკმა შპს "ი-------ს" სესხად გადასცა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი (მუხლი 1.1.1). სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო სესხის ძირი თანხის 0.5%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 11%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 120 თვე (მუხლი 1.1.4).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 06.11.2013 წლის სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №9/1 - ტომი 1;73-79;

- გადახდის გრაფიკი - ტომი 1; ს. ფ. 83-89;

 

3.2.3. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 04 ნოემბერს ბანკსა და ფ-----ე შ-----–--ეს, შპს ,,ი-------ს’’, შპს ,, ი------ს ნა----–-ა +’’-ს, მ-----ა ბ-----ეს, ნ------რ დ------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, ნომრებით - 09/2, 09/2.1, 09/2.2, 09/2.3, 09/2.4. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მითითებულ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები:

- ფ-----ე შ-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: 0----------- და 0-----------;

- შპს ,,ი-------ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი საკადასტრო კოდით: 0-----------;

- შპს ,,ი------ს ნა----–-ა +’’-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------;

- მ-----ა ბ-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------;

- ნ------რ დ------ის კუთვნილი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: 0------------------, ასევე, ქონება № 0------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2013 წლის 04 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებები - ტომი 1; ს. ფ. 109-172;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ტომი 1, ს. ფ. 39-52;

 

3.2.4. სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 04 ნოემბერს, ერთი მხრის, ბანკსა და მეორე მხრივ მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ლ----ნ ს--------ნს, რ----–-ნ შ-----–--ეს და ნ------რ დ------ეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები, ნომრებით - №9/3, №9/3.1, №9/3.2, №9/3.3, №9/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-----ა ბ-----ის 30%-იანი, ი-----–ი ს-------ეს 25%-იანი, ლ----ნ ს--------ნის 20%იანი და რ----–-ნ შ-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ------რ დ------ის 100%-იანი წილი ‘’ი------ს ნა----–-ა +’’-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2013 წლის 04 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულებები - ტომი 1; ს. ფ. 173-244;

 

3.2.5. 2013 წლის 01 ნოემბერს ბანკსა და მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, შპს ‘’ა-------------7’’-ს, რ----–-ნ შ-----–--ეს და ლ----ნ ს--------ნს შორის გაფორმდა №9/4, №9/4.1, №9/4.2, №9/4.3, №9/4.4 და №9/4.5 სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა (სესხის ძირის, პროცენტის, ჯარიმის და სხვა თანხების ნაწილში) შპს „ი-------ის“ მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2013 წლის 01 ნოემბრის სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებები - ტომი 1, ს. ფ. 245-316;

 

3.2.6. 2015 წლის 1 აგვისტოს სს ‘’თ--------ის ი–-----ის ბათუმის ფილიალსა’’ და სს "ი–----ი ს----------–ოს" შორის გაფორმდა საწარმოს ყველა აქტივისა და ვალდებულების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ‘’თ--------ის ი–-----ის ბათუმის ფილიალის’’ ყველა უფლება, მათ შორის მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, გადაეცა სს „ი–----ი ს----------–ოს“, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 01.08.2015 წლის ხელშეკრულება - ტომი 2, ს. ფ. 614-618;

- 24.09.2015 წლის ხელშეკრულება ცვლილებების შესახებ - ტომი 2- ს. ფ. 683-686;

- აქტივებისა და პასივების ნუსხა - ტომი 2, ს. ფ. 619-682;

 

3.2.7. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სესხის დაფარვა უზრუნველეყოთ გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება. მოსარჩელემ ძირითადი მსესხებლის განცხადების საფუძველზე, 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის ხელშეწყობის მიზნით შპს „ი-------ზე“ გასცა ახალი სესხი. კერძოდ, 2015 წლის 23 ოქტომბერს სს ‘’ი–----ი ს----------–ოსა’’ (სს "თ--------ის ი–-----ის ბათუმის ფილიალის" უფლებამონაცვლე) და შპს ‘’ი-------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №113, რომლის საფუძველზე ბანკი კისრულობდა ვალდებულებას შემადგენელი ხელშეკრულებებით გაეცა საბანკო პროდუქტი მსესხებელზე (მუხლი 2.2). ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობით (მუხლი2.2.1), ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (მუხლი2.2.2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №113 - ტომი 1, ს. ფ. 317-337;

 

3.2.8. 2015 წლის 26 ოქტომბერს სს ‘’ი–----ი ს----------–ოსა’’ და შპს ‘’ი-------ს’’ შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №113/1, რომლის საფუძველზე ბანკმა შპს ‘’ი-------ს’’ სესხად გადასცა 1 991 131 ლარი (მუხლი 1.1.1), საკომისიო განისაზღვრა 0%-ით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15.5%-ით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 72 თვე (მუხლი 1.1.4) - 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით. მხარეები შეთანხმდნენ ასევე პირგასამტეხლოზე, რაც ფიქსირებული სახით შეადგენდა 10 აშშ დოლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 %-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების 1.1.8 პუნქტის თანახმად, სესხის გაცემის მიზანს წარმოადგენდა 06.11.2013 წლის #9/1 შემადგენელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადაფარვა და ახალი სესხის ლარში მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №113/1 - ტომი 2, ს. ფ. 338-344;

- გადახდის გრაფიკი - ტომი 2, ს. ფ. 345-347; 348-352;

 

3.2.9. 2015 წლის 23 ოქტომბერს დადებული სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ი–-----ი ს----------–ოსა“ და მოპასუხეებს რ----–-ნ შ-----–--ეს, შპს ‘’ი-------ს’’, შპს ‘’ი------ს ნა----–-ა +’’-ს, მ-----ა ბ-----ეს, ნ------რ დ------ეს და ნ----ა დ------ეს შორის დაიდო №113/2, №113/2.1, №113/2/2, №113/2.3, №113/2.4, №113/2.5 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა:

- რ----–-ნ შ-----–--ის კუთვნილი უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდებით - 0----------- და 0-----------;

- შპს ,,ი-------ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0-----------;

- შპს ,,ი------ს ნა----–-ა +’’-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------;

- მ-----ა ბ-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------;

- ნ------რ დ------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------;

- ნ----ა დ------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით - 0------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 23 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებები - ტომი 2, ს. ფ. 353-431;

 

3.2.10. 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ჩარჩო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ლ----ნ ს--------ნს, რ----–-ნ შ-----–--ეს და ნ------რ დ------ეს შორის იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულებები ნომრებით - №113/3, №113/3.1, №113/3.2, №113/3.3, №113/3.4, რომელთა საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა მ-----ა ბ-----ის 30%-იანი, ი-----–ი ს-------ეს 25%-იანი, ლ----ნ ს--------ნის 20%-იანი და რ----–-ნ შ-----–--ის 25%-იანი წილები შპს ი-------ში. ასევე, ნ------რ დ------ის 100%-იანი წილი ‘’ი------ს ნა----–-ა +’’-ში. გარდა ამისა, 23.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებებით სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. კერძოდ, რომლის ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, მანანა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, შპს "ი------ს ნა----–-ა +’’-ს, რ----–-ნ შ-----–--ეს და ლ----ნ ს--------ნს შორის გაფორმდა №113/4, №113/4.1, №113/4.2, №113/4.3, №113/4.4 და №113/4.5 ხელშეკრულებები, სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს „ი-------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 23 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულებები - ტომი 2, ს.ფ.433-501;

- 2015 წლის 23 ოქტომბრის სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებები - ტომი 2, ს. ფ. 502-573;

 

3.2.11. 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების დანართი გახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით სესხის დაფარვის ვალდებულება, რაც გამოიხატა მასში, რომ 2016 წლის თებერვლის თვიდან შეწყვიტეს კრედიტის ძირისა და პროცენტის გადახდა. სესხის სახით მიღებული 1 991 131.00 ლარიდან მოვალეებმა გადაიხადეს მხოლოდ 161 578.26 ლარი, რის გამოც მათ მოსარჩელის მიმართ დაუგროვდათ დავალიანება, რომლის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის შემადგენელი ხელშეკრულება №113/1 - ტომი 2, ს. ფ. 338-344;

- გადახდის გრაფიკი - ტომი 2, ს. ფ. 345-347; 348-352;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ტომი 2, ს. ფ. 687;

 

3.2.12. მოპასუხე შპს ‘’ი-------ს’’ და სოლიდარულად თავდებ პირებს, ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო, 2016 წლის მარტის თვიდან არაერთხელ გაეგზავნათ მოთხოვნა სესხის დროულად დაფარვის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მოსარჩელე სს „ი–----ი ს----------–ოს“ წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის ვადამდე მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათალისწინებული პირობების (მუხლი 13.3.) შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე კორესპოდენციის გაგზავნით, 2016 წლის აპრილის, აგვისტოსა და დეკემბრის თვის საფოსტო გზავნილებით, წერილობით ეცნობათ სესხის დაუბრუნებლობის გამო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საფოსტო გზავნილები - ტომი 2, ს. ფ. 575-613 ;

 

3.2.13. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დაერიცხათ დავალიანება 2389391.59 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1 983 912.97 ლარი, სარგებელი - 243 900.36 ლარი, პირგასამტეხლო - 161 578.26 ლარი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესატყვისად და ამ მხრივ მოპასუხეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. მართალია, მოპასუხე მხარე არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას, მაგრამ მიუთითებს რომ იმ გარემოებაზე, რომ დავალიანების წარმოშობა განაპირობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ - უხვნალექიანობის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა შპს „ი-------ის“ კუთვნილი თევზსაშენი მეურნეობა. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხები სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.14. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2013 წლის 06 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს "ი-------ის" მიმართ სესხი გაიცა შპს "ი-------ის" კუთვნილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–ში, მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე სათევზე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს უხვი ნალექის, ნიადაგის ეროზიული და მეწყრული მოვლენების განვითარებისა და მდინარის ადიდების გამო დაიტბორა თევზსაშენი მეურნეობა და დაზიანდა თევზსაშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს " ი-------ის" წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი - ს. ფ. ტომი 3, ს.ფ. 27-29;

- აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 12.08.2016 წლის წერილი სს "ი–----ი ს----------–ოსადმი" - ტომი 3, 30-31;

- ზარალის განსაზღვრის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ი–----ი ს----------–ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 286, 289-ე, 301-ე, 319-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ გამოხატა ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები დადგენილია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლით. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ი-------მა“ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და 2016 წლის თებერვლის თვიდან საერთოდ შეწყვიტა სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხიდან მიუღებელი აქვს 1 983 912.97 ლარი. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული თანხა - 1 983 912.97 ლარის ოდენობით.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, 2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ კი, ნაკისრი ვალდებულების საწინააღმდეგოდ, შეწყვიტა, როგორც სესხის ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირი დავალიანება შეადგენს 1 983 912.97 ლარს, 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაუხდელი სარგებელი კი 243 900.36 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1 983 912.97 ლარისა და 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დარიცხული გადაუხდელი სარგებლის 243 900.36 ანაზღაურება.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს, საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის ოქტომბრისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით სარგებლის (პროცენტის) სახით მისაღები თანხა 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხე მხარისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის 161 578.26 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე სარჩელის აღძვრის შემდეგ სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 2 227 813.33 ლარის 0.5 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების (საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის) 0.5 %-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის 0.5 %-ის ოდენობით. წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების პერიოდს, ასევე იმ გარემოებს, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სრულად ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელი სარგებლის ოდენობით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 16 157.83 ლარის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდისათვის, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ.

 

ასევე უნდა შემცირდეს 2016 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის, ჯამში - 2 227 813.33 ლარის 0.005%-ის ოდენობით, ყოველდღიურად, 2016 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (რაც შეადგენს ყოველდღიურად 10.83 ლარს). ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2016 წლის 01 დეკემბრიდან ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5 %-ისა უნდა განისაზღვროს 0.005 %-ით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შპს „ი------ს ნა----–-ა +“-მა, მ-----ა ბ-----ემ, ი-----–ი ს-------ემ, ნ------რ დ------ემ, რ----–-ნ შ-----–--ემ, ლ----ნ ს--------ნმა და ნ----ა დ------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს „ი-------ის“ მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ი-------თან“ ერთად მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სხვა თანხების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის სესხის ძირი თანხის, დარიცხული სარგებლის, მიყენებული ზიანის, პირგასამტეხლოსა თუ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების ფარგლებში.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, სესხის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით იქნა დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების -

ა) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------;

ბ) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

გ) შპს „ი-------ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ-------–-ლის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

დ) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ქ-------ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ე) მ-----ა ბ-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ვ) ნ------რ დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #--/24-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------

ზ) ნ----ა დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------, სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება ასევე მოიცავდა გარიგებას, რომლის მიხედვით იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაციის გზით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაუფარავობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულების მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის შესახებ.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად კი, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მას უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის საგნების:

ა) შპს „ი-------ში“ მ-----ა ბ-----ის კუთვნილი 30%-იანი წილის,ბ) შპს „ი-------ში“ ი-----–ი ს-------ის კუთვნილი 25%-იანი წილის,გ) შპს „ი-------ში“ ლ----ნ ს--------ნის კუთვნილი 20%-იანი წილის,დ) შპს „ი-------ში“ რ----–-ნ შ-----–--ის კუთვნილი 25%-იანი წილის,ე) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ში ნ------რ დ------ის კუთვნილი 100%-იანი წილის, სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება ასევე მოიცავდა გარიგებას იმის შესახებ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაუფარავობის შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის საგნის რეალიზაციით დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის შესახებ.

 

6.9. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო ფორსმაჟორულ გარემოებებზე მითითებით. სასამართლო ვერ გაიზიაირებს მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის - სტიქიის ზემოქმედებით მიყენებული ზიანის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 ივნისს შპს "ი-------ის" კუთვნილი თევზსაშენი მეურნეობისათვის უხვი ნალექისა და მდინარის ადიდებით მიყენებული ზიანი არ შეიძლება ჩაითვალოს 2016 წლის თებერვლის თვიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო სამართალი ეფუძნება პრინციპს - ხელშეკრულება უნდა შესრულდეს (Pacta sunt servanda). სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტს და შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობის წინაპირობას. ეს პრინციპი, თავის მხრივ, გულისხმობს ხელშეკრულების აღსრულებას მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების ეტაპზე განსაზღვრული ფორმითა და პირობებით. ამ პრინციპიდან გადახვევა კი დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ობიექტური მიზეზების თანხვედრისას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუძლეველი ძალა - სტიქია, როგორც მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი განსაკუთრებული მოვლენა, შესაძლოა განხილული იქნეს კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო და პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, ამ მოვლენის არსებობის პერიოდში ან/და შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა არავითარ მიზეზობრივ კავშირში არ არის 2016 წლის 28 ივნისის სტიქიურ მოვლენასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულება დაირღვა და მან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა შეწყვიტა სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე - 2016 წლის თებერვლის თვიდან. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, ფორსმაჟორული ვითარების შესახებ, ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები და დაადგინა, რომ მხარეები, სესხის ჩარჩო ხელშეკრულებით (მუხლი 13.1.) შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს ,მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 41.1-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. კერძოდ, მოპასუხეებს შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +-ს“, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს მოსარჩელის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1060.17 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს "ი–----ი ს----------–ოს” მოთხოვნა მოპასუხეების შპს „ი-------ის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის, მ-----ა ბ-----ის, ი-----–ი ს-------ის, ნ------რ დ------ის, რ----–-ნ შ-----–--ის, ლ----ნ ს--------ნის და ნ----ა დ------ის მიმართ.

 

1.1. შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ს, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1 983 912.97 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ს, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაუხდელი სარგებლის ანაზღაურება 243 900.36 ლარის ოდენობით.

 

1.3. შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ს, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სესხის ძირი თანხის - 1983912.97 ლარის წლიური 15.5%-ის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის ოქტომბრისა.

 

1.4. შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ს, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 16 157.83 ლარის ოდენობით, 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდისათვის; მათვე, სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება სესხის ძირი თანხისა და სარგებლის, ჯამში - 2 227 813.33 ლარის 0.005%-ის ოდენობით, ყოველდღიურად, 2016 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოსარჩელე სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ისათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისა და ნ----ა დ------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია:

 

ა) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------;

ბ) რ----–-ნ შ-----–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ----ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

გ) შპს „ი-------ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ-------–-ლის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0-----------;

დ) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ქ-------ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ე) მ-----ა ბ-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------;

ვ) ნ------რ დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #--/24-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------ და

ზ) ნ----ა დ------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ი-----–---–ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 0------------------.

 

3. მოსარჩელე სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ შპს „ი-------ისათვის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ისათვის, მ-----ა ბ-----ისათვის, ი-----–ი ს-------ისათვის, ნ------რ დ------ისათვის, რ----–-ნ შ-----–--ისათვის, ლ----ნ ს--------ნისა და ნ----ა დ------ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს რეალიზაცია გირავნობის საგნების:

 

ა) შპს „ი-------ში“ მ-----ა ბ-----ის კუთვნილი 30%-იანი წილის,ბ) შპს „ი-------ში“ ი-----–ი ს-------ის კუთვნილი 25%-იანი წილის,გ) შპს „ი-------ში“ ლ----ნ ს--------ნის კუთვნილი 20%-იანი წილის,დ) შპს „ი-------ში“ რ----–-ნ შ-----–--ის კუთვნილი 25%-იანი წილის,ე) შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ში ნ------რ დ------ის კუთვნილი 100%-იანი წილის.

 

4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი მოპასუხეთა მიმართ სს „ი–----ი ს----------–ოს“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს „ი-------ის“, შპს „ი------ს ნა----–-ა +“-ის, მ-----ა ბ-----ის, ი-----–ი ს-------ის, ნ------რ დ------ის, რ----–-ნ შ-----–--ის, ლ----ნ ს--------ნის და ნ----ა დ------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

5. მოპასუხეებს შპს „ი-------ს“, შპს „ი------ს ნა----–-ა +-ს“, მ-----ა ბ-----ეს, ი-----–ი ს-------ეს, ნ------რ დ------ეს, რ----–-ნ შ-----–--ეს, ლ----ნ ს--------ნს და ნ----ა დ------ეს მოსარჩელის სს „ი–----ი ს----------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1060.17 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი