გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16791-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - გ-----------–----ე
წარმომადგენელი - ქ---------------–---–ი
მოპასუხეები - 1. გ--–-----–----ე
2. ა-–--------------–----ე
3. ი----------–----ე
წარმომადგენელი - 1. ნ-----------–--ე
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2002 წლის 15 მარტს ა-–--------------–----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.2. 2010 წლის 27 აგვისტოს ა-–--------------–----ეს და ი---------–----ეს შორის უძრავ ქონებებზე, მდებარე მისამართზე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----------------------–--------------------------------------------------------- და საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----------------------–----------------------------------------------------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.3. 2012 წლის 31 მაისს ი---------–----ეს და გ--–-----–----ეს შორის უძრავ ქონებებზე, მდებარე მისამართზე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----------------------–--------------------------------------------------------- და საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----------------------–----------------------------------------------------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.4. უძრავი ქონების, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–-----------------------–---------------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება;
1.5. უძრავი ქონების, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–-----------------------–-----------------------------------------------------------------–--–-----------------------------
მოსარჩელე გ-----------–----ის პაპამ, გ----------–----------–----ემ 1991 წლის 26 მარტს შეადგინა ანდერძი, რომლითაც გასცა განკარგულება, რომ მთელ თავის ქონებას, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდებოდა, მათ შორის საცხოვრებელ სახლს, მდებარე სოფ. დიდ ჩაილურში უანდერძებდა თანაბარ წილებში თავის შვილიშვილებს - მ--–----ე გია შურას (ა-–----------ს) ძეს და მ--–----ე სოსო შურას (ა-–----------ს) ძეს - მცხოვრებლებს ქ. თბილისი, ს----------------------–--–----------------------------------------------------------–------------ ზემოაღნიშნული ანდერძი რეგისტირებულია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში ისევე, როგორც ეს 1991 წლის 26 მარტის ანდერძშია მითითებული და დღემდე არაა გაუქმებული. 2002 წლის 15 მარტს გ-----------–----ის შვილმა - ა-–--------------–----ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მამის, გ-----------–----ის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ისე, რომ მან დამალა და საქმის კურსში არ ჩააყენა ნოტარიუსი იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ გ----------–----------–----ეს 1991 წლის 26 მარტს უკვე დაწერილი ჰქონდა ანდერძი მისი შვილიშვილების გ------ი და ი---------–----ეების სახელზე. 2002 წლის 15 მარტს ნოტარიუსმა ა-–--------------–----ის სახელზე გასცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა სამ უძრავ ქონებაზე, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე - 1418 კვ.მ. და მასზე განლაგებული საცხოვრებელ სახლზე და ასევე ორ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართით 3 644.19 კვ.მ. და ფართით 4659.52 კვ.მ. მთელი სამკვიდრო ქონება შეფასდა 3600 ლარად. 2010 წლის 25 აგვისტოს ა-–--------------–----ემ მამისგან მიღებული სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა თავის სახელზე. 2010 წლის 27 აგვისტოს ა-–--------------–----ემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული და საკუთრების უფლებით თავის სახელზე რეგსიტრირებული უძრავი ქონებიდან ორი უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მხოლოდ თავის ერთ შვილს - ი---------–----ეს მთლიანად, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი ფართით 4659.52 კვ.მ. გაყიდა 1500 ლარად და ეს თანხაც მოახმარა ი---------–----ეს. 2010 წლის 02 სექტემბერს, ი---------–----ემ მამისგან ა-–--------------–----ისაგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით აღრიცხა თავის სახელზე საჯარო რეესტრში. 2012 წლის 31 მაისს, ი---------–----ემ მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილს - გ--–-----–----ეს. 2012 წლის 06 ივნისს, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში გ--–-----–----ის სახელზე. არა მარტო ა-–--------------–----ისათვის, არამედ, ასევე ი---------–----ისათვის, ცნობილი იყო პაპის ანდერძის თაობაზე, ვინაიდან პაპამ მისი ქონების 1/2 ნაწილი ი-----ს უანდერძა და ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ანდერძს, წერა-კითხვის უცოდინარობის გამო, ხელს აწერს ა-–--------------–----ის მეუღლე და ი---------–----ის დედა, ხ----------–----ე, რომელმაც უთხრა ოჯახის წევრებს ანდერძის თაობაზე, ვინაიდან, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და დასამალიც არაფერი ჰქონდათ. ამასთან, ანდერძის ერთი დედანი ეგზემპლიარი ინახებოდა სახლში და ორივე ძმამ - გ------იმაც და ი-----მაც ძალიან კარგად იცოდნენ ამის თაობაზე. როდესაც 2012 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულებით ი---------–----ემ მამისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნაჩუქარი უძრავი ქონებები, ასევე ჩუქების ხელშეკრულებებით გადასცა თავის შვილს - გ--–-----–----ეს, ამ გარიგების დადების დროს, გ--–-----–----ის არასრულწლოვანების გამო, ხელშეკრულებებს ხელს აწერდა მისი დედა - მ-------–---–-----ი. მისთვის, როგორც არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენლისათვის, ასევე ცნობილი იყო, რომ არც თავის დროზე ა-–--------------–----ე არ ყოფილა გაჩუქებული ნივთების კანონიერი მესაკუთრე და მომავალში, არც ი---------–----ე არ ყოფილა გაჩუქებული ქონებების კანონიერი მესაკუთრე. არც მოსარჩელე და არც მოპასუხეები რეგისტრირებული არ ყოფილან არასდროს საგარეჯოს რ-ნი, ს----------–----ში. ყველა მათგანი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ხ----–--–------------------------------ როგორც ანდერძის შედგენისას, ასევე პაპის - გ-----------–----ის გარდაცვალების დროს. მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-----------–----ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ა-–--------------–----ე ასევე, მოსარჩელე გ-----------–----ე დაუფლნენ გარდაცვლილი პაპის (მამის) დანაშთ სამკვიდროს, ვინაიდან გ-----------–----ის გარდაცვალების შემდეგ, ისინი ხშირად ჩადიოდნენ საგარეჯოს რ-ნი. ს----------–----ში, უვლიდნენ და პატრონობდნენ გარდაცვლილი გ-----------–----ის დანაშთ ქონებას. სწორედ გ-----------–----ემ გაიღო პაპის დაკრძალვის და საფლავის მოწყობის ხარჯები. პაპა გარდაიცვალა 1993 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც ი---------–----ე აფხაზეთის ომში იმყოფებოდა და რეალურად ის არც დაუფლებია პაპის გარდაცვალების მომენტში მის დანაშთ სამკვიდროს. მოსარჩელე გ-----------–----ე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პაპის დანატოვარ ანდერძისმიერ უძრავ ქონებას მისი მონაწილეობის გარეშე, არაკეთილსინდისიერი მოქცევით მიიღებდა მხოლოდ მისი ძმა და შემდეგ, ის აჩუქებდა ამ ქონებას თავის შვილს - გ--–-----–----ეს. ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების შესახებ გ-----------–----ისათვის ცნობილი გახდა 2016 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გ-----------–----ე თავის ძმასთან, ი---------–----ესთან ერთად წარმოადგენს პაპის გ-----------–----ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, რის გამოც იგი სამართლებრივ პრეტენზიას აცხადებს მის კუთვნილ წილზე - (1/2 ნაწილზე) სამკვიდრო ქონებიდან.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეები ა-–--------------–----ე, გ--–-----–----ე და ი---------–----ე არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნებს. მოსარჩელე სარჩელში ადასტურებს, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება მისთვის ცნობილი იყო ფაქტობრივი გარემოების წარმოშობის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი. მისთვის ა-–--------------–----ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტიდან ცნობილი იყო ყველა ის გარემოება, რასაც წინამდებარე სარჩელით ამჟამად ხდის სადავოდ. გარდა ამისა, მოსარჩელეს სამკვიდრო ქონებიდან უკვე მიღებული აქვს თავისი წილი თანხის 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ და შესაბამისად, მას აღარ აქვს უფლება პრეტენზია განაცხადოს მემკვიდრეობითი საფუძვლით პაპის დანაშთ ქონებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1998 წლის 26 მარტს გ-----------–----ემ (მამის სახელი ილია) შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მან მთელი თავისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება მის საკუთრებაში, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე საგარეჯოს რაიონი, ს----------–----ში, უანდერძა თანაბარი წილის უფლებით შვილიშვილებს - გია შურას ძე მ--–----ეს და სოსო შურას ძე მ--–----ეს, მცხოვრებლებს - ქ. თბილისი, ს----------------------–--–-------------------------------------------------------–----------- მოანდერძის წერა-კითხვის უცოდინარობის გამო, ანდერძი წაეკითხა მოანდერძეს და მისი პირადი თხოვნით ნოტარიუსის თანდასწრებით, ანდერძს ხელი მოაწერა მოქალაქე ხ----------–----ემ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1998 წლის 26 მარტს შედგენილი ანდერძი (ს.ფ. 29);
3.1.2. გ-----------–----ე გარდაიცვალა 1993 წლის 09 თებერვალს. მისი შვილის, ა-–--------------–----ის შვილებს წარმოადგენენ გ-----------–----ე და ი---------–----ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N- (ს.ფ. 32);
- გ-----------–----ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 28);
3.1.3 ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში მოიძებნა ჩანაწერი გ-----------–----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. კერძოდ, 1991 წლის 26 მარტს საგარეჯოს რაიონის ს------–-----–----ის გამგეობაში გ-----------–----ის სახელით დამოწმებულია ანდერძი (რეესტრი N-). ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ჩანაწერში არ არის მითითებული მოანდერძის მამის სახელი, რის გამოც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვერ ახდენს იდენტიფიკაციას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიან ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 30-31);
3.1.4. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, გ-----------–----ე 07.03.1980 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე თბილისი, რ-------–--–----------------------------- ხოლო 13.07.2010 წლიდან მისი რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს თბილისი, ჯ--------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 15.01.2015 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 57-58);
3.1.5. ა-–--------------–----ის მეუღლე, ხ----------–----ე გარდაიცვალა 2016 წლის 07 თებერვალს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების თარიღი, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 63);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2002 წლის 15 მარტს, ნოტარიუს ნ-------------ის მიერ ა-–--------------–----ის სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ა-–--------------–----ემ, როგორც გ-----------–----ის (გარდაცვალების თარიღი 1993 წლის 09 თებერვალი) პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის გ-----------–----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით. სარეგისტრაციო ზონა საგარეჯო, სექტორი - ს----------–----ი, ფართობი - 1418.6 კვ.მ. სამკვიდრო ქონებაში შედის აგრეთვე ორი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელთა მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - საგარეჯოს რ-ნი, სექტორი - ს------–------–----ი, ფართობი - 4659.52 კვ.მ. , ნაკვეთის N133 (სასოფლო-სამეურნეო) და ასევე, მიწის ნაკვეთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, სექტორი - ს------–------–----ი, ფართობი - 3644.19 კვ.მ., ნაკვეთის N118 (სასოფლო-სამეურნეო). მემკვიდრის განცხადებით მთელი სამკვიდრო ქონება შეფასდა 3600 ლარად;
აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი: 1418.60 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი (------------------------------------ და მიწის ნაკვეთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 3644.19 კვ.მ. (----------------------------------- საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა-–--------------–----ის სახელზე;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ა-–--------------–----ემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით 659.52 კბ.მ. გაყიდა 1500 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2002 წლის 15 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N--- (ს.ფ. 33-36);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.08.2010 წელი (ს.ფ. 37-38);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.08.2010 წელი (ს.ფ. 39-40);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.2. 2010 წლის 26 აგვისტოს, ა-–--------------–----ემ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს----------–----ი, ფართობი 1418.60 კვ.მ. და ასევე, უძრავი ნივთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს----------–----ი, ფართობი: 3644.19 კვ.მ., საკუთრებაში გადასცა თავის შვილს ი---------–----ეს;
ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 1418.00 კვ.მ. (----------------------------------- 2010 წლის 02 სექტემბერს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ი---------–----ის სახელზე; ასევე, 26.08.2010 წლის ჩუქების გარიგების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 3644.00 კვ.მ. (------------------------------------ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი---------–----ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.08.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 41);
- 26.08.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების გარიგება (ს.ფ. 42);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.09.2010 წელი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 43-45);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.09.2010 წელი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 45-48).
3.2.3. 2012 წლის 31 მაისს, ი---------–----ემ, როგორც მჩუქებელმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე შვილს - გ--–-----–----ეს (დასაჩუქრებულს), რომელსაც ხელშეკრულებებში წარმოადგენს დედა, მარინე წიკლაური, აჩუქა ორი უძრავი ქონება, რომელთა მახასიათებლებია: უძრავი ნივთი, მდებარე საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 3644.00 კვ.მ., (------------------------------------ და უძრავი ნივთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, მდებარე ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 1418.00 კვ.მ. (-----------------------------------; ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე აღნიშნული ორი უძრავი ქონება 06.06.2012 წელს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა გ--–-----–----ის სახელზე; დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე გ--–-----–----ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 31 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები (ს.ფ. 49-52);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.06.2012 წელი (ს.ფ. 53-54);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.06.2012 წელი (ს.ფ. 55-56);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.06.2018 წელი (ს.ფ. 59-60);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.06.2018 წელი (ს.ფ. 61-62).
3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ--- და გ-----------–----ეების სარჩელი დაკმაყოფილდა: აღიარებულ იქნა მოსარჩელეების მ--- და გ-----------–----ეების უფლებები მასზედ, რომ მათ მოპასუხეების ა-–----------, ი----- და ხ----------–----ეების თანხმობათა გარეშე გააფორმონ თბილისში, მ---------–--------–--–----------------------------------------------------------–---------------–----- ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელეებთან - მ--- და გ-----------–----ეებთან ერთად მოპასუხეებს ა-–----------, ი----- და ხ----------–----ეებს აღნიშნული ბინის მიმართ წარმოექმნებათ თანასაკუთრების უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ს.ფ. 135-140);
3.2.5. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 02.06.2017 წელს გაიცა ბრძანება მოქალაქეების მ---, გ------ი, ი----- და ა-–--------------–----ეების კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების მოწმობით, მ--- მ--–----ეს, გ-----------–----ეს, ი---------–----ეს და ა-–--------------–----ეს საკუთრებაში გადაეცათ სახელმწიფო საბინაო ფონის საცხოვრებელი ბინის იზოლირებული ფართობი ქ. თბილისი, ხ----–--–--------------------------------------------------------–------------ საერთო ფართი 85.04 კვ.მ.;
29.08.2017 წლის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ქონება (მომზადების თარიღი 29.08.2017 წელი) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-–--------------–----ის, ი---------–----ის, მ--- მ--–----ის და ნ------------------–-–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 02.06.2017 წლის ბრძანება (ს.ფ. 132);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 131);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 29.08.2017 წელი (ს.ფ. 133-134);
3.2.6. 1991 წლის 26 მარტს, გ-----------–----ის (მოსარჩელის) მიერ შედგენილი ანდერძი რეგისტრირებულია ანდერძების ერთიანი ელექტრონულ რეესტრში და აღნიშნული ანდერძი გაუქმებული არ არის მოანდერძის მიერ თავის სიცოცხლეში. მოპასუხე ა-–--------------–----ის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, როგორც 2002 წლის 15 მარტს სამკვიდრო მოწმობის მიღების დროს, ასევე 2010 წლის 26 აგვისტოს სადავო ქონების ჩუქებით შვილისათვის, ი---------–----ისათვის გადაცემის დროს. მოპასუხე ი---------–----ის მითითებით კი, მართალია, ანდერძის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ვინაიდან ანდერძის საფუძველზე უფრო დიდ დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული პაპის, გ-----------–----ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობის გზით მიღება, მათ არჩიეს, რომ მემკვიდრეობა მიეღო ჯერ გ-----------–----ის (გარდაცვალების თარიღი 1993 წლის 09 თებერვალი) პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შვილს ა-–--------------–----ეს სამკვიდრო მოწმობის მიღების გზით. არც ერთი მხარე არ უარყოფს ანდერძის არსებობას და ასევე, იმ ფაქტს, რომ ანდერძი მამკვიდრებლის მიერ გაუქმებული არ ყოფილა მის სიცოცხლეშივე.
მოწმეები დ-------- მ--–----ე და ა-------------–-----–---–ი თავიანთ ჩვენებაში ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს რაიონი ს------–-----–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოვლა-პატრონობას ახორციელებდა როგორც თავად ა-–--------------–----ე, ასევე მისი შვილები, გ-----------–----ე და ი---------–----ე. მოწმე დ-------- მ--–----ისათვის ცნობილია, რომ გ-----------–----ემ თბილისში არსებული საცხოვრებელი ბინიდან (მდებარე ხ----–--–ის ქუჩაზე) კუთვნილი წილი დათმო დის, მ--- მ--–----ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ. გ-----------–----ემ მიიღო თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. დ-------- მ--–----ე მიუთითებს, რომ პაპის, გ-----------–----ის გარდაცვალების შემდეგ, მის საცხოვრებელში დარჩა ა-–--------------–----ე და მისი მეუღლე. მათთან ხშირად მიდიოდნენ მათი შვილები, გ-----------–----ე და ი---------–----ე. პაპის გარდაცვალების დროისათვის, მოპასუხე ი---------–----ე მსახურობდა სამხედრო სამსახურში. დ-------- მ--–----ისათვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი იყო გადმოცემით, თუმცა, ვის სასარგებლოდ იყო შედგენილი ანდერძი, ეს მისთვის უცნობია. მოწმე ა-------------–-----–---–ი არის მოდავე მხარეების მეზობელი საგარეჯოს რაიონის ს------–-----–----ში. მისი განმარტებით, გ-----------–----ის გარდაცვალების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლს უვლიდა და პატრონობდა მისი შვილი ა-–--------------–----ე და მისი მეუღლე. ასევე, ა-------------–-----–---–ი სადავო სახლში ხშირად ნახულობდა მოსარჩელე გ-----------–----ესაც და მის ძმას, ი---------–----ესაც. სასაფლაოზე მამკვიდრებლის საფლავის მოწყობის დროისათვის ხშირად ხედავდა გ-----------–----ეს. მისთვის ცნობილი არ არის, ვისი ხარჯებით მოხდა საფლავის მოწყობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2002 წლის 15 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N--- (ს.ფ. 33-36);
- მოწმეების დ-------- მ--–----ის და ა-------------–-----–---–ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს აქვს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით უფლება სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე, რაც წარმოადგენს შესაბამის ნაწილში სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების 1/2 ნაწილზე მოსარჩელე გ-----------–----ის მესაკუთრედ აღიარების საფუძველს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 524-ე, 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1499-ე, 1500, 1507-ე მუხლები.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-540-ე, 546-ე, 566-ე, 567-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე გ-----------–----ემ მოითხოვა: 2002 წლის 15 მარტს ა-–--------------–----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---), 2010 წლის 27 აგვისტოს ა-–--------------–----ეს და ი---------–----ეს შორის უძრავ ქონებებზე დადებული ჩუქების ხელშეკრულებებისა და 2012 წლის 31 მაისს ი---------–----ეს და გ--–-----–----ეს შორის უძრავ ქონებებზე გაფორმებული ჩუქების გარიგებათა 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, უძრავი ქონებების, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–-----------------------–---------------------------------------------------------- 1/2 ნაწილზე და მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----ი 3644.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) ს---------------------------------, 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ 1998 წლის 26 მარტს, გ-----------–----ემ (მამის სახელი ილია) შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მან მთელი თავისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება მის საკუთრებაში, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე საგარეჯოს რაიონი, ს----------–----ში, უანდერძა თანაბარი წილის უფლებით შვილიშვილებს - გია შურას ძე მ--–----ეს და სოსო შურას ძე მ--–----ეს (მცხოვრებლებს - ქ. თბილისი, სამგორის რ-ნი, ხ----–--–ის ქ---------------------------------------------------–------------
გ-----------–----ე გარდაიცვალა 1993 წლის 09 თებერვალს. მისი შვილის, ა-–--------------–----ის შვილებს წარმოადგენენ გ-----------–----ე და ი---------–----ე.
მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-540-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდრეძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. 556-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წარმოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც, აგრეთვე სახელმწიფოს ან ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციულ თუ საზოგადოებრივ ორგნიზაციას. ამავე კოდექსის 551-ე მუხლი ადგენს ანდერძის სანოტარო ფორმას, კერძოდ, ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს. მოანდერძემ ხელი უნდა მოაწეროს ანდერძს. თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, თვითონ ვერ მოაწერს ხელს, შეიძლება მისი თხოვნით ანდერძს ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ ნოტარიუსის თანდასწრებით, ამასთან უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.
მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები; შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
მოცემულ საქმეზე, როგორც ზემოთ აღინიშნა მამკვიდრებლის, გ-----------–----ის მიერ, 1991 წლის 26 მარტს შედგენილი ანდერძის მიხედვით, მან მთელი თავისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება მის საკუთრებაში, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფ. დ/ჩაილურში, უანდერძა თანაბრი წილის უფლებით შვილიშვილებს - გია შურას ძე მ--–----ეს და სოსო შურას ძე მ--–----ეს, მცხოვრებლებს - ქ. თბილისი, ს----------------------–--–-------------------------------------------------------–----------- მოანდერძის წერა-კითხვის უცოდინარობის გამო, ანდერძი წაეკითხა მოანდერძეს და მისი პირადი თხოვნით, ნოტარიუსის თანდასწრებით, ანდერძს ხელი მოაწერა მოქალაქე ხ----------–----ემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ-----------–----ე მიუთითებს და წარმოადგენს სანოტარო წესით გაფორმებულ ანდერძს, რომლის ძალითაც მამკვიდრებელმა, გ-----------–----ემ (მოსარჩელის პაპამ) მთლიანი სამკვიდრო ქონება დაუტოვა მოსარჩელეს და მის ძმას, ი---------–----ეს. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში მოიძებნა ჩანაწერი გ-----------–----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. კერძოდ, 1991 წლის 26 მარტს საგარეჯოს რაიონის ს------–-----–----ის გამგეობაში გ-----------–----ის სახელით დამოწმებულია ანდერძი (რეესტრი N-). მოანდერძის მიერ თავის სიცოცხლეში, 1991 წლის 26 მარტს, შედგენილი ანდერძი გაუქმებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1398-ე მუხლი ადგენს დანაწესს მოანდერძის მიერ ანდერძის შეცვლის ან მოშლის შესახებ, რასაც მოცემული დავის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია. მამკვიდრებლის მიერ არ მომხდარა არც ახალი ანდერძის შედგენა, რომელიც მანამდე არსებულ ანდერძს გააუქმებდა.
საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას. მემკვიდრეობით-სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად განკარგოს კუთვნილი ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება ანდერძის შედგენის გზით. ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა წესი, რომელიც დადგენილია ნორმატიული აქტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოანდერძის ნების სწორად დაფიქსირებას. მოცემული საქმის განხილვისას, არ წარმოიშვა საკითხი მამკვიდრებლის მიერ 1991 წლის 26 მარტს შედგენილი ანდერძის ბათილობის თაობაზე. ზოგადად, ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს გახდის მოანდერძის ნების ნამდვილობას. მოცემულ შემთხვევაში კი, თავად მხარეები არ მიუთითებენ რაიმე ისეთ გარემოებებზე, რაც მოანდერძის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. უფრო მეტიც, ორივე მხარე ადასტურებს, რომ ანდერძი არსებობდა: შეადგინა იგი მამკვიდრებელმა გ-----------–----ემ თავისი შვილიშვილების სასარგებლოდ და მან თავისი მთლიანი ქონება უანდერძა გ-----------–----ეს და ი---------–----ეს თანაბარი წილის უფლებით. თავად მოპასუხე ა-–--------------–----ე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, თუმცა ანდერძის წესით სამკვიდროს მიღება დაკავშირებული იყო დროსთან და გარკვეულ ხარჯებთან, რის გამოც, მან სამკვიდრო მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით, სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენით. აღნიშნული ანდერძი ძალაშია და მის საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით გააჩნია უფლება სადავო ქონების შესაბამის წილზე. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთის რეალიზება მოპასუხე მხარემ ვერ შესძლო, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას ანდერძისმიერ მემკვიდრეობითი საფუძვლით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 566-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
დადგენილია, რომ 2002 წლის 15 მარტს ნოტარიუს ნ-------------ის მიერ ა-–--------------–----ის სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ა-–--------------–----ემ, როგორც გ-----------–----ის (გარდაცვალების თარიღი 1993 წლის 09 თებერვალი) პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის გ-----------–----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით. სარეგისტრაციო ზონა საგარეჯო, სექტორი - ს----------–----ი, ფართობი - 1418.6 კვ.მ. სამკვიდრო ქონებაში შედის აგრეთვე ორი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელთა მახასიათბელებია: სარეგისტრაციო ზონა - საგარეჯოს რ-ნი, სექტორი - ს------–------–----ი, ფართობი - 4659.52 კვ.მ. , ნაკვეთის N133 (სასოფლო-სამეურნეო) და ასევე, მიწის ნაკვეთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, სექტორი - ს------–------–----ი, ფართობი - 3644.19 კვ.მ., ნაკვეთის N118 (სასოფლო-სამეურნეო). მემკვიდრის განცხადებით, მთელი სამკვიდრო ქონება შეფასდა 3600 ლარად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი: 1418.60 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი (------------------------------------ და მიწის ნაკვეთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 3644.19 კვ.მ. (----------------------------------- საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა-–--------------–----ის სახელზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ა-–--------------–----ემ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით 659.52 კვ.მ. გაყიდა 1500 ლარად.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად ანდერძის არსებობისა, მამკვიდრებელ გ-----------–----ის (გარდაცვალების თარიღი 1993 წლის 09 თებერვალი) დანაშთ ქონებაზე, 2002 წლის 15 მარტს, მის პირველი რიგის მემკვიდრეზე, შვილზე ა-–--------------–----ეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის ძალითაც, მთალიანი დანაშთი ქონება გადაეცა მას საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2010 წლის 26 აგვისტოს ა-–--------------–----ემ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს----------–----ი, ფართობი 1418.60 კვ.მ. და ასევე, უძრავი ნივთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, ს----------–----ი, ფართობი: 3644.19 კვ.მ., საკუთრებაში გადასცა თავის შვილს ი---------–----ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა კუთვნილი ორივე უძრავი ქონება, 2012 წლის 31 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებებით საკუთრებაში გადასცა თავის შვილს გ--–-----–----ეს (დასაჩუქრებულს), რომელსაც ხელშეკრულებებში, არასრულწლოვანების გამო, წარმოადგენდა დედა, მ-------–---–-----ი. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 3644.00 კვ.მ., (------------------------------------ და უძრავი ნივთი, მდებარე საგარეჯოს რ-ნი, მდებარე ს------–------–----ი, დაზუსტებული ფართობი 1418.00 კვ.მ. (-----------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე გ--–-----–----ის სახელზე.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა პაპის, გ-----------–----ის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივი ფლობით შეუდგა დანაშთი სამკვიდროს ფლობას, მართვას და ქონებით სარგებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. კანონი არ აწესებს სამკვიდროს მიღების განსხვავებულ წესებს კანონით და ანდერძით მემკვიდრეობის დროს. სამკვიდროს მიღება ცალმხრივი ნების გამოვლენაა და მხოლოდ სამკვიდროს მიმღების სურვილს გამოხატავს. დადგენილი პრაქტიკით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მიზანი. მხოლოდ ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. სარჩელის მიხედვით, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე გ-----------–----ე ფაქტობრივად შეუდგა პაპის დანაშთი ქონების ფლობას, მართვას. საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები, დ-------- მ--–----ე და ა-------------–-----–---–ი , თავიანთ ჩვენებაში ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს რაიონი ს------–-----–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოვლა-პატრონობას ახორციელებდა როგორც თავად ა-–--------------–----ე, ასევე მისი შვილები, გ-----------–----ე და ი---------–----ე. ორივე მოწმე მიუთითებს, რომ პაპის გარდაცვალების შემდგომ, მის საცხოვრებელ სახლში საცხოვრებლად დარჩა ა-–--------------–----ე და მისი მეუღლე, თუმცა მოწმეები ხშირად ხედავდნენ ასევე მის შვილებსაც, გ-----------–----ეს და ი---------–----ესაც. ა-------------–-----–---–ი სასაფლაოზე მამკვიდრებლის საფლავის მოწყობის დროისათვის ხშირად ხედავდა გ-----------–----ეს. მისთვის ცნობილი არ არის ვისი ხარჯებით მოხდა საფლავის მოწყობა. გ-----------–----ის მუდმივ საცხოვრებელს და ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ წარმოადგენდა სადავო ქონება, თუმცა იგი დაინტერესებული იყო ქონების მოვლა-პატრონობით და ხშირად იმყოფებოდა სადავო საცხოვრებელ სახლში, რაც მიუთითებს მის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების სურვილზე.
ამდენად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა (მათ შორის მოწმეთა ჩვენებითაც) სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, ფაქტობრივად დაეუფლა პაპის მიერ მისთვის ანდერძის საფუძველზე გადაცემულ სამკვიდრო ქონებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად წარმოადგენს სადავო ქონებაზე მემკვიდრედ აღიარების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა ანდერძის არსებობის პირობებში, ა-–--------------–----ის სახელზე გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2002 წლის 15 მარტს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ განახორციელა თავისი უფლება და სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული კი წარმოადგენს სადავო სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობდა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად, მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ჩუქება, როგორც ცალმხრივი გარიგება მჩუქებლის სავალდებულო ნების იურიდიული შედეგია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებათა ჩუქებისას, მჩუქებელი ა-–--------------–----ე 2010 წლის 27 აგვისტოს გარიგების დადებისას, ხოლო შემდგომ, 2012 წლის 31 მაისს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს, მჩუქებელი ი---------–----ე, მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგო, არამართლზომიერი განზრახვით, რამაც გამოიწვა მესამე პირის უფლების დარღვევა და სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითებს მჩუქებელთა არაკეთისინდისიერებაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ორივე ჩუქების გარიგებათა ყველა მხარისათვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობისა და ა-–--------------–----ის სახელზე 2002 წლის 15 მარტს კანონის მოთხოვნათა დარღვევით სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, ვერც ერთი ჩუქების ხელშეკრულების მხარე (დასაჩუქრებული) ვერ მიიჩნევა კეთილსინდისიერ შემძენად, რასაც ითავლისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დანაწესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე და მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოშობილი უფლების გათვალისწინებით, მოსარჩელე გ-----------–----ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უფლება უპირატესია ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილ საკუთრების უფლებაზე. სადავო ქონებაზე მოსარჩელეს მემკვიდრეობის წესით უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება სადავო ქონების შესაბამის ნაწილზე (1/2 წილზე), რომელიც ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლება გადაეცა ჯერ მოპასუხე ი---------–----ეს, ხოლო შემდგომ ამ უკანასკნელის შვილს - გ--–-----–----ეს. ამდენად, არსებობს შესაბამის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ-----------–----ე წარმოადგენს პაპის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერ მემკვიდრეს, მას მიღებული აქვს ქონება კანონით დადგენილი წესით, რის გამოც, მისი სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით სადავო უძრავი ქონების შესაბამის წილზე მესაკუთრედ აღიარებისა და შესაბამის ნაწილში, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, დასაბუთებელია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მოპასუხე სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით მიუთითებს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებზე. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია როგორც სამკვიდრო მოწმობის მიღებით, ასევე, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს გარდაცვლილი პაპის, გ-----------–----ის სამკვიდრო ქონების კუთვნილი ნაწილი მიღებული აქვს ფაქტობრივად დაუფლების წესით, ხოლო მისთვის სამკვიდრო მოწმობის არსებობის შესახებ გახდა მოგვიანებით ცნობილი, კერძოდ, 2016 წელს, დედის გარდაცვალების შემდგომ. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ სადავო სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით, კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერი დროს მიმართო სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გ--–-----–----ეს, ა-–--------------–----ესა და ი---------–----ეს მოსარჩელე გ-----------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. ხოლო მოსარჩელე გ-----------–----ეს უნდა დაუბრუნდეს ქ---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50-50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ-----------–----ის განცხადება და გ--–-----–----ეს (პ--------------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში მდებარე უძრავი ქონებისა (----------------------------------- და საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში მდებარე უძრავი ქონების (------------------------------------ 1/2-1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ---------------ის მიერ 2002 წლის 15 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---) 1/2 ნაწილში.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ა-–--------------–----ესა და ი---------–----ეს შორის საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ და N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე 2010 წლის 27 აგვისტოს დაბადებული ჩუქების ხელშეკრულებები 1/2 ნაწილში.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში N------------ და N------------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე ი---------–----ესა და გ--–-----–----ეს შორის 2012 წლის 31 მაისის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები 1/2 ნაწილში.
5. გ-----------–----ე (პ--------------) ცნობილ იქნეს გ--–-----–----ის (პ--------------) საკუთრებაში რიცხული საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში მდებარე უძრავი ქონებისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------) და საგარეჯოს რაიონში, ს------–-----–----ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------) 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
6. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ-----------–----ეს ქ---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივნისს სს „თ----------ში“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50-50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
7. გ--–-----–----ეს, ა-–--------------–----ესა და ი---------–----ეს გ-----------–----ის სასარგებლოდ დაეკისროთ ქ---------------–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა