გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210118002369791
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/9191 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე თ----- მ--------–---, ს--–---- მ--------–---

წარმომადგენელი თ----- კ-----

მოპასუხე ე---------- მ--------–---

წარმომადგენელი ნ-----–-- ბ----–-–---–-

მოპასუხე ლ---- მ--------–---

წარმომადგენელი ნ---- ბ--–----, ნ-----–-- ბ----–-–---–-, თ----------–---

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მ----- რ------

დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის და ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის სახელზე მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის N-----);

ბათილად იქნეს ცნობილი ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს შორის 2015 წლის 0------------–- დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

ცნობილ იქნენ თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მამის, კ------- მ--------–--ის (გარდაცვალების თარიღი 2006 წლის 2-------------) მემკვიდრეებად და აღიარებულ იქნეს თ----- მ--------–--ის და ს--–---- მ--------–--ის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, ფაქტობრივი ფლობით მიღებულად;

ცნობილ იქნენ თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- თანაბარწილად (თითოეული ერთ მეორედ წილზე) ე---------- მ--------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----------–-----, საკადასტრო კოდი 0---------------, მესაკუთრეებად;

 

კ------- მ--------–--- 2006 წლის 2-----------ს გარდაიცვალა. მისი მეუღლე ნ---- ვ------–--- 2006 წლის 2-----------ს გარდაიცვალა. კ------- მ--------–--ის და ნ---- ვ------–--ის შვილები, თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–---, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ მშობლების დანატოვარ სახლში, მისამართზე თბილისი, ქ-----–------------ და დადიოდნენ სახლთან ახლოს მდებარე N--- საჯარო სკოლაში. ხსენებულ მისამართზე კ------- მ--------–--ისა და ნ---- ვ------–--ის გარდაცვალების შემდგომ, თ----- მ--------–---მ და ს--–---- მ--------–---მ ცხოვრება გააგრძელეს მოსარჩელეების ბებიამ ლ---- მ--------–---მ, ბაბუამ ო---- მ--------–---მ და მამიდამ ე--------------------–--ემ თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად. მოსარჩელეებისათვის აწ გარდაცვლილი ბაბუის, ო---- მ--------–--ისაგან დაზუსტებული ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება, რომელშიც მთელი ოჯახი ცხოვრობდა, ეკუთვნოდა ა-–---------- რ------ს (ლ---- მ--------–--ის დედას), რომელმაც ანდერძის საფუძველზე მთელი თავისი ქონება დაუტოვა თ----- და ს--–---- მ--------–---ების მამას, კ------- მ--------–---ს. ანდერძის არსებობის შესახებ თავიდანვე ცნობილი იყო ა-–---------- რ------- შვილებისათვის.

მოსარჩელეებს ბებიასა და მამიდასთან ოჯახური კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, რის გამოც ბებია, აწ გარდაცვლილი ნ---- ვ------–--ის დედა ნ-------–- დ-------, ბავშვების სკოლაში სწავლის პერიოდში, დროის დიდ ნაწილს თბილისში, ბავშვებთან ატარებდა, ხოლო არდადეგების დროს ქ------–---–- მიჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდგ, ოჯახში არსებული მუდმივი კონლიქტის გამო, ს--–---- მ--------–--- იძლებული გახდა საცხოვრებლად ქ------–---–- ბებიასთან გადასულიყო, ხოლო თ----- მ--------–---, ვინაიდან სტუდენტი იყო, სხვა საცხოვრებელი ბინა იქირავა. ო---------------–--ის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა ბავშვებს, ბებიასა და მამიდას შორის. მათ შორის ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტის საფუძველი მაშინ წარმოიშვა, როდესაც მოსარჩელე თ----- მ--------–---მ ოჯახი შექმნა. მოპასუხეები შეეცადნენ ს--–---- მ--------–--ისათვის აეკრძალათ დასთან ურთიერთობა, თუ სურდათ მათი მხრიდან რაიმე სახის მატერიალური დახმარების მიღება. პირადობის მოწმობის გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, საკითხის გასარკვევად, თ----- მ--------–---მ მიმართა იუსტიციის სახლს, საიდანაც შეიტყო, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის, ე---------- მ--------–--ის განცხადებით თ----- მ--------–--ის რეგისტრაციის მისამართი გაუქმდა. ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის არქივში დაცული დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროს არქივის მონაცემებით აწ გარდაცვლილ ა-–---------- რ------ს ეკუთვნოდა. მან 1985 წლის 1------------ ნოტარიუს დ--–--–-------------- დაამოწმა ანდერძი, რომლის საფუძველზეც მთელი თავისი ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქ-----–--------- შვილიშვილს, კ------- მ--------–---ს, დაუტოვა. კ------- მ--------–---მ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სადავო სამკვიდრო.

2008 წლის 2--------- მოპასუხე ლ---- მ--------–---მ მიმართა ნოტარიუსს და, როგორც ა-–---------- რ------- კანონისმიერმა მემკვიდრემ, 1989 წლის 0-----–--ს გარდაცვლილი დედის ა-–---------- რ------- დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღება მოითხოვა. მან ნოტარიუს დაუმალა, რომ ა-–---------- რ------ს ანდერძი ჰქონდა დატოვებული და ანდერძისმიერ მემკვიდრეს აწ გარდაცვლილი შვილი კ------- მ--------–--- წარმოადგენდა. 2008 წლის 2--------- სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლის საფუძველზეც, ა-–---------- რ------- სრული სამკვიდრო ქონება მისმა კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ლ---- მ--------–---მ, მიიღო. მოწმობის საფუძველზე, ლ---- მ--------–--- საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ 2014 წლის 2--------- აღირიცხა, ხოლო 2015 წლის 0------------–- აღნიშნული ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ფიქტიურად საკუთრებაში შვილს, ე---------- მ--------–---ს, გადასცა.

ნოტარიუსის 2015 წლის 1------------ დადგენილებით თ----- მ--------–---სა და ს--–---- მ--------–---ს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი ეთქვათ სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე, მასზედ მითითებით რომ ა-–---------- რ------- სამკვიდრო ქონება მის შვილს, ლ---- მ--------–---ს, ჰქონდა მიღებული. ლ---- მ--------–---მ ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით მიიღო სამკვიდრო მოწმობა და გახდა იმ ქონების მესაკუთრე, რომელშიც მას წილი არ ეკუთვნოდა. ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს შორის 2015 წლის 0------------–- დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია და მოსარჩელეთათვის სამკვიდროს წართმევას ისახავდა მიზნად.

თითოეულ მოსარჩელეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მამის, კ------- მ--------–--ის (გარდაცვალების თარიღი 2006 წლის 2------------) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე თანაბარი წილის უფლება (თითოეულს ერთ მეორედ ნაწილზე) აქვს.

(სარჩელი, 2018 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები მოთხოვნებს არ ეთანხმებიან.

მოპასუხეები ლ---- მ--------–--- და ე---------- მ--------–--- სარჩელს არ ცნობენ. 1989 წლის 0-----–--ს გარდაიცვალა ა-–---------- რ------, რომელმაც 1985 წლის 1------------ დამოწმებული ანდერძის საფუძველზე მთელი თავისი ქონება დაუტოვა შვილიშვილს, კ------- მ--------–---ს. ანდერძისმიერმა მემკვიდრემ უარი თქვმა მოანდერძის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, კერძოდ, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მას არ გამოუხატავს სამკვიდროს მიღების ნება: კ------- მ--------–---ს სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, არც სამკვიდროს მიღების გაგრძელება მოუთხოვია საპატიო მიზეზებზე მითითებით. ანდერძი ცალმხრივი ნების გამოვლენაა და მას აუცილებლად აღსრულება სჭირდება, რასაც ადგილი არ ჰქონია. არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-მუხლების საფუძველზე მიიჩნევა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მამისთვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა ანდერძის არსებობის შესახებ. კანონის არცოდნა ან მისი არსათანადოდ გაგება არ ათავისუფლებს მხარეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, ანდერძისმიერ მემკვიდრეს დაინტერესებისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის, რაც არ გამოიხატა მოქმედებით. სამკვიდრო ქონება კი, როგორც სამართლის ობიექტი არსებობს მისი გახსნის დღიდან. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შემდეგ ქონება უკვე წარმოადგენს მემკვიდრის საკუთრებას ისე, როგორც კანონის დაცვით მოპასუხე ლ---- მ--------–---მ მოახდინა თავის სახელზე დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების რეგისტრაცია. შემდგომ კი, ასევე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე ჩუქებით გადასცა თავის შვილს ე---------- მ--------–---, რომელიც ამჟამად საჯარო რეესტრში აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

სამართლებრივი ბუნებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. მოპასუხე ე---------- მ--------–--- კეთილსინდისიერი დასაჩუქრებულია. ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია, ვინაიდან შემძენის კეთილსინიდისიერება გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემობების მიმართ უდავოა. ჩუქების ხელშეკრულების შემდგომ არსებული ვითარება ასევე შემძენის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

2008 წლის 2--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახადოს ყველა დაინტერესებულმა პირმა ორი თვის განმავლობაში, იმ მომენტიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ არსებობს შედავების საფუძვლები (სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი). მოპასუხე ლ---- მ--------–--ის მიერ მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ მოსარჩელეებმა აღდგენის დღიდანვე იცოდნენ. მემკვიდრეობის შესახებ ყველა ნათესავმა იცოდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კ------- მ--------–---მ ბებიის, 1989 წლის 0-----–--ს გარდაცვლილი ა-–---------- რ-------, დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად დაუფლების წესით მიიღო (რასაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება), აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კ------- მ--------–---ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა ლ---- მ--------–---, მამა ო---- მ--------–--- და შვილები, თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–---. კ------- მ--------–--ის მეუღლე, ნ---- ვ------–--- გარდაიცვალა იმავე დღეს, 2006 წლის 2-----------ს. შესაბამისად, მოსარჩელეთა აღიარებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მათ არ უნდა მიეკუთვნოთ სადავო ქონება მოთხოვნილი წილის ოდენობით, ვინაიდან გასათვალისწინებელია ასევე, მამკვიდრებელ კ------- მ--------–--ის სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა ინტერესები. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ასევე არ დასტურდება უტყუარად ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მშობლების სამკვიდროს (რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან ანდერძისმიერ მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული არ ჰქონდა). თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს .

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი მ----- რ------ ეთანხმება მოპასუხეთა პოზიციას და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოითხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე თ----- მ--------–--- 2012 წლის ივნისის თვიდან, ხოლო ს--–---- მ--------–--- იმავე წლის დაახლოებით ნოემბრის თვიდან სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე, მდებარე თბილისი, ქ-----–------------ აღარ ცხოვრობს.

თ----- მ--------–--- დაქორწინების შემდეგ, 2012 წლის ივნისის თვეში, საცხოვრებლდა სხვა მისამართზე გადავიდა. იგი ამჟამადაც, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მისამართზე თბილისის, ჩ---–----------------.

ს--–---- მ--------–--ის ცხოვრობს ბებიასთან (დედის დედასთან), ნ-------–- დ-------სთან, ერთად მისამართზე, ქ------–----, შ-----------------–----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.2. მოპასუხეები, ლ---- მ--------–--- და ე---------- მ--------–---, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ, და ამჟამადაც ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ქ-----–------------. ეს მისამართი 1996 წლის 26 მარტიდან დღემდე ე---------- მ--------–--ის რეგისტრაციის მისამართად არის მითითებული.

მოსარჩელეები მშობელთა (კ------- მ--------–--ის და ნ---- ვ------–--ის) გარდაცვალებამდე და მათი გარდაცვალების დროისათვის, მოპასუხეებთან ერთად, სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 14);

_მოწმეების მ-----–----------ის ჩვენება (2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.3. კ------- მ--------–---ს მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე თავის სიცოცხლეში რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. კ------- მ--------–---ს არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის ბებიის დანაშთ სამკვირო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.4. თ----- მ--------–--- სრულწლოვანი 2012 წლის 1-------------ს გახდა, ხოლო ს--–---- მ--------–--- - 2014 წლის 1-----------ს. მოსარჩელეებმა კ------- მ--------–--ის დანაშთი სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოს 2015 წლის 1------------ მიმართეს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ა-–---------- რ------მ 1985 წლის 1------------ შედგენილი ანდერძით მთელი თავის ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის მის კუთვნილებაში აღმოჩნდებოდა, რა სახითაც არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იგი და სადაც არ უნდა ყოფილიყო განთავსებული, მათ შორის სახლთმფლობელობა, მდებარე თბილისი, ქ-----–---------, უანდერძა შვილიშვილს კ------- მ--------–---ს, მცხოვრებს თბილისი, ქ-----–-------------ში.

1985 წლის 1------------ ანდერძი ნოტარიუსის თანდასწრებით ა-–-------------------------–----------- მიერ ხელმოწერილია. იგი ორ ეგზემპლიარად შედგა, აქედან ერთი თბილისის მ--- სახელმწიფო სანოტარო კანტორის/ბიუროს საქმეში ინახებოდა, მეორე კი მოანდერძეს, ა-–---------- რ------ს, გადაეცა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_1985 წლის 1------------ შედგენილი ანდერძი, რეესტრით - 1------- (ტომი 1, 44, ს.ფ. 207-219);

_ამონაწერი სანოტარო მოქმედებათა რეესტრიდან (ტომი 1. ს.ფ. 45-47).

3.2.2. ა-–---------- რ------ და ბ------- რ------ 1946 წლის 2--------------- ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ლ---- მ--------–--- და მ----- რ------ ა-–---------- რ-------ა და ბ------- რ------- შვილებს წარმოადგენენ.

ა-–---------- რ------ 1989 წლის 0-----–--ს გარდაიცვალა. იგი გარდაცვალების დროისათვის მისამართზე თბილისი, ქ-----–------------ ცხოვრობდა.

ბ------- რ------ 1994 წლის 0--------ს გარდაიცვალა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 232, ტომი 2, ს.ფ. 68);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 234);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 266);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 51, 231, 236-237);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს ფ. 233, 238-239, ტომი 2, ს.ფ. 67).

3.2.3. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2008 წლის 22 თებერვლის მდომარეობით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ-----–------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ-----–----------ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილზე რ----- და ი---–----------ეების საკუთრების უფლებაა (ს-------------------–---------------------------) აღრიცხული, ½ ნაწილზე - ა-–---------- რ------- საკუთრების უფლება (საფ: ნ-------------–--------------------------------). აღნიშნულ მისამართზე აღნიშნულია ასევე ორჯონიკიძის რ-ნის საბინაო მეურნეობის სამმართველო (საფ: 2---------–------ გადაწყვეტილება, რომელიც სააღრიცხვო ბარათში არ ინახება). უფლების დამადასტურებელი საბუთით არსებული ფართი: ს--------------------------------------–------------------------------------------------–----------–------------------------------–-------------------------------------------------–------------------------–-----------------–-----------–------------------------------------------------–---------------------------------------------------–------------------------------------------.).

საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით, თბილისში, ქ-----–-------------ში მდებარე ერთი ერთსართულიანი სახლი სარდაფით შემდგარი ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან, ფ---------------------------–----------------–----------–-------------------------------- საბურთალოს რაიონის საბინაო სამმართველოს სახელზე ირიცხება. მხოლოდ სამი საცხოვრებელი ოთახი, ფ-------------------- ირიცხება ½ ნაწილი თ-----–-----------–------------ და ½ ნაწილი - ა-–-------------------------–----------- სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2002 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობა N0----------- (ტომი 1, ს.ფ. 228-229);

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, მომზადების თარიღი 07.08.2012 წელი (ტომი 1, ს.ფ. 31-32);

_1951 წლის 03 დეკემბრის ნასყიდობის გარიგება, დამოწმებული ნოტარიუს გ----------- მიერ (ტომი 2, ს.ფ. 66);

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ. ბიუროს 11.08.1987 წელს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 65, 69).

3.2.4. ლ---- მ--------–--- და ო---- მ--------–--- 1971 წლის 2---------ს დაქორწინდნენ. მათ თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინათ: კ------- მ--------–--- (დაბადებული 1972 წლის 1-----------ს) და ე---------- მ--------–--- (დაბადებული 1979 წლის 0--------ს);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N- (ტომი 1, ს.ფ. 235);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 55).

3.2.5. კ------- მ--------–--- და ნ---- ვ------–--- 1995 წლის 1--------ს დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინათ: 1994 წლის 1-------------ს თ----- მ--------–--- და 1996 წლის 1-----------ს ს--–---- მ--------–---;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 54);

_თ----- მ--------–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 57);

_ს--–---- მ--------–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 56).

3.2.6. კ------- მ--------–--- 2006 წლის 2-----------ს (თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2-------------- გაცემული გარდაცვალების მოწმობით, გარდაცვალების თარიღად მითითებული იყო 2006 წლის 2-----------ი) გარდაიცვალა.

ნ---- ვ------–--- 2006 წლის 2-----------ს გარდაიცვალა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2-------------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ტომი 1, ს.ფ. 52);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ტომი 1, ს.ფ. 53);

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 28 იანვარს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ტომი 2, ს.ფ. 108).

3.2.7. კ------- მ--------–--- (პირადი N-----------) 1995 წლის 22 მარტიდან 1999 წლის 23 მარტამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ------–----ს მუნიციპალიტეტი, ქალაქი ქ------–----, შ-----------------–-------------. კ------- მ--------–---მ ქ------–---–- რეგისტრაციის პერიოდში სამხედრო ბილეთი მიიღო. 1999 წლის 07 მაისიდან 2006 წლის 30 ნოემბრამდე კ------- მ--------–--ის რეგისტრაციის მისამართს თბილისი ქ-----–------------ წარმოადგენდა. მისი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაცია გარდაცვალებით გაუქმდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 61-63);

_საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სამხედრო ბილეთი (ტომი 2, ს.ფ. 32-33).

3.2.8. მოსარჩელე თ----- მ--------–--ის, როგორც არასრულწლოვანის რეგისტრაციას 2012 წლის 10 თებერვალს ჰქონდა ადგილი მისამართზე თბილისი, ქ-----–---------. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2015 წლის 0--------ი. თ----- მ--------–--ის აქტიურ რეგისტრაციის მისამართს ქ------–----, შ-----------------–------------- წარმოადგენს.

ს--–---- მ--------–--ის, როგორც არასრულწლოვანი, მისამართზე ქ------–----, შ-----------------–-------------, 2008 წლის 29 აგვისტოს არის რეგისტრირებული. მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2013 წლის 15 იანვარი. მოსარჩელე ს--–---- მ--------–--ის აქტიურ რეგისტრაციის მისამართს 2013 წლის 15 იანვრიდან ქალაქი ქ------–----, შ-----------------–-------------, წარმოადგენს.

ნ---- ვ------–--ის რეგისტრაციის მისამართს 1990 წლის 16 ივნისიდან მის გარდაცვალებამდე, 2006 წლის 2---------------, ქალაქი ქ------–----, შ-----------------–-------------, წარმოადგენდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 01 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 64-66);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 01 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N------------- (ტომი 1, ს.ფ. 67-68);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 69-70).

3.2.9. თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლაში საწვლობდნენ.

თ----- მ--------–--- ქ. თბილისის 6--- საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლა) I კლასში სკოლის დირექტორის 2002 წლის 18 სექტემბრის N-- ბრძანებით ჩაირიცხა. სსიპ ქ. თბილისის N---- სკოლის IX კლასიდან ამოირიცხა სკოლის დირექტორის 2009 წლის 18 მარტის N-- ბრძანებით სსიპ ქ. თბილისის N--- სკოლის მოთხოვნის საფუძველზე. სსიპ ქ. თბილისის 6--- საჯარო სკოლის XII კლასში ჩაირიცხა სკოლის დირექტორის 2011 წლის 29 ივნისის N-- ბრძანებით.

ს--–---- მ--------–--- ქ. თბილისის 6--- საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლა) I კლასში სკოლის დირექტორის 2002 წლის 02 სექტემბრის N-- ბრძანებით ჩაირიცხა. სსიპ ქ. თბილისის N---- სკოლის V კლასიდან ამოირიცხა სკოლის დირექტორის 2007 წლის 15 იანვრის N-- ბრძანებით, თბილისის მ------–---------–----------–---–-–----ის მოთხოვნის საფუძველზე. თბილისის N---- სკოლის VI კლაში ჩაირიცხა სკოლის დირექტორის 2007 წლის 27 სექტემბრის N-- ბრძანებით. სსიპ ქ. თბილისის N---- სკოლის VII კლასიდან ამოირიცხა სკოლის დირექტორის 2009 წლის 18 მარტის N-- ბრძანებით, სსიპ ქ. თბილისის N----ე სკოლის მოთხოვნის საფუძველზე. N---- საჯარო სკოლის XI კლასში ჩაირიცხა სკოლის დირექტორის 2012 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით. ამავე სკოლის დირექტორის 2014 წლის 20 მაისის N----- ბრძანების მიხედვით დაძლია საშუალო საფეხური;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლის მიერ 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული N1------ ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 59);

_სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლის მიერ 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული N1------ ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 60);

_სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში დაცული მოსწავლის, თ----- მ--------–--ის პირადი საქმე N----- (ტომი 1, ს.ფ. 171-185);

_სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში დაცული მოსწავლის, თ----- მ--------–--ის პირადი საქმე N----- (ტომი 1, ს.ფ. 186-205);

_მოწმე მ-----–----------ის ჩვენება (2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.2.10. 2009 წლის 15 ივნისის, რეგიონალური საბჭოს N0------- გადაწყვეტილების საფუძველზე თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- ჩაერთვნენ საქართველოში ,,დ-----------–------–----–------------–------------------------–იის“ შვილობილობის კომპონენტში ბებიასთან ლ---- მ--------–---სთან. ამავე ოჯახში ე---------- მ--------–--- ცხოვრობს , რომელსაც ჩაუტარდა ქ-----------------------–----------–--, მასვე აღენიშნებოდა ფსიქო-მოტორული მდგომარეობის არასტაბილურობა, რის გამოც მას დედა ლ---- მ--------–--- 2009 წლის 19 ივნისის N0----- გადაწყვეტილების საფუძველზე მზრუნველად დაენიშნა.

ლ---- მ--------–--ის განმარტებით, მან სოციალურ სამსახურთან შეთანხმების გარეშე დატოვა ობლები, თ----- და ს--–---- მ--------–---ები, და სამუშაოდ წავიდა ი----–--–-, რომ თავისი შვილისთვის (ე---------- მ--------–--ისათვის) ფეხის პროტეზი შეეძინა . არასრულწლოვნების მოვლა და ზედამხედველობა თავის თავზე ბებიამ ნ-------–- დ-------მ აიღო. 2010 წლის 01 მარტიდან (საბჭ. ოქმი N-------, 1---------–-) შვილობილობის ხელშეკრულება გაფორმდა ნ-------–- დ-------სთან, რომელიც ჩამოდიოდა ქ------–----დან, გარკვეული პერიოდით ცხოვრობდა საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ და მათ კეთილსინდისიერად უვლიდა. ამ პერიოდში თ----- და ს--–---- მ--------–---ები თბილისის N-- საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. თ----- მ--------–---სთან ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო ს--–---- მ--------–---სთან ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა N---------- (ტომი 1, ს.ფ. 58).

3.2.11. 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა-–---------- რ------- (გარდაცვალების თარიღი 2008 წლის 2---------) დანაშთი სამკვიდრო ქონება (რომელიც არის ქონება უფლების დამადასტურებელი საბუთით არსებული ფართი: ს-----------------------------------–---------------------------------------------–----------–------------------------------–------------------------------------------------–------------------------–-----------------–-----------–----------------------------------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------.; აქედან ½ ნაწილი, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----–-------------) საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ლ---- მ--------–---მ.

სამკვიდრო ქონება არის აგრეთვე სამკვიდრო ქონების საერთო ფართის (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის) შესაბამისი (პროპორციული) იდეალური წილი მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი.

ლ---- მ--------–---მ უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ქ-----–------------, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 2--------- მიმართა.

2008 წლის 2---------- სამკვიდრო მოწმობის N----- საფუძველზე (ნოტარიუს თ----------–---–-) ლ---- მ--------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, დარეგისტრირდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2002 წლის 2--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2---- (ტომი 1, ს.ფ. 24-25, 226-227);

_ნოტარიუს თ----–----------–---–ის 07.04.2014 წლის მიმართვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას (ტომი 1, ს.ფ. 28);

_ლ---- მ--------–--ის 28.03.2014 წლის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტომი 1, ს.ფ. 22-23);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 10.09.2012 წელი (ტომი 1, ს.ფ. 26-27);

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 08.04.2014 წლის მიმართვა N1------, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმა, მომზადების თარიღი 27.07.2010 (ტომი 1, ს.ფ. 29-30).

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 29.04.2014 წელი (ტომი 1, ს.ფ. 33-34);

_თ----- მ--------–--ის და ს--–---- მ--------–--ის წარმომადგენლის 13.11.2015 წლის განცხადება ნოტარიუსს თ----–----------–---–ს, ნოტარიუსის 14.11.2015 წლის წერილობითი პასუხი N-- (ტომი 1, ს.ფ. 49-50);

_ლ---- მ--------–--ის 2008 წლის 01 მარტის განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის N---- (ტომი 1, ს.ფ. 230);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2008 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 241).

3.2.12. სსიპ ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 1989 წლის 7----–--- გარდაცვლილი ა-–---------- რ------- სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში შემდეგი სახის ჩანაწერია რეგისტრირებული: 1985 წლის 1------------ ნოტარიუს დ------------ მიერ დამოწმებული ანდერძი ა-–-------------------ს ასული რ------- სახელით (რეესტრის N-------), ანდერძისმიერი მემკვიდრე კ------- მ--------–---.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ადასტურებს ნოტარიუს დ------------ მიერ 1985 წლის 1------------ ა-–---------- რ------- სახელით დამოწმებული ანდერძის (რეესტრი N1-------) ასლის სისწორეს დედანთან. დედანი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში ინახება. ნოტარიუს დ------------ სანოტარო არქივში ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე არ მოიპოვება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. N------- (ტომი 1, ს.ფ. 41);

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს გაცემული დამოწმების ფურცელი, N------- (ტომი 1, ს.ფ. 43, 206-211).

3.2.13. 2015 წლის 0-----------–-- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- მ--------–---მ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრებაში გადასცა ე---------- მ--------–---ს.

აღნიშნული უძრავი ქონება, 2015 წლის 0-----------–-- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ე---------- მ--------–--ის სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2015 წლის 0-----------–-- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 37-38);

_ე---------- მ--------–--ის 2015 წლის 0-----------–-- განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტომი 1, ს.ფ. 35-36);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 11.02.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 39-40, 73-74).

3.2.14. უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ქ-----–------------, დაზუსტებული ფართობი 9--------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N--------------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------), მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: გ-----------–-–---–ი, ე---------- მ--------–---, სახელმწიფო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 11.02.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 39-40, 73-74).

3.2.15. თ----- მ--------–--ის და ს--–---- მ--------–--ის წარმომადგენელმა 2015 წლის 1------------ მიმართა ნოტარიუსს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიღების მოთხოვნით. განმცხადებლებმა მოითხოვეს 2006 წლის 2-----------ს გარდაცვლილი მამის, კ------- მ--------–--ის (გარდაცვალების მოწმობა N0----------) სამკვიდრო მოწმობა იმ ქონებაზე, რომელიც მან მიიღო, მაგრამ ვერ გაიფორმა სიცოცხლეში 1989 წლის 7----–--- გარდაცვლილი ბებიის, ა-–---------- რ------- (გარდაცვალების მოწმობა N0----------) ქონება ანდერძის საფუძველზე. ქონება მდებარეობს თბილისში, ქ-----–-------------ში. ა-–----------------ის დანაშთ მთლიან ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ლ---- მ--------–--ის სახელზე გაიცა, რომელსაც არ ანდერძისა და ანდერძისემიერი მემკვიდრის არსებობის შესახებ არ მიუთითებია. თავად თ----- მ--------–---მ და ს--–---- მ--------–---მ სანოტარო ბიუროს მამის დანაშთი ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად 2015 წლის 1------------ მიმართეს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2015 წლის 1------------ დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რეესტრში რეგისტრაციის N1-------- (ტომი 1, ს.ფ. 48).

3.2.16. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ლ---- მ--------–---ს 1997 წლიდან 2018 წლის 03 ოქტომბრამდე გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი ს.კ.გ ,,სარფი“-ს, ს.ს.კ.გ ,,ყაზბეგის“ და ს.ს.კ.გ ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით: 0----------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–-----------------------–---------------–--–------------------–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–---------------–--–---–-------–---------------–--–--------–------------------–--–---–-------–---

ინფორმაცია სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ 1997 წლამდე არ ფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 10.10.2018 წელს გაცემული ცნობა N4------------------, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 10-13).

3.2.17. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე გასაწევი სამედიცინო მომსახურების საკითხის განმხილველი კომისიის N-- სხდომაზე 2009 წლის 29 სექტემბრის განხილვის შემდეგ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ 5000 ევროს ღირებულებით დაფინასების თაობაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 06 ოქტომბერ გაცემული ცნობა N0-------------, ინვოისი N------, მკურნალობის კალკულაცია, შპს ,,მ------------–-------------–--ს“ 17.02.2014 წლის ა------- (ტომი 1, ს.ფ. 259-263).

3.2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების ლ---- მ--------–--ისა და ე---------- მ--------–--ის მიმართ თ----- მ--------–--ის და ს--–---- მ--------–--ის სარჩელი და მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადება განსახილველად მიღებული არ იქნა (სარჩელის აღძვრის თარიღი 0--------- წელი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 სექტემბრის განჩინება, საქმე N---------).

3.2.19. საცხოვრებელი სახლის, მდებარე მისამართზე ქ-----–------------, სს ,,თ--–---ს“ აბონენტად 01.01.1980 წლიდან ლ---- მ--------–---ა მითითებული;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ--–---ს“ N------- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ტომი 2, ს.ფ. 16-31).

3.2.20. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, კ------- მ--------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემული ცნობა N4----- (ტომი 2, ს.ფ. 15).

3.2.21. ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, მისმა მეუღლემ ბ------- რ------მ (ლ---- მ--------–---ს მამა) განაგრძო ცხოვრება. ბ------- რ------ს თავის სიცოცხლეში ა-–---------- რ------- სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებასთან მიმართებით (როგორც მეუღლეატ თანასაკუთრებაზე ან სხვა საფუძვლით) რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია არ განუცხადებია;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას ა-–---------- რ------- გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე არსებული უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის თაობაზე. ბ------- რ------ს (ა-–---------- რ------- მეუღლეს) გარდაცვალებამდე (1994 წლის 0--------ი) საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით არ განუცხადებია რაიმე პრეტენზია სადავო ქონებასთან მიმართებით და ამავდროულად, განსახილველი დავის ფარგლებში, საკითხი არ დგას ბ------- რ------- დანაშთ სამკვიდრო ქონების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

3.2.22. კ------- მ--------–---, როგორც არასრულწლოვანი, მამკვიდრებლის ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდგომ, კანონიერი წარმომადგენლის ლ---- მ--------–--ის მიერ სამკვიდროს მართვის შედეგად სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა ბებიის, ა-–---------- რ------- დანაშთ სამკვიდროს.

კ------- მ--------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–--------- . მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, მის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით თანაბარი წილის უფლება ჰქონდათ მის პირველი რიგის მემკვიდრეებს: დედას ლ---- მ--------–---ს, მამას ო---- მ--------–---ს და შვილებს, თ----- მ--------–---ს და ს--–---- მ--------–---ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მოწმე დ-----------------–---–ის ჩვენება (2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

ა-–---------- რ------- გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი.

მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- გარდაცვალების დროისათვის, ანდერძისმიერი მემკვიდრე კ------- მ--------–--- იყო არასრულწლოვანი (დაახლოებით 17 წლის). მისი კანონიერი წარმომადგენელი ლ---- მ--------–--- დედის გარდაცვალების პერიოდისათვის და მას შემდეგ, 1991 წლამდე დასაქმებული იყო ზ-----------ს რაიონში, ს--–--------------––-. მოწმე დ-----------------–---–ის ჩვენების მიხედვით, იმ დროისათვის, ლ---- მ--------–--- ოჯახთან, მეუღლესთან ო---- მ--------–---სთან და შვილებთან, კ------- მ--------–---სთან და ე---------- მ--------–---სთან ერთად იმყოფებოდა ზ-----------ს რაიონში, სოფელ კ---–---–-. ამავე რაიონში დადიოდნენ ლ---- მ--------–--ის შვილები სკოლაში. დ-----------------–---–ი ხშირად სტუმრობდა ლ---- მ--------–--ის ოჯახს სოფელ კ---–---–-. იმავე მოწმის განმარტებით, ლ---- მ--------–--- დედის გარდაცვალების შემდგომ, გარკვეული დროით ჩამოდიოდა თბილისშიც, საცხოვრებელ მისამართზე ქ-----–------------. აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს თავად მხარეც, ლ---- მ--------–---. ეს უკანასკნელი თავის ოჯახთან ერთად პერიოდულად ჩამოდიოდა დედის დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, უვლიდა, პატრონობდა და ყურადღებას აქცევდა ამ ქონებას, ხოლო 1991 წელს იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამავე სახლში. ლ---- მ--------–--ის (როგორც კ------- მ--------–--ის კანონიერი წარმომადგენლის) მიერ განხორცილებული მოქმედებები სამკვიდრო ქონების მიმართ მიუთითებს ლ---- მ--------–--ის მიერ ფაქტობრივად დედის დანაშთი სამკვიდროს დაუფლების ფაქტზე. აღნიშნული კი თავის მხრივ გულისხმობს, რომ კ------- მ--------–---მ, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, განახორციელა სამოქალაქო უფლებები, რაც მიმართული იყო ბებიის, დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად.

3.2.23. მოსარჩელეები თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მამკვიდრებლის კ------- მ--------–--ის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას, მათ შორის უძრავ ნივთს, მდებარე თბილისი, ქ-----–--------- (საკადასტრო კოდი 0---------------);

სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. მემკვიდრეობით-სამართლებრივი ნორმა (1424-ე მუხლი) იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. მოსარჩელეები თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მამკვიდრებლის, კ------- მ--------–--ის გარდაცვალების დროისათვის იყვნენ არასრულწლოვნები, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა განეხორციელებინათ სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი მოქმედებანი. საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები (ტომი 1, ს.ფ. 254-258), რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით წარმოადგენდა მამკვიდრებელ კ------- მ--------–--ის საკუთრებას, თუმცა აღნიშნული გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მათ კანონიერ წარმომადგენელთან, ბებიასთან ლ---- მ--------–---სთან ერთად მამის კ------- მ--------–--ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. ისინი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით ფაქტობრივად ფლობდნენ, მართავდნენ და სარგებლობდნენ სამკვიდრო ქონებით.

3.2.24. ე---------- მ--------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობება, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, არსებული ანალოგიური უძრავი ქონების საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეფასებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ინდივიდუალური აუდიტორის თ-------------ის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს შედგენილი შეფასების ანგარიში (ტომი 1, ს.ფ. 71-72).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- გარდაცვლილი კ------- მ--------–--ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ. თ----- მ--------–---მ და ს--–---- მ--------–---მ მამის, კ------- მ--------–--ის, სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. შესაბამისად, მოსარჩელეებს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით სადავო უძრავ ნივთზე (თითოეულს ერთ მეოთხედ ნაწილზე) მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება აქვთ. ეს უკანასკნელი კი 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს შორის 2015 წლის 0------------–- უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, დადებული ჩუქების ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამჟამად მოქმედი, 1997 წლის 26 ივნისის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე.

 

დავის საგანს წარმოადგენს 1989 წლის 0-----–--ს გარდაცვლილი ა-–---------- რ------- სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე თბილისი, ქ-----–------------) 2002 წლის 2--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელეების თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის მესაკუთრედ აღიარება მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით. სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი.

 

1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე, 551-ე, 553-ე, 554-ე, 556-ე, 547-ე მუხლი.

გადასაწყვეტი საკითხის ანალოგიური მოწესრიგება გათვალისწინებულია 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსით: 1306-1307-ე , 1336-ე, 1319-1320-ე, მე-20, 1198-ე, 1499-ე, 1500-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, მე-14, მე-15, 524-525-ე, 56-ე, 115-ე, 170-ე, 129-ე, 1433-ე, 1450-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელეებმა ლ---- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის მიმართ აღძრული სარჩელით მოითხოვეს: 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის სახელზე მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის N-----) და ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს შორის 2015 წლის 0------------–- დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მამის, კ------- მ--------–--ის (გარდაცვალების თარიღი 2006 წლის 2-------------) მემკვიდრეებად ცნობა და მოსარჩელეთა მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარება და მოპასუხე ე---------- მ--------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----------–-----, საკადასტრო კოდი 0---------------, მესაკუთრეებად თანაბარ წილის (ერთი მეორედი-ერთი მეორედი ნაწილის) უფლებით თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის ცნობა.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- რ------მ, 1985 წლის 1------------ შედგენილი ანდერძით, მთელი თავის ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდებოდა მის კუთვნილებაში, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს, მათ შორის სახლთმფლობელობა, მდებარე თბილისი, ქ-----–---------, უანდერძებს შვილიშვილს კ------- მ--------–---ს, მცხოვრებს თბილისი, ქ-----–-------------ში. წინამდებარე ანდერძი შედგა ორ ეგზემპლიარად, აქედან ერთი ინახებოდა თბილისის მ--- სახელმწიფო სანოტარო კანტორის/ბიუროს საქმეში, მეორე კი მოანდერძეს, ა-–---------- რ------ს გადაეცა (3.2.1).

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც, აგრეთვე სახელმწიფოს ან ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციულ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ამავე კოდექსის 551-ე მუხლით, ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 553-ე მუხლი ადგენს ანდერძის მოშლის და შეცვლის წესს. მოანდერძეს უფლება აქვს ყოველთვის შეცვალოს ან მოშალოს თავისი ანდერძი და შეადგინოს სხვა ანდერძი. შემდგომი ანდერძი აუქმებს ადრინდელს მთლიანად ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება. ანდერძის აღსრულება ევალებათ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეებს (554-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, კ------- მ--------–---ს, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრეს მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე თავის სიცოცხლეში რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, მას კ------- არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის ბებიის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 1989 წლის 7----–--- გარდაცვლილი ა-–---------- რ------- სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი შემდეგი სახით: 1985 წლის 1------------ ნოტარიუს დ------------ მიერ დამოწმებული ანდერძი ა-–-------------------ს ასული რ------- სახელით (რეესტრის N-------), ანდერძისმიერი მემკვიდრე კ------- მ--------–---. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ადასტურებს ნოტარიუს დ------------ მიერ 1985 წლის 1------------ ა-–---------- რ------- სახელით დამოწმებული ანდერძის (რეესტრი N1-------) ასლის სისწორეს დედანთან. დედანი ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში. ნოტარიუს დ------------ სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე (3.2.12). ამდენად, უდავოა, რომ 1985 წლის 1------------ მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- მიერ შედგენილი ანდერძი არ გაუქმებულა, არ შეცვლილა და არ მოუშლია ა-–---------- რ------ს თავის სიცოცხლეში იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- რ------ და ბ------- რ------ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1946 წლის 2---------------. ლ---- მ--------–--- და მ----- რ------ წარმოადგენენ ა-–---------- რ-------ა და ბ------- რ------- შვილებს. ა-–---------- რ------ გარდაიცვალა 1989 წლის 0-----–--ს. იგი გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა მისამართზე თბილისი, ქ-----–------------. ბ------- რ------ გარდაიცვალა 1994 წლის 0--------ს.

 

ა-–---------- რ------- და ბ------- რ------- დაქორწინების პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობით, საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის (ამოქმედდა 1930 წლის 01 მაისიდან) 1-ლი მუხლის მიხედვით, ქორწინება უნდა მოხდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში რეგისტრაციით. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, ქონება, რაც მეუღლეებს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა რჩება მათ განკერძოებულ ქონებას. ხოლო ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა მიერ საერთო შრომით ქორწინების განმავლობაში, ეკუთვნის ორივეს თანასწორ წილად. მოცემულ საქმეზე, მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით რეგისტრირებული იყო ა-–---------- რ------- სახეზე (3.2.3) წარმოადგენდა მეუღლეების, ა-–---------- რ-------ა და ბ------- რ------- საერთო საკუთრებას. მართალია, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უძრავი ქონების შეძენა მოხდა მათი (ა-–---------- რ-------ა და ბ------- რ-------) ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა, თავად მეუღლეებს ქორწინების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ პრეტენზია საოჯახო-სამართლებრივი კუთხით არ დაუყენებიათ და ამავდროულად, ბ------- რ------ს, რომელიც მეუღლის, ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდგომ აგრძელებდა ცხოვრებას იმავე საცხოვრებელ მისამართზე (3.2.21), თავის სიცოცხლეში, როგორც მეუღლეს არ მოუთხოვია წილი ქონებიდან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მეუღლე ცოცხალი არ არის, რთულია უტყუარად დადასტურდეს საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით სადავო ქონებაზე მეუღლეთა სამართლებრივი პრეტენზიის მართებულობა, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ პოზიციას ა-–---------- რ------- სახელზე მისი გარდაცვალების პერიოდისათვის არსებული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის შესახებ. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ა-–---------- რ------- მემკვიდრეს (იქნება ეს კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი) სრულად უნდა გადაეცეს მამკვიდრებლის, ა-–---------- რ------- სიკვდილის მომენტისათვის მის სახელზე აღრიცხული ქონება.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 553-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს (მათ შორის შვილობილებს), აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს (მშვილებლებს) და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორ მესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ (სავალდებულო წილი). მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- გარდაცავლების დროისათვის მოქმედი ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, საფუძველზე, მისი პირველი, რიგის მემკვიდრე, ლ---- მ--------–--- არ სარგებლობდა სამკვიდრო ქონებაში სავალდებულო წილზე უფლებით.

 

დადგენილია, რომ ლ---- მ--------–--- და ო---- მ--------–--- დაქორწინდნენ 1971 წლის 2---------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: კ------- მ--------–--- და ე---------- მ--------–---. კ------- მ--------–--ისა და ნ---- ვ------–--ის შვილებს წარმოადგენენ მოსარჩელეები თ----- მ--------–--- (დაბადებული 1994 წლის 1-------------ს) და ს--–---- მ--------–--- (დაბადებული 1996 წლის 1-----------ს). (3.2.4., 3.2.5). როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, კ------- მ--------–--- ოჯახთან (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ერთად, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე, თბილისი, ქ-----–------------ (3.1.2). საქმის მასალებით, კ------- მ--------–--- (პირადი N-----------) 1995 წლის 22 მარტიდან 1999 წლის 23 მარტამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ------–----ს მუნიციპალიტეტი, ქალაქი ქ------–----, შ-----------------–-------------. 1999 წლის 07 მაისიდან 2006 წლის 30 ნოემბრამდე კ------- მ--------–--ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა თბილისი ქ-----–------------. მისი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაცია გაუქმდა გარდაცვალებით. (3.2.7). ამდენად, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, კ------- მ--------–--- ბებიის, ა-–---------- რ------- გარდაცვალების მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული დანაშთი სამკვიდრო ქონების მისამართზე. კ------- მ--------–--- იმ პერიოდისათვის იყო არასრულწლოვანი.

 

კ------- მ--------–--- გარდაიცვალა 2006 წლის 2-----------ს. მისი მეუღლე ნ---- ვ------–--- გარდაიცვალა იმავე დღეს 2006 წლის 2-----------ს (3.2.6). სამოქალაქო კოდექსის 1321-ე მუხლი ადგენს, რომ ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად. კ------- მ--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: დედა ლ---- მ--------–---, მამა ო---- მ--------–--- და შვილები, თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–---. მამკვიდრებლის შვილები მამის გარდაცვალების დროისათვის იყვნენ არასრულწლოვნები. როგორც მხარეთა განმარტებით დადგინდა, თ----- მ--------–--- სრულწლოვანი გახდა 2012 წლის 1-------------ს, ხოლო ს--–---- მ--------–---მ სრულწლოვნების ასაკი შეუსრულდა 2014 წლის 1-----------ს. მოსარჩელეებს კ------- მ--------–--ის დანაშთ სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოს მიმართეს 2015 წლის 1------------. მითითებულ დრომდე მათ რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია კ------- მ--------–--ის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით არ განუცხადებიათ (3.1.4). მოსარჩელეებს 2015 წლის 1------------ დადგენილებით უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (3.2.15).

 

სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

მოსარჩელე მხარე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნას აყენებს მამის, კ------- მ--------–--ის დანაშთ ქონებაზე, რომელიც მოსარჩელე მხარის განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს კ------- მ--------–--ის დანაში ქონება (სამკვიდრო მასა). მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომმ ვინაიდან კ------- მ--------–---ს თავად არ მიუღია ბებიის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მოსარჩელეებს, როგორც მამის, კ------- მ--------–--ის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება იმ ქონებაზე, რაც მათ მამას თავის სიცოცხლეში არ მიუღია. საქმის მასალებიდან დგინდება ისიც, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, კ------- მ--------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (3.2.20). როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეების თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა შეეხება 2006 წლის 2---------- გარდაცვლილი კ------- მ--------–--ის დანაშთ ქონებას და მოსარჩელეთა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეთა მემკვიდრეობით-სამართლებრივი უფლების რეალიზებას. თუმცა, სასამართლო მიუთითებს, რომ კვლევის პროცესში, უპირველესად უნდა დადგინდეს, კ------- მ--------–--ის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების მიღება კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს მოსარჩელეების მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობაზე.

 

დადგენილია, რომ კ------- მ--------–---ს ბებიამ, ა-–---------- რ------მ 1985 წლის 1------------ შედგენილი ანდერძის საფუძველზე უანდერძა თავის საკუთრებაში (რაც მისი გარდაცვალების დროისათვის აღმოჩნდებოდა) მთლიანი ქონება. ასევე, დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული ანდერძი არ არის გაუქმებული და მხარეები არც ანდერძის ნამდვილობას ხდიან სადავოდ. როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ისე დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვრამეტი წლის ასაკამდე პირი არასრულწლოვანია და მისი სახელით სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილეობას იღებს მისი კანონიერი წარმომადგენელი. განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ კ------- მ--------–---, რომელიც ბებიის, ა-–---------- რ------- გარდაცვალების დროისათვის იყო არასრულწლოვანი (17 წლამდე ასაკის). როგორც მოწმე დ-----------------–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, კ------- მ--------–---ს მშობლები (კანონიერი წაერმომადგენლები) ლ---- მ--------–--- და ო---- მ--------–--- ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდეგ მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ ზ-----------ს რაიონში. ლ---- მ--------–--- 1982 წლიდან 1991 წლამდე პერიოდში მუშაობდა ზ----------ში, ს--–--------------––-. მოწმე მიუთითებს იმასაც, რომ ლ---- მ--------–--ის შვილები იმ პერიოდისათვის ცხოვრობდნენ მშობლებთან და სწავლობდნენ იმავე რაიონის სკოლაში. თავად ლ---- მ--------–---ც აცხადებს და მოწმე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ---- მ--------–--- გარკვეული პერიოდულობით დედის, ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდეგ ჩამოდიოდა თბილისში, მისამარათზე თბილსიის, ქ-----–------------, სადაც ცხოვრებას აგრძელებდა ლ---- მ--------–--ის მამა ბ------- რ------, ხოლო 1991 წლიდან კი ლ---- მ--------–--ის ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, ზემოაღნიშნულ მისამართზე. ლ---- მ--------–---ს არ შეუწყვეტია დედის სამკვიდრო ქონებაზე ზრუნვა. იგი ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღებას აქცევდა საცხოვრებელ სახლს, სარგებლობდა მისით და პერიოდულად რჩებოდა ამ სახლშიც, ახორციელებდა მის მართვას, ფაქტობრივად პყრობას.

 

მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები, როგორც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ასევე, მოქმედი 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი მსგავსად არეგულირებს სამკვიდროს მიღების საკითხს. 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულათ ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს საკუთრებასთან დაკავშირებულ უფლებას, რომლის რეალიზაციის არსებითი საფუძველი მემკვიდრის მიერ შესაბამისი ნების გამოხატვაა. სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. ამ გარიგებით გამოვლენილი ნება ჩაითვლება ნამდვილად, თუ მემკვიდრე მიმართავს კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფლობაში ან მართვაში იგულისხმება მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. კონკლუდენტური მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ იმაზე, რომ მემკვიდრემ ფაქტობრივად უკვე დაიწყო თავისი უფლების რეალიზაცია. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და, რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო ჩაითვალოს მიღებულად. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კ------- მ--------–---, როგორც მემკვიდრე, რომელსაც უნდა განეხორციელებიდან სამკვიდრო მიღებისათვის შესაბამისი მოქმედებები, იყო არასრულწლოვანი. შესაბამისად, კ------- მ--------–--ის სახელით სანოტარო ბიუროსათვის მიმართვის ვალდებულება ჰქონდათ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლებს), თუმცა მათ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, მოხდა თუ არა სამკვიდროს მიღება ქონების ფაქტობრივად დაუფლების წესით. ზემოთ როგორც უკვე აღინიშნა, მართალია ლ---- მ--------–--- სამკვიდროს გახსნის დროისათვის (1989 წელს) დასაქმებული იყო ზ-----------ს რაიონში და თავის ოჯახთან (მათ შორის შვილებთან ერთად) იმყოფებოდა ფაქტობრივად ცხოვრობდა ზ-----------ს რაიონის სოფელ კ---–---–-, თუმცა დადგენილია ისიც, რომ ლ---- მ--------–--- პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისშიც, სადაც ფლობდა, სარგებლობდა და მართავდა დედის სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, ქ-----–------------. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრეები რამდენად თავისად მიიჩნევდნენ დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ. სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. აღნიშნული მსჯელობის შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ კ------- მ--------–---, როგორც არასრულწლოვანი, მამკვიდრებლის ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდგომ, კანონიერი წარმომადგენლის ლ---- მ--------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა ბებიის, ა-–---------- რ------- დანაშთ სამკვიდროს (3.2.22.). აშკარაა, რომ კ------- მ--------–--ის დედა ლ---- მ--------–---, მამკვიდრებლის ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდეგ, დანაშთ სამკვიდრო ქონებას უვლის, პატრონობს, ახორციელებს ზრუნვას და ამასთან, პერიოდულად რჩება კიდევაც აღნიშნულ სახლში. მისი მოქმედებებიდან იკვეთება ის დამოკიდებულება, რაც ლ---- მ--------–---ს (კ------- მ--------–--ის კანონიერ წარმომადგენელს) ჰქონდა სადავო სამკვიდრო ქონების მიმართ. იგი საცხოვრებელს პატრონობდა და მეთვალყურეობდა ისე, როგორც საკუთარს. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ ლ---- მ--------–---მ, როგორ კ------- მ--------–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა, დადგენილ ვადაში არ მიმართა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ფაქტია, რომ იგი დაუფლა სამკვიდრო ქონებას, ზრუნავდა რა ამ სახლზე და ახორციელებდა ფაქტობრივ პყრობას, მოვლა-პატრონობას. ნიდანდობლივია, ისიც, რომ რამდენიმე წლის შემდომ (2008 წელს), მან თავისი სახელით მიმართა სანოტარო ორგანოს სადავო ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად, მაშინ როდესაც გარდაცვლილი იყო ანდერძისმიერი მემკვიდრე, კ------- მ--------–---. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ სამკვიდრო მოწმობაში არ არის მითითებული კანონისმიერი მემკვიდრის ლ---- მ--------–--ის მიერ ფაქტობრივი ფლობით ქონების მიღების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ. განაცხადს კი, ლ---- მ--------–---მ დაურთო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 240-241),. რომლის მიხედვითაც მისი რეგისტრაციის მისამართს 1967 წლიდან წარმოადგენდა თბილისი, ქ-----–------------. მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში, შესაძლებელია, იმ ვარაუდის დაშვება, რომ ლ---- მ--------–--- გარკვეული პერიოდი არ ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე, თუმცა მას ამ ქონებასთან კავშირი, ზრუნვა და მოვლა-პატრონობა არ შეუწყვეტია. მისი რეგისტრაციის მისამართი არ შეცვლილა. სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის შესაბამისად, კი არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ქონებით არამიზნობრივად, მისი ინტერესების საზიანოდ სარგბლობა, ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვაა. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი მშობლებს ბავშვთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს, რაც ქონების განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. ზემოთხსენებული მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, მშობლებს ევალებათ დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მართალია მშობლები განსაკუთრებულ რწმუნებათა გარეშე წარმოადგენენ არასრულწლოვანს, თუმცა ეს მშობელი ბავშვის სახელით ისეთ გარიგებებს დებს, რომელიც არასრულწლოვანი პირის ნებასა და მის ინტერესებს შეესაბამება (სუსგ 2016 წლის 20 მაისის განჩინება, Nას-1221-1146-2015).

 

ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მესამე მუხლის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი გამახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები... ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 70).

 

განსახილველ საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის ძირითად შედავებას წარმოადგენდა ის, რომ მამკვიდრებელ კ------- მ--------–---ს თავად არ ჰქონდა სადავო სამკვიდრო მიღებული და შესაბამისად, მოსარჩელეები, როგორც კ------- მ--------–--ის კანონისმიერი მემკვიდრეები ვერ მიიღებდნენ ქონებას მოთხოვნილი წილის ოდენობით. სასამართლომ დაგდენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად, დაადგინა, რომ კ------- მ--------–---ს, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ბებიის ა-–---------- რ------- გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს დანატოვარი სამკვიდრო ქონება სრულად. აღნიშნული კი, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლი) ანდერძის არსებობის პირობებში, ა-–---------- რ------- პირველი რიგის მემკვიდრეს, ლ---- მ--------–---ს ართმევს უფლებას სავალდებულო წილის მოთხოვნაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 2---------. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ კ------- მ--------–---მ განახორციელა თავისი უფლებები და სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული კი წარმოადგენს ლ---- მ--------–--ის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მამკვიდრებელ კ------- მ--------–--ის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების წესით მიღების დადგენის შემდეგ, უნდა განისაზღვროს ის სამკვიდრო მასა, რაზეც მხარე აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას და ასევე, ის პირები, რომელთაც კ------- მ--------–--ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობითი საფუძვლით აქვთ უფლება მის სამკვიდროზე. დადგენილია, რომ კ------- მ--------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–--------- (დაზუსტებული ფართობი 9-------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N---------------------), საკადასტრო კოდი N0---------------. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, მის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით თანაბარი წილის უფლება ჰქონდა მის პირველი რიგის მემკვიდრეებს.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

უდავოა, რომ მოსარჩელეები თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–---, წარმოადგენდნენ გარდაცვლილი კ------- მ--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს. სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის და მე-15 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი შვიდი თვრამეტი წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის, აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დადგენილია, რომ თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- იყვნენ არასრულწლოვნები, როდესაც გარდაიცვალა მამკვიდრებელი კ------- მ--------–---. იმავე დღეს, გარდაიცვალა მოსარჩელეთა დედა, ნ--------------–--ე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის კანონიერ წარმომდგენელს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში წარმოადგენდა ბებია ლ---- მ--------–---, რომელიც დანიშნული იყო მათ მზრუნველად. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მშობლების გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას აგრძელებდნენ სადავო სახლში (მდებარე თბილისი, ქ-----–---------) და სწავლობდნენ სახლთან ახლო მდებარე თბილისის N--- საჯარო სკოლაში (3.1.2., 3.1.3., 3.2.9). მართალია, გარკვეული პერიოდი, ბავშვები დროებით იმყოფებოდნენ მეორე ბებიასთან, ნ-------–---------------- ქ------–---–-, თუმცა მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები მამის გარდაცვალების შემდგომ უმეტესწილად ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. მათ კანონიერ წარმომადგენელი, ლ---- მ--------–--- კი მამკვიდრებელ კ------- მ--------–--ის გარდაცვალების შემდგომ აგრძელებდა სამკვიდრო ქონებაში ცხოვრებას, მართვას და ამ ქონების სარგებლობას. არასრულწლოვნებს მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა თავად განეხორციელებინა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი მოქმედებანი.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია ბავშვს ანიჭებს უფლებას, რომ მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც უპირატესი მნიშვნელობის მქონე ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში და ეს პრინციპი ამ კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტური ღირებულებაა. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროპული სასამართლოს მიერ დეკლარირებულ ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს. მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრეობითი უფლების რეალიზებასთან, მოსარჩელეების (რომლებიც იყვნენ არასრულწლოვნები სამკვიდროს გახსნის დროისათვის) კანონიერი წარმომადგენლის - ბებიის უმოქმედობა არ შეიძლება კონვენციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის და სახელმწიფოს მიერ არასრულწლოვანის საკუთრების, როგორც უპირატესი უფლების, დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებად იქნას მიჩნეული. კანონიერი წარმომადგენლის უმოქმედობა ბავშვების ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, არ შეიძლება ბავშვების მემკვიდრეობის მიღების უფლების დაკარგვის წინაპირობად იქცეს. განსახილველ საქმეზე დადგენილ გარემოებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბებია, ლ---- მ--------–--- ბავშვების მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით არ განახორციელებდა შესაბამის ქმედებებს, ვინაიდან, მან, კ------- მ--------–--ის გარდაცვალების შემდგომ, სადავო სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე თავის სახელზე გაიფორმა, რითაც დაირღვა არასრულწლოვანთა ქონებრივი უფლებები და მათი ინტერესები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები თ----- მ--------–--- და ს--–---- მ--------–--- მამკვიდრებლის კ------- მ--------–--ის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, ქ-----–--------- (საკადასტრო კოდი 0---------------). კ------- მ--------–---ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამართლებრივი ნორმით, მოსარჩელეები კ------- მ--------–--ის მშობლებთან, ლ---- მ--------–---სთან და ო---- მ--------–---სთან ერთად წარმოადგენენ პირველი რიგის მემკვიდრეებს და შესაბამისად, სარგებლობენ სამკვიდრო ქონებიდან თანასწორი წილის მიღების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს თ----- მ--------–---ს და ს--–---- მ--------–---ს აქვთ მამის დანაშთ ქონებიდან ერთი მეოთხედი წილის მოთხოვნის უფლება სხვა იმავე რიგის მემკვიდრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ სადავო სამკვიდრო ქონებაზე, მოპასუხეებს ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს შორის 2015 წლის 0------------–- დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას შესაბამის ნაწილში.

 

საქმის მასალებით, 2015 წლის 0-----------–-- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- მ--------–---მ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრებაში გადასცა ე---------- მ--------–---ს. აღნიშნული უძრავი ქონება, 2015 წლის 0-----------–-- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ე---------- მ--------–--ის სახელზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ქ-----–------------, დაზუსტებული ფართობი 9--------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N---------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------), მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: გ-----------–-–---–ი, ე---------- მ--------–---, სახელმწიფო (3.2.13., 3.2.14).

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად და იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვეს. დადგენილია, რომ მოპასუხეები ლ---- მ--------–--- და ე---------- მ--------–--- სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე ცხოვრობდნენ და მას შემდეგაც ერთად აგრძელებენ ცხოვრებას საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ქ-----–------------ (3.1.2).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად, მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოჩვენებითი გარიგების დადების შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად დედა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

 

ლ---- მ--------–---მ თავისი კუთვნილი წილი მთლიანად უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში შვილს ე---------- მ--------–---ს სადავო ქონება, მდებარე თბილისი, ქ-----–------------ (საკადასტრო კოდი N0---------------). სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო აქვე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (ამ შემთხვევაში კი დასაჩუქრებულმა ე---------- მ--------–---მ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელე მხაროს მითითება, რომ დედა-შვილს შორის, 2015 წლის 0------------–- უძრავი ქონების თაობაზე დადებული უსასყიდლო გარიგება მოჩვენებითია და მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ამდენად, გარიგების შედეგად გამოიკვეთა ორივე მხარის (ხელშეკრულების მხარეები) კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა, რაც წარმოადგენს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს. ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სასამართლომ დაადგინა მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის უფლება სადავო ქონებაზე.

 

მოპასუხე მხარე მიუთითებს სადავო სამკვიდრო მოწმობის (გაცემული 2008 წლის 2---------) ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან, რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლითაც მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს, რაც მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებმა სამკვიდრო ქონება მიიღეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლების წესით. შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხის პოზიცია უსაფუძვლოა.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რელიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხეების ლ---- მ--------–--ის და ე---------- მ--------–--ის მიმართ მოსარჩელეების თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. განსახილველი სარჩელის ფასი განისაზღვრება იმ ქონების საბაზრო ღირებულებით, რომლის მესაკუთრედ აღიარებაც მოითხოვა მხარემ - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თ----- მ--------–--ის სარჩელი სამკვიდრო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით. ასევე, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს--–---- მ--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლ---- მ--------–---სა და ე---------- მ--------–---ს მიმართ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით. ამასთან, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა თ----- მ--------–--ისა და ს--–---- მ--------–--ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო ე---------- მ--------–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებობს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ----- მ--------–--ის (პირადი N-----------) სარჩელი ლ---- მ--------–--ისა და ე---------- მ--------–--ის მიმართ:

 

1.1. ცნობილ იქნეს თ----- მ--------–--- (პირადი N-----------) 2006 წლის 2-----------ს გარდაცვლილი კ------- მ--------–--ის მემკვიდრედ და აღიარებულ იქნეს თ----- მ--------–--ის მიერ მამკვიდრებლის, კ------- მ--------–--ის, დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, ფაქტობრივი ფლობით მიღებულად. შესაბამის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის (პირადი N0---------) სახელზე მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის N-----);

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ლ---- მ--------–---სა (პირადი N0---------) და ე---------- მ--------–---ს (პირადი N0----------) შორის 2015 წლის 0------------–- დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება ერთ მეოთხედ ნაწილში და აღიარებულ იქნეს თ----- მ--------–--- (პირადი N-----------) ე---------- მ--------–--ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----------–-----, საკადასტრო კოდი 0---------------, ერთი მეოთხედი ნაწილის მესაკუთრედ;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტს N2/9191-16 განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ე---------- მ--------–--ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი N0---------------, ერთ მეოთხედ ნაწილს;

 

3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს--–---- მ--------–--ის (პირადი N-----------) სარჩელი ლ---- მ--------–--ისა და ე---------- მ--------–--ის მიმართ:

 

3.1. ცნობილ იქნეს ს--–---- მ--------–--- (პირადი N-----------) 2006 წლის 2-----------ს გარდაცვლილი კ------- მ--------–--ის მემკვიდრედ და აღიარებულ იქნეს ს--–---- მ--------–--ის მიერ მამკვიდრებლის, კ------- მ--------–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, ფაქტობრივი ფლობით მიღებულად. შესაბამის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 2--------- ლ---- მ--------–--ის (პირადი N0---------) სახელზე მამკვიდრებელ ა-–---------- რ------- დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის N-----);

 

3.2. ბათილად იქნეს ცნობილი ლ---- მ--------–---სა (პირადი N0---------) და ე---------- მ--------–---ს (პირადი N0----------) შორის 2015 წლის 0------------–- დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება ერთ მეოთხედ ნაწილში და აღიარებულ იქნეს ს--–---- მ--------–--- (პირადი N-----------) ე---------- მ--------–--ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----------–-----, საკადასტრო კოდი 0---------------, ერთი მეოთხედი ნაწილის მესაკუთრედ;

 

4. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტს N2/9191-16 განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ე---------- მ--------–--ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-----–------------, საკადასტრო კოდი N0---------------, ერთ მეოთხედ ნაწილს;

 

5. დაუბრუნდეთ თ----- მ--------–---ს (პირადი №6----------) და ს--–---- მ--------–---ს (პირადი №6----------) თ----- კ------ მიერ 2015 წლის 0------------- სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადახდო დავალება №2, სს ბანკი ,,რესპუბლიკა“, მიმღები თბილისი „სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 100 (ასი) ლარი;

6. დაუბრუნდეთ თ----- მ--------–---ს (პირადი №6----------) და ს--–---- მ--------–---ს (პირადი №6----------) თ----- კ------ მიერ 2015 წლის 0------------- სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადახდო დავალება №3, სს ბანკი ,,რესპუბლიკა“, მიმღები თბილისი „სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 120 (ას ოცი) ლარიდან 100 (ასი) ლარი;

7. დაეკისროთ მოპასუხეებს ლ---- მ--------–---სა (პირადი N0---------) და ე---------- მ--------–---ს (პირადი N0----------) მოსარჩელე თ----- მ--------–--ის სასარგებლოდ 375 (სამას სამოცდათხუმეტი) ლარის გადახდა;

8. დაეკისროთ მოპასუხეებს ლ---- მ--------–---სა (პირადი N0---------) და ე---------- მ--------–---ს (პირადი N0----------) მოსარჩელე თ----- მ--------–--ის სასარგებლოდ 375 (სამას სამოცდათხუმეტი) ლარის გადახდა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე