მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის
მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.
თავი მეხუთე
მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…რომ ლ. ლ-ძე, მართალია, დავის პირობებში, მაგრამ მაინც სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რითაც მან ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო გახსნის მომენტიდან. ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ დანიშნოს დღე და გააცნოს ანდერძის შინაარსი დაინტერესებულ პირებს.…
საქმე №3გ-ად-331-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2003
…სამემკვიდრეო ქონებიდან არ ეკუთვნოდათ. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999წ. ივლისში......-ის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსარჩელის ძმას, ტ. თ-ეს, დაუმტკიცა პაპის მიერ დატოვებული სამემკვიდრეო ქონება, რითაც დაირღვა სსკ-ს 1346-ე 1366-ე, 1369-ე, 1499-ე და 1500-ე მუხლები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მან დაიწყო არქივში არსებული საბუთების შესწავლა, საიდანაც დადგინდა, რომ მისი ძმა ტ. თ-ე…
საქმე №3კ/1241-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2002
…კოდექსის 1409-ე მუხლი, მიიჩნია რა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზეც უნდა…
…ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა ანდერძის არსებობის შესახებ. კანონის არცოდნა ან მისი არსათანადოდ გაგება არ ათავისუფლებს მხარეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, ანდერძისმიერ მემკვიდრეს დაინტერესებისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის, რაც არ…
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ