1. მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია დანიშნოს ანდერძის გამოქვეყნების დღე და მოიწვიოს დაინტერესებული პირები.
2 ანდერძი უნდა წაკითხულ იქნეს მოწვეული პირის (პირების) თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი დალუქულია კონვერტში, კონვერტი უნდა გაიხსნას მოწვეული პირების თანდასწრებით.
3. ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძის გამოქვეყნების შესახებ შეადგინოს ოქმი საჯარო აქტის ფორმით, რომელშიც წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტების გარდა უნდა მიეთითოს მოწვეული და დამსწრე პირების ვინაობა და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, ინფორმაცია კონვერტისა და ლუქის მთლიანობის შესახებ, ანდერძის შესახებ ინფორმაცია (მოანდერძის ვინაობა, ანდერძის შედგენის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, ანდერძის შინაარსი. ანდერძის შინაარსის მითითება არ არის საჭირო, თუ ოქმს თან დაერთვის კონვერტში მოთავსებული ანდერძის დამოწმებული ფოტოასლი.
4. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა. ოქმის დამოწმებული ასლის მიღების უფლება აქვს ყველა უფლებამოსილ პირს.
5. ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ან სხვა უფლებამოსილ პირს უნდა მიეცეს ანდერძის დამოწმებული ასლი.
თავი IX
სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 76. ანდერძის გამოქვეყნების წესი
თავი VIII — ანდერძის შედგენის, შენახვისა და გამოქვეყნების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 70. თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
- მუხლი 71. თამასუქის, ჩეკის და სხვა საკრედიტო დოკუმენტის გაპროტესტება
- მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
- მუხლი 77. ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმისწარმოების სფეროში
- მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 76, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-76/