1. ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორეს, თუ ნოტარიუსმა იცის ორივე ენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა არ იცის ის ენა, რომელზედაც თარგმნილია დოკუმენტი, ნოტარიუსი ამოწმებს მხოლოდ თარგმანის სისწორის (სიზუსტის) შესახებ თარჯიმნის განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობას. ნოტარიუსი ვალდებულია დამადასტურებელ ფორმულიარში მიუთითოს, რომ იგი ამოწმებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას.
3. დოკუმენტის დედანს ან ასლს უნდა დაერთოს თარგმანი, თარგმანს ხელს უნდა აწერდეს თარჯიმანი. დოკუმენტი უნდა აიკინძოს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კვალიფიკაციის დამადასტრებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ თარჯიმანი აკრედიტებულია კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აპოსტილის (ლეგალიზაციის) მიზნებისათვის ოფიციალური დოკუმენტების სათარგმნელად. ნოტარიუსი ვალდებულია თარჯიმანი გააფრთხილოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დადგენილია არასწორი თარგმანის შემთხვევაში. ნოტარიუსის ფორმულარში მიეთითება გაფრთხილების ვალდებულების შესრულებისა და თარჯიმნის კვალიფიკაციის შესახებ. თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლის დართვა თარგმანისათვის სავალდებულო არ არის
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 70. თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება
- მუხლი 343. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შედეგები
- მუხლი 342. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება
- მუხლი 10. 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წ
- მუხლი 42. ნოტარიული დამოწმება და ლეგალიზაცია
- მუხლი 33. 1. 29-ე მუხლის 1 ნაწილითა და 58 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა მოთხოვნას სამართლებრივი დახმარების შესახებ და თანდართულ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს თარგმანები შემსრულებელი მხარის ან ინგლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
- მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
- მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები
- მუხლი 67. აუქციონის ოქმის დამოწმება
- მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება
- მუხლი 69. სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა
- მუხლი 71. თამასუქის, ჩეკის და სხვა საკრედიტო დოკუმენტის გაპროტესტება
- მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 70, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-70/