1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ნოტარიუსი იღებს დოკუმენტს მესამე პირისათვის გადაცემის მიზნით და ამის შესახებ საჯარო აქტის ფორმით ადგენს შესაბამის დოკუმენტს – სანოტარო აქტს მესამე პირისათვის დოკუმენტის გადაცემის შესახებ. ამ დოკუმენტს თან დაერთვის მესამე პირისათვის გადასცემი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებულო ფოტოასლი. თუ ფოტოასლის დამოწმება შეუძლებელია ტექნიკური მიზეზების გამო, მაშინ სანოტარო აქტში სიტყვა-სიტყვით უნდა აისახოს გადასაცემი დოკუმენტის ტექსტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტში აისახება მესამე პირის ვინაობა (პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს დოკუმენტი), დოკუმენტის გადაცემის წესი (საფოსტო გზავნილი, პირადად ჩაბარება და სხვა). დოკუმენტში შეიძლება აისახოს დოკუმენტის მესამე პირისათვის გადაცემის საფუძვლები და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, გაცხადებული დოკუმენტის გადამცემის მიერ. ამასთანავე, ნოტარიუსს არ ევალება ამ განცხადებების ნამდვილობის შემოწმება. დოკუმენტს ხელს აწერს დოკუმენტის გადამცემი და ნოტარიუსი.
3. თუ ნოტარიუსი პირადად გადასცემს ადრესატს დოკუმენტს, დოკუმენტის მიმღები ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე დოკუმენტის მიღების დასტურად მოაწეროს ხელი და დაუსვას დოკუმენტის მიღების თარიღი და ზუსტი დრო. ამ ფაქტს ნოტარიუსი ამოწმებს მინაწერით, თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით. თუ ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე, ამის შესახებ ნოტარიუსი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე.
4. დოკუმენტის გადაცემის, ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიეთითოს: დოკუმენტის გამგზავნისა და მიმღების ვინაობა, დავალების საფუძველი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის რეკვიზიტები), დავალების შესრულების შედეგები.
5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი ადრესატი არ არის საჯარო ორგანო ან საჯარო თანამდებობის პირი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 69. სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
- მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
- მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები
- მუხლი 67. აუქციონის ოქმის დამოწმება
- მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება
- მუხლი 70. თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
- მუხლი 71. თამასუქის, ჩეკის და სხვა საკრედიტო დოკუმენტის გაპროტესტება
- მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 69, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-69/