1. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ პირი ცოცხალია, თუ ეს პირი პირადად წარსდგა ნოტარიუსთან. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს მოწმობა, რომელშიც უნდა მიუთითოს: ცოცხლად მყოფი პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირის პირადობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი არ არის სრულწლოვანი, მაგრამ მას აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანოტარო მოქმედება შეასრულოს არასრულწლოვანი პირის მშობლების (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობის გარეშე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის სრულწლოვანი და მას არ აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოქმედებას ასრულებს მხოლოდ არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი მშობლის (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
- მუხლი 62. განცხადებების დამოწმება
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
- მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები
- მუხლი 67. აუქციონის ოქმის დამოწმება
- მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება
- მუხლი 69. სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა
- მუხლი 70. თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 65, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-65/