1. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს თავის არქივში დაცული დოკუმენტის ასლი (ასლის ასლი) და ამონაწერები დოკუმენტებიდან, აგრეთვე აქტების შესახებ მოწმობები, გარდა ანდერძისა, რომლის გამოქვეყნების დრო არ არის დამდგარი.
2. ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული დოკუმენტების მიღების უფლება აქვს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს. ხარჯებს იხდის დოკუმენტის მიმღები.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით გასცეს დოკუმენტის მხოლოდ დანართის ასლი (დამოწმებული, ან დამოწმების გარეშე). ასლის შესატყვისობის დამოწმების შემთხვევაში ვალდებულია დამადასტურებელ წარწერაში მიუთითოს, რომ ეს არის მის არქივში დაცული დოკუმენტის დანართი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს ასლი ან ამონაწერი იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია სხვა ნოტარიუსის მიერ და რომელიც ინახება მის არქივში, როგორც დანართი მის არქივში დაცული დოკუმენტისა.
5. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს ასლი ან ამონაწერი იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია (რეგისტრირებულია) სხვა ნოტარიუსის მიერ და ხელმისაწვდომია ელექტრონული წესით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
თავი VII — ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
- მუხლი 62. განცხადებების დამოწმება
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
- მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 58, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-58/