1. ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში.
2. საკუთრების მოწმობა გაიცემა ბინის მფლობელთა განცხადების საფუძველზე. განცხადებაზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
3. საკუთრების მოწმობის მიღების უფლება აქვს ორდერში შეტანილ ყველა პირს, ან იმ პირებს, რომლებიც ცნობილნი არიან ორდერში შეტანილი პირების მემკვიდრეებად. უფლებაზე უარის თქმა დაიშვება ამ უფლების დათმობით (ორმხრივი შეთანხმებით ან ცალმხრივი აქტით).
4. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს:
ა) ბინაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინის ორდერი ან ადამინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მეპაიე-წევრად ცნობის შესახებ, ან სამკვიდრო მოწმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა აქტი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც ადასტურებს უფლებას ბინაზე);
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
თავი VI — საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1512. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები
- მუხლი 19. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა
- მუხლი 7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო ქონებით სარგებლობა
- მუხლი 12. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა ამხანაგობა
- მუხლი 8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვა
- მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 55, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-55/