მუხლი 10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები
თავი III — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან.
3. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების საერთო ქონების განვითარების პირობები განისაზღვრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3231 – ვებგვერდი, 13.08.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან. თ3. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების შემთხვევაში IV. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების საერთო ქონების განვითარების პირობები განისაზღვრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(105)
საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა…
საქმე №ას-356-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…თანხმობა ქონების თანამესაკუთრეებს არ გაუციათ. შესაბამისად, თანამესაკუთრეთა თანხმობის არარსებობის პირობებში, საერთო სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კიბისა და ბაქნის აშენება (არსებული კონფიგურაციით) ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების დარღვევაზე და თანამესაკუთრეთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე, რაც…
საქმე №ბს-1231(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2025
…ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის…
საქმე №ას-582-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
…საერთო სარგებლობის მინაშენად აღიარების საფუძველს. 5.4. სახელდობრ, სააპელაციო პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3, მე-5 და მე-10 მუხლებით, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო სააპელაციო საჩივარზე (მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით) დართული მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც განმარტა, რომ ქ.…
საქმე №ას-497-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
…დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა…
საქმე №ას-879-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
საქმე №ას-324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-910-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ბს-1029(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ას-524-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2023
საქმე №ას-28-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
საქმე №ბს-1101(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2023
საქმე №ბს-456(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ბს-360(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-869-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
საქმე №ბს-682(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
საქმე №ას-288-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2022
საქმე №ბს-873(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
საქმე №ბს-76(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ბს-796(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ას-1488-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2021
საქმე №ას-826-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2021
საქმე №ბს-977(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ბს-1083(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
საქმე №ას-909-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2020