მუხლი 9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრები
თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (11.07.2007).
…შემავალი რიგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემას, ნორმის დისპოზიცია არ შეიცავს მითითებას თანხმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, გაურკვეველია დასახელებული მუხლის სასამართლოსეული განმარტება. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის…
…შესრულების თაობაზე, ხელშეკრულების მხარეებს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მე-7 მუხლში ჩამოთვლილია ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები და დაწესებულია ერთთვიანი ვადა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის. ხოლო, მე-9 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების შეცვლას. ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ, რომ მოცემული ხელშეკრულება შეესაბამება მათ…
…შესაგებლის, ხოლო სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-9 მუხლებით და მიიჩნია, რომ საერთო თანასაკუთრებაშიBარსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, თავისი არსიდან და სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, გულისხმობს…
…წესით. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება, რაც ხორციელდება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი…
…თბილისში, ვ---------ის II მ/რ -ში მდებარე N14 კორპუსისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებისას იყო თუ არა დაცული მოქმედი კანონმდებლობა და ამ აქტის მოქმედებით მოსარჩელეს ადგება თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი…