გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4259-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ა---------ი
წარმომადგენელი - ვ---------------ა, გ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი
მესამე პირი - ე-–--------–--ა
წარმომადგენელი - ნ---------------ე
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს---–---–---“
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, გ--–-------------------ის მ---------------–------------------------. ფართის ა---------ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხაგანობა "ს---–---–---ს’’ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
3.2. მესამე პირი - ე-–--------–--ა და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელს და მიუთითეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2017 წლის 22 მარტი) დგინდება, რომ ა---------ის საკუთრებაშია 45.00 კვ.მ ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტები: უ---------------------------––-------–-----------–------–-------–-–---------------------------------------------------------–-------------------------------------–------------------------–----------------------–-–--------------------------------------------------------------------------------––-------–----------------------–---------------------–-–----------------ი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2017 წლის 23 მარტი) დგინდება, რომ ა---------ის საკუთრებაშია 95.00 კვ.მ ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტები: უ---------------------------––-------–-----------–------–-------–-–---------------------------------------------------------–-------------------------------------–------------------------–----------------------–-–--------------------------------------------------------------------------------––-------–----------------------–---------------------–-–----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს/ფ 83-86
4.1.2. 2018 წლის 10 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ა---------მა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, გ--–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: 0---------------------- და 0----------------------) გაერთიანება და შიდა აზომვითი ნახაზზე ასახულ მომატებულ კვ.მ 47.65კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ახსნა-განმარტება; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; სართულის გეგმა; შიდა აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო განცხადება თანდართული მასალებით - ტ.1, ს/ფ 78-89
4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილებით, ა---------ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა საერთო ფართი, ამასთან, №8----------- განცხადებას დართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გასაერთიანებელი ფართი მოიცავდა თუ არა 0---------------------- და 0---------------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ფართობს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დამატებით ეცნობა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის, წარსადგენი იყო ამხანაგობის განმარტებითი ხასიათის 100%-იანი კრების ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილება - ტ.1, ს/ფ 90-91
4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილებით, ა---------ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება - ტ.1, ს/ფ 92
4.1.5. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2008 წლის 13 ოქტომბერს) დგინდება, რომ ე-–--------–--ას საკუთრებაშია 57,21 კვ.მ ფართი, ხოლო იმავე მისამართზე თანასაკუთრებაში აქვს: აბაზანა, ტუალეტი, სამზარეულო, კორიდორი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------- უ---–-------------------------------------------------–---------------------–-------–-–----------------------–------–---–----------–-------------------------------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2008 წლის 13 ოქტომბერს) დგინდება, რომ ე-–--------–--ას საკუთრებაშია 1.54 კვ.მ ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტები: ბ---------------------------------------–---–------------------------. დ----–------–-------–-–----------------------------------–----------–----------------------–---------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2008 წლის 13 ოქტომბერს) დგინდება, რომ ე-–--------–--ას საკუთრებაშია 1.94 კვ.მ ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტები: ბ---------------------------------------–---–------------------------. დ----–------–-------–-–----------------------------------–----------–----------------------–---------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2008 წლის 13 ოქტომბერს) დგინდება, რომ ე-–--------–--ას საკუთრებაშია 7.37 კვ.მ ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, გ------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტები: ბ---------------------------------------–---–------------------------. დ----–------–-------–-–-----------------------------------–----------–----------------------–---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს/ფ 129-132
4.1.6. 1994 წლის 16 ივნისს, გ--------–---ას და ქ. თბილისის მ---–-------------------- საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, გ--------–---ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, გ--–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოროთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 40 კვ.მ. საერთო ფართია - 47 კვ.მ. აბაზანა, ტუალეტი, სამზარეულო და კორიდორი - საერთოა (რეესტრის N2------). ხსენებული ხელშეკრულება ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულია 1----–-–---------–-სს.
25.11.2004წ. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით ქ. თბილისში, გ--–-------------------ში მდებარე 2746 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა არის სამ სართულიანი, საერთო ფართია 6626 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი - 2854 კვ.მ; დამხმარე ფართი - 3772 კვ.მ. გ--------–---ს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული აქვს საერთო ფართიდან 47 კვ.მ; აქედან საცხოვრებელი ფართია - 40 კვ.მ. ხოლო დამხმარე ფართია 7 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება - ტ.1, ს/ფ 134
-ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობა - ტ.3, ს/ფ133-138
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში, გ--–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთი, 1940 წლის 12 ოქტომბერს აღრიცხულია კ--–-------------------------------------ის სამმართველოზე (ე.წ. УЖХ) კერძო თანამფლობელებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების მასალები - ტ. 3, ს/ფ 51-119
4.1.8. 2----–-–-------------------------–---------------------------–---–------------------------–------------–-----–-------------------------------------–---------------------–----–-----------–------------–---------------------------–---------------------------------------------------------------------------------------–------------------------–----–--------------------–---------------------–-–-----–---–-----------------–------------–--------------------------–--------------–-------–----------------------------------------–----–--------–--------–--–------–-----------------------–------------------------------------------------–-----------–-----–---–----------------------------------------------------------–----------------–-------------------------–------------------–-----–------------------------------–----–---------------–---------–---------------------------–--------–---------------------------–----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სპეციალისტის განმარტება (სხდომის ოქმი) - ტ.1, ს/ფ 249-259
4.1.9. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე, ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე არსებული N---------- შემინული აივნები (შუშაბანდები) აღნიშნული პერიოდისათვის გაერთიანებულია და წარმოადგენენ ერთიან სივრცეს, რომელიც სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია კედლითა და თაბაშირმუყაოს ტიხრით. ხსენებულ აივანში (შუშაბანდში) მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ა---------ის საკუთრებაში არსებული N------------ ოთახების გავლით.
ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე არსებული N---------- შემინული აივნების (შუშაბანდები), რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით გაერთიანებულია და წარმოადგენენ ერთიან სივრცეს, მდებარეობს ა---------ის საკუთრებაში არსებული N------------------ ოთახების მიჯნაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა - ტ.1, ს/ფ 97-111
4.1.10. 2018 წლის 23 მაისს ა---------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 15 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საჩივარი - ტ.1, ს/ფ 30-32
4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით ა---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N2----- გადაწყვეტილება - ტ.1, ს/ფ 33-37.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2018 წლის 19 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2018 წლის 22 ივნისის №2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ როგორც რეგისტრაციის, ისე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალიწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო ამავე მუხლის 32 პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ა---------მა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, გ--–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: 0---------------------- და 0----------------------) გაერთიანება და შიდა აზომვითი ნახაზზე ასახულ მომატებულ 47.65კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ახსნა განმარტება; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; სართულის გეგმა; შიდა აზომვითი ნახაზი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილებით, ა---------ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა საერთო ფართი, ამასთან, №8----------- განცხადებას დართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გასაერთიანებელი ფართი მოიცავდა თუ არა 0---------------------- და 0---------------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ფართობს. გარდა ზემოაღნიშნულისა, დამატებით ეცნობა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის, წარსადგენი იყო ამხანაგობის განმარტებითი ხასიათის 100%-იანი კრების ოქმი.
7.3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე კანონის მე-9 მუხლიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ნივთის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მესამე პირთა სასარგებლოდ სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან გასხვისება შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქალაქ თბილისში, გ--–-----------------------ში მდებარე უძრავი ნივთი შედგება ერთ სისტემაში გაერთიანებული, ურთიერთდაკავშირებული და იზოლირებული ფართებისაგან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილების მითითება შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის, ამხანაგობის განმარტებითი ხასიათის 100%-იანი კრების ოქმის წარდგენის თაობაზე, კანონშესაბამისია.
7.4. ”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს ა---------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 15 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2----- გადაწყვეტილებით ა---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა არამხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მოიძია დამატებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტებისა და მონაცემების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის მონაცემების თანახმად, შიდა აზომვით ნახაზზე მითითებული დასარეგისტრირებელი ფართი (აივანი) წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ფართს, შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი მომატებული ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომელშიც ასევე განმარტებული იქნებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გასაერთიანებელი ფართი მოიცავდა თუ არა 0---------------------- და 0---------------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ფართობს. ამასთან, დაინტერესებულ პირს სწორად ეცნობა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა საერთო ფართი, და წარსადგენი იყო კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზი.
სასამართლოს იზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებას, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ კანონით დადგენილი წესით არ მოეთხოვა კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზის წარდენა, რომელზეც მითითებული იქნებოდა საერთო ფართი, თუმცა დაინტერესებულ პირს განემარტა, შიდა აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა საერთო ფართი, რაც ნიშნავს, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზი. ამდენად, სახეზე არ არის კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება შესაბამისად, არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8------------03 გადაწყვეტილებისა და მისი თანმდევი შედეგის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც თავად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერაც ვერ იქნა მოძიებული, ამასთან არ იყო წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, გასაჩივრებულ აქტში მისი მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულია/დასაბუთებულია ის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მიიღო ასეთი სახის გადაწყვეტილება, გარემოებები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსში გადმოცემულ დანაწესთან მიმართებაში, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დაევალოს ქ. თბილისში, გ--–-------------------ის მ---------------–------------------------. ფართის ა---------ის სახელზე რეგისტრაცია, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 (ას) ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი