თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
2. საერთო ქონების მეწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.
3. მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა;
გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.);
დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;
ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შეიძლება შედიოდეს შეძენილი მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და არამატერიალური სიკეთეები.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განსაზღვრავს მის წილს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების საერთო ხარჯებში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (11.07.2007).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(158)
- საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…დღესაც აგრძელებენ; 2.4. მოსარჩელეებმა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს, რომ უძრავი ქონება (სხვენი), რომელიც ამჟამად მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია რეგისტრირებული, დაბრუნდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში ( „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს,…
- საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…მიიღო კრების ოქმი, რითაც შეუზღუდა სს „ბ...ს“ (ამჟამად სს „ს...“) სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მუხლები. კასატორების განმარტებით, მათ ლეგალიზების შესახებ განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 25 მაისს. 2019 წლის 28 მაისის…
- საქმე №ას-356-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
…თანახმად, მრავალბინიანი სახლი შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). აღსანიშნავია ასევე, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრების ჩამონათვალს შეიცავს მითითებული კანონის, მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, რაც მოიცავს განსახილველ შემთხვევაში ეზოს სადავო ნაწილს. 15. საკასაციო სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო…
- საქმე №ას-582-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
…წევრების საერთო სარგებლობის მინაშენად აღიარების საფუძველს. 5.4. სახელდობრ, სააპელაციო პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3, მე-5 და მე-10 მუხლებით, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო სააპელაციო საჩივარზე (მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით) დართული მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც განმარტა, რომ ქ.…
- საქმე №ას-979-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
…კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე, მიუთითა გამოსაკვლევ საკითხთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი…
- საქმე №ას-879-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-686-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-824-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1029(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1104(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ას-524-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2023
- საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-28-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
- საქმე №ბს-456(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-300(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-360(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-567-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2022
- საქმე №ას-89-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-76(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ას-830-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
- საქმე №ას-962-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2021
- საქმე №ას-826-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2021
- საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
- საქმე №ბს-929(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
- საქმე №ას-1137-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
- საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №ბს-1427(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2020
- საქმე №ბს-165(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
- საქმე №ას-909-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2020
- საქმე №ას-1092-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ას-1949-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ბს-414-411(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-629(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 158-დან.