პრიორიტეტი ითვალისწინებს ამხანაგობების გააქტიურებას საკუთარი და მერიის თანამონაწილეობით საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად. დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ძნელია მოქალაქეებმა საკუთარი სახსრებით მიხედონ საერთო სარგებლობის ქონებას. ფინანსური თანადგომით და თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებით და ღონისძიებებით მერია აქტიურად ეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და ქმნის ხელსაყრელ პირობებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.
5.1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა
ქალაქში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად დღეისათვის მეტად აქტუალურია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, რომელთა მიზანია პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული პოზიციებიდან, თანადაფინასების პრინციპით სისტემატიურად განახორციელონ მათთვის საჭირო პროექტები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მრავალბინიანი კორპუსების ინფრასტრუქტურას და კომუნალურ პირობებს. დედაქალაქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: შენობის სახურავის შეკეთებას (ბრტყელი გადახურვა და ქანობიანი გადახურვა); ლიფტების მიმდინარე შეკეთებას; შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებას; ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენების (არა ინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრას; სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებას; ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირებას (წითელ ხაზებში მოქცევა); სადარბაზოების შიდა რემონტს; სადარბაზოს შესასვლელი კარების დამზადება-მონტაჟს; პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებას და სხვა ღონისძიებებს
5.2 მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც გავლენას მოახდენს რაიონის ან უბნის ეკონომიურ, სოციალურ, დემოგრაფიულ, კულტურულ, ეკოლოგიურ თუ ვიზუალურ განვითარებაზე;
დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც მიიღებს მეტ ხმას და რომლებიც გათვალისწინებული არ არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში;
პროექტების ინიცირება და ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც საუბნო სამსახურში, ასევე online მეთოდი