ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე მოსახლეობის დახმარება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში თბილისისთვის კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ ოჯახთა (70000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნით განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის: სხვადასხვა ოპერაციების დაფინანსება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება და სხვა. ამასთან, თბილისის რაიონული გამგეობებიდან ხორციელდება მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებები.

6.1 ჯანმრთელობის დაცვა

სამედიცინო და პროფილაქტიკური უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო დაზღვევის არმქონე მოსახლეობის ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება. როგორიცაა ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, მოსახლეობის უფასო, სრულყოფილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (6.1.1)

მოსახლეობისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომი, დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა და კონკრეტულ შემთხვევებში სტაციონარში გადაყვანა.

სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების

სკრინინგი (გაეროს ფონდის თანადაფინანსება) (6.1.2)

ონკოლოგიური დაავადებები გლობალური პრობლემაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უკავია სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის. მაღალკვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: სარძევე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები; ამბულატორიულ-ქირურგიული ოპერაციები), საშვილოსნოს ყელის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 25-60 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები), წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 45-70 წლამდე ასაკის მამაკაცების გამოკვლევები), სწორი ნაწლავის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის მოქალაქეების გამოკვლევები).

გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (6.1.3)

მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის გაუმჯობესება, დაავადებათა დროული გამოვლენა, პროფილაქტიკური გამოკვლევების დროული ჩატარება ინფექციის წყაროსა და დაავადების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მათ საწინააღმდეგო სრულყოფილი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება გადამდებ დაავადებათა რეგისტრაცია, იდენტიფიცირება, ადგილობრივი და შემოტანილი შემთხვევების შესწავლა, დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა, დროული ეპიდღონისძიებების გატარება, მ.შ. პროფილაქტიკური აცრებისა და კონტაქტირებულებში ლაბორატორიული კვლევისა და პროფილაქტიკური მკურნალობის ორგანიზება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (6.1.4)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცელდება 60 წლამდე ქალების და 65 წლამდე მამაკაცების კვანძოვანი ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის ადენომის ქირურგიული ოპერაციები ზოგადი ანესთეზიით.

ნუშურა ჯირკვლების და ადენოიდების ქირურგიული მკურნალობა (6.1.5)

ნუშურა ჯირკვლების ქირურგიული მკურნალობის პროგრამა (6 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში) ზოგადი ანესთეზიის გარეშე.ადენოიდების ქირურგიული მკურნალობის პროგრამა (6 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში) ზოგადი ანესთეზიის გარეშე.

გრიპის ეპიდემიასთან ბრძოლა (6.1.6)

მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების გაწევა.

ნაღვლის ბუშტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (6.1.7)

60 წლამდე ქალების და 65 წლამდე მამაკაცების ნაღვლის ბუშტის დაავადებების ქირურგიული ოპერაციები ზოგადი ანესთეზიით ლაპარასკოპიული მეთოდით.

საშვილოსნოს დაავადებების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა (6.1.8)

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად, ჰისტერექტომია და დამატებით ომენტექტომია (საკვერცხის კიბოს დროს), გაფართოებული ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ტანის კიბოს დროს).

ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია (6.1.9)

ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; ნარკომანიით დაავადებული ბენეფიციართა ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის თანადაფინანსება; ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა (სტაციონარული დეტოქსიკაცია) და პირველადი რეაბილიტაცია, ასევე მათი ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა და სამედიცინო მეთვალყურეობა.

6.2 სოციალური დაცვა

სამედიცინო და პროფილაქტიკური უზრუნველყოფის სფეროში მოსახლეობის ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება სოციალური დაცვის ღონისძიებების დაფინანსება. სხვადასხვა სოციალური დახმარებები გაეწევათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებული ოჯახებს (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები). ასევე სოციალური დახმარებები, მომსახურებები და შეღავათები გაეწევათ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს.

კომუნალური ვაუჩერი (6.2.1)

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს გამოეყოფა 250 ლარი, რომლითაც ანაზღაურდება კომუნალური მომსახურების ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ღირებულება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით, ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

ყველა სხვა კატეგორიის ოჯახებზე გამოიყოფა 100 ლარი, რომელიც ჩაირიცხება კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი, დასუფთავება) სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე.

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება (6.2.2)

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვით), საბანკო პლასტიკურ ბარათზე ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. განცხადების საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმების საფუძველზე მონაცემთა ბაზაში ოჯახის არყოფნის პეიოდში მისაღები თანხა, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა დარჩა 70000 და დაბალი. თანხა დაერიცხება მერიის მიერ შერჩეულ ბანკში უფლებამოსილი პირის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშზე ბანკის მიერ ბენეფიციარებზე გაცემული პლასტიკური ბარათების გათვალისწინებით მოწოდებული რეესტრების შესაბამისად, მათ შორის იმ ბენეფიციარებზე რომლებმაც ბანკიდან დაგვიანებით გაიტანეს პლასტიკური ბარათები.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი

მატერიალური დახმარება (6.2.3)

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 600 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, ყოველ შემდეგ ახალშობილზე თანხა გაიზრდება 200 ლარის ოდენობით. განცხადების საფუძველზე თანხა დაერიცხება იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ბავშის დაბადების თვეს ფიქსირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამის თვეში მოწოდებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია (6.2.4)

განცხადების საფუძველზე ქ. თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 წლამდე (1993 და შემდგომ წლებში დაბადებული მოზარდები) ასაკის მოზარდთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ნოზოლოგიების მიხედვით კონტიგენტის შერჩევა, განაწილება, ნაკადების დაკომპლექტება და მთისა და ზღვის კურორტების საგზურებით უზრუნველყოფა; პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ აგრეთვე ის 20 წლამდე მოზარდები, რომლებიც არიან: ა) ქ.თბილისის საჯარო სკოლების არათბილისელი მოსწავლეები; ბ) თბილისის სპეციალიზირებული დღის ცენტრების არათბილისელი ბენეფიციარები; დამატებითი საგზურები აგრეთვე გაიცემა შშმ ბავშვის ტყუპისცალზე, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად; გაწეული მომსახურების მონიტორინგი.

100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება (6.2.5)

ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეების პატივისცემა და ღვაწლის დაფასება, მათი თანადგომა და მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 100 წელს მიღწეულ და გადაცილებულ ხანდაზმულთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებგაცემა 400 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთათვის (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით) - 600 ლარის ოდენობით. განცხადების საფუძველზე თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომლსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდება 100 და მეტი წელი (ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარის კუთვნილი თანხა გადაეცემა მის ოჯახს).

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება (6.2.6)

პროგრამა მიზნად ისახავს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის:

2012-2013, 2013-2014 სასწავლო წლებისათვის თბილისის ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სწავლების ერთი დამატებითი სემესტრი) საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის (არაუმეტეს უმაღლესი სახელმწიფო გრანტის ოდენობის ¼–სა სემესტრში) დარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშებზე სემესტრების მიხედვით. 70% გრანტის შემთხვევაში მოხდება დარჩენილი 30%-ის შევსება სახელმწიფო გრანტის სრულ ოდენობამდე

თანხის ანაზღაურება მოხდება:

1. სტუდენტის მიერ საბიუჯეტო წელს შემოტანილი განცხადებით მომართვის საფუძველზე;

2. განცხადების შემოტანის თვეში ან მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირების შემთხვევაში.

3. გამონაკლისს წარმოადგენენ წინა სასწავლო წლის პირველი სემესტრის განცხადებები, რომელთა განცხადებების გახილვა არ მოხდა ტექნიკური მიზეზის გამო და რომელთა თანადაფინანსების საკითხი განიხილება და გადაწყდება ინდივიდუალურად.

18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მერიის მიერ დაფუძნებული სამუსიკო სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრების და სპორტული სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

1. სწავლების დაფინანსება ერთი ბენეფიციარისათვის მოხდება ბენეფიციარის მიერ სამი სხვადასხვა სახეობიდან თითო–თითოს შერჩევის უფლებით.

2. ხელოვნებიდა და სამუსიკო სკოლებში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება წლის განმავლობაში ერთხელ – სექტემბრის თვეში (სასწავლო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე) სწავლება 10 თვე;

3. სპორტულ სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება წლის განმავლობაში ორჯერ – იანვარსა და სექტემბერში, სწავლება 10 თვე.

მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციართათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვის ცენტრისათვის საბეჭდი მოწყობილობების, კარტრიჯებისა და საწმენდი მასალის შესყიდვა.

სხვა ღონისძიებები.

სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება (6.2.7)

განხორციელდება სოციალურად დაუცველი და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება. პროზექტურებში განთავსებული უპატრონო მიცვალებულებისათვის სარიტუალო მომსახურების გაწევა, კერძოდ: სანიტრის მომსახურება, სუდარის დამზადება, მოზრდილი უზედამხედველო მიცვალებულისათვის ლითონის ფირფიტის დამზადება, კატაფალკის მომსახურება, სამარხზე მომსახურება (სამარის გათხრა ჩასვენება, სამარის ამოვსება, ბორცვის მოწყობა). სოციალურად დაუცველი (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით) გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე. მომსახურება მოიცავს სამარის გათხრას, ჩასვენებას, სამარის ამოვსებას, ბორცვის მოწყობას.

ყრუ ინვალიდთათვის თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფა (6.2.8)

ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. განხორციელდება პროგრამის კოორდინატორის, თარჯიმნებისა და სოციალური მუშაკების ხელფასის, საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება; პროგრამის მიმდინარეობაზე ყოველთვიური მონიტორინგის წარმოება.

სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები ( 6.2.9 )

ქვეპროგრამის მიზანია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა ბენეფიციარების ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებაში რეინტეგრაცია.

უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საწოლს ან სახლს მიჯაჭვული მარტოხელა ბენეფიციარების შინმოვლა, რომლებსაც ფიზიკური თუ ფსიქიკური პათოლოგიის გამო ესაჭიროებათ დახმარება.

ასევე განხორციელდება მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის დახმარებების გაწევა, მათ შორის სამედიცინო დახმარება.

ომის ვეტერანების დახმარება (6.2.10)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ღვაწლის დაფასება, თანადგომა და მხარდაჭერა; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა; ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის ვეტერანების წახალისება.

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) M3 კატეგორიის ავტობუსით და საბაგირო გზით საქალაქო

რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (6.2.11)

ქვეპროგრამის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფით მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ამაღლება.

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყველებით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის რომლებიც სარგებლობენ ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება, გარდა იურიდიული პირებისათვის („კორპორატიული კლიენტი“) დაწესებული შეღავათებისა.

სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში (6.2.12)

სოციალურად დაუცველი ოჯახების საბინაო პრობლემების მოგვარება; არსებულ სოციალურ სახლებში პროგრამით დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურება; კომუნალური გადასახადების თანაგადახდის ფონდის განკარგვა;თემის განვითარების ფონდის განკარგვა.

მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა (6.2.13)

ქ.თბილისში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების გადახდა.

უფასო სასადილოებით მომსახურება (6.2.14; 6.2.14.1; 6.2.14.2; 6.2.14.3; 6.2.14.4; 6.2.14.5.)

რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დახმარება. რაიონში მცხოვრებ ბენეფიციართა რაოდენობის დაზუსტება და მათი უფასო კვებით უზრუნველყოფა.

გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებები ( 6.2.15; 6.2.15.1; 6.2.15.2; 6.2.15.3; 6.2.15.4; 6.2.15.5; 6.2.15.6.)

რაიონში მცხოვრები, გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარება. განხორციელდება: რაიონში მცხოვრებ მეომართა და გარდაცვლილ მეომართა ოჯახების საინფორმაციო ბაზის შექმნა; გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა 350 ლარის ოდენობით.

დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია ( 6.2.16 ; 6.2.16.1 ; 6.2.16.2 ; 6.2.16.3 ; 6.2.16.4 ; 6.2.16.5 ; 6.2.16.6 .)

დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით. რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია).

ომის ვეტერანების დახმარების პროგრამა ( 6.2.17 ; 6.2.17.1 ; 6.2.17.2 ; 6.2.17.3 ; 6.2.17.4 ; 6.2.17.5 ; 6.2.17.6 .)

ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება და მათი მორალური მხარდაჭერა. ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება და მათი დახმარება.

სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები ( 6.2.18 ; 6.2.18.1 ; 6.2.18.2 ; 6.2.18.3 ; 6.2.18.4 ; 6.2.18.5 ; 6.2.18.6 )

მიზანია რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმწეო მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესება. განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების შემწეობები და დახმარებები. შემოსული განცხადებების საფუძველზე სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსებ