პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და გარე-იერსახე, მცენარეთა ფიტო-სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიწმინდოს თბილისის საჰაერო აუზი. შეიქმნება ახალი დეკორატიული კუთხეები. ახალი სკვერების მოწყობა და არსებულის რეკონსტრუქცია-რესტავრაციით დედაქალაქს შეემატება თანამედროვე ტიპის საერთო სარგებლობის დასასვენებელი კერები. მსოფლიოს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ცოცხალი კოლექციის შენახვა, როგორც საექსპოზიციო, ასევე საგანმანათლებლო მიზნით ხელს შეუწყობს ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას და სხვა.

3.1. გამწვანების ღონისძიებები

პროგრამის განხორციელებით გაუმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, გარე-იერსახე და ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო. მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიწმინდოს თბილისის საჰაერო აუზი. ფერდობების, ბაღების, სკვერების მოვლა–პატრონობა; გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა, მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება და შემდგომი მოვლა-პატრონობა; მცენარეთა შესყიდვა, (სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ბუჩქები, ხე-მცენარეები); ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე გაზონების მოწყობა (რულონი); ქ.თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მწვანე თარგებიდან სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენის მოშორება და მისი ნოყიერი და ყამირი ფენით შევსება; ხეების მოჭრა-გადაბელვა და კუნძების ამოღება-გატანა; ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეების მავნებელ დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის აგრო-ტექნიკური ღონისძიებები (გასხვლა, შეწამვლა); ზრდასრული ხე-მცენარეების გადარგვა და რეკულტივატორით გადარგული ხე-მცენარეების მორწყვა; სარწყავი ქსელების რეკონსტრუქცია და ახლის მოწყობა; სხვადასხვა ტერიტორიაზე სკვერების; საპარკე ფურნიტურის მონტაჟი სარეკრეაციო ზონებში და სხვა ღონისძიებები.

3.2. დასუფთავების ღონისძიებები

სანიტარიული წესრიგის შენარჩუნების მიზნით დასუფთავების ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირება.

3.3. თბილისის ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა

მსოფლიოს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ცოცხალი კოლექციის შენახვა, როგორც საექსპოზიციო, ასევე საგანმანათლებლო მიზნით ხელს შეუწყობს ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას. პროგრამა მიზნად ისახავს:

ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობას და ზოოლოგიური პარკის ბინადართა მოვლა-პატრონობას და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის და ბოტანიკური ბაღის შექმნას; ვიზიტორების უსაფრთხოებას; იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფას მათი დაცვის, კონსერვაციისა და რეპროდუქციის მიზნით;

განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებას და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ;

საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას და გაწევრიანებას, რაც საშუალებას მისცემს ზოოლოგიურ პარკს და ბოტანიკურ ბაღს მიიღოს დროული ინფორმაცია და რჩევები უცხოელი კოლეგებისგან, გააგზავნოს თანამშრომლები სტაჟირებაზე ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად, გაამდიდროს და გააფართოვოს ცხოველებისა და მცენარეების კოლექცი