1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება დედაქალაქისათვის. ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქის გზების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად გზების გარკვეული ნაწილი მოითხოვს სარეაბილიტაციო, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს და გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება
ქალაქის გზებისა და ქუჩების გარკვეული ტექნიკურად მოძველებული ნაწილი ნაკლებად გამტარუნარიანია და საჭიროებს მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას. გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, შემცირდება საცობების რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მაჩვენებლებზე. პროგრამის მიზანია გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
1.1.1. გზების მშენებლობა და აღდგენა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედაქალაქში გზის საფარის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების და მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას.
(1.1.2), (1.1.3),(1.1.4),(1.1.5),(1.1.6),(1.1.7) გზების მოვლა-შეკეთება ქ.თბილისის რაიონებში
ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზებისა და შიდა ეზოების მიმდინარე შეკეთება, რომელიც განაპირობებს რაიონში არსებული გზის საფარის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნება-გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უსაფრთხო გახდება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
1.2. ტრანსპორტის განვითარება
პროგრამის მიზანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების განხორციელება, რაც მოიცავს, ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების მოწესრიგებას და ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. ასევე მეტროს სადისპტეჩერო სისტემის რეკონსტრუქცია-განახლებას და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციას.
1.2.1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის, ქუჩებსა და მოედნებზე ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მაქსიმალურად უზრუნველყოფა; მოსახლეობის ინფორმირება სამარშრუტო ხაზზე ავტობუსის მოძრაობის ინტერვალის შესახებ;
საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა; ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნები ერთკომპონენტიანი საღებავით; ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმოპლასტით და ცივი პლასტით, ძველი საგზაო მონიშვნის წაშლა; სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის ხელოვნური უსწორმასწორებების (ბორცვები) მონტაჟი, ძველის დემონტაჟი; საგზაო ნიშნების შეძენა, მონტაჟი; გადასასვლელების მოწყობა ფერადი ფილებით; ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი; ელექტრონული ტაბლოებისათვის დგარების მონტაჟი; ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების ძაბვის გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების სამუშაოები; გზაჯვარედინების მოწყობის საპროექტო სამუშაოები; გზაჯვარედინების
მოწყობა; შუქნიშნის ობიექტების რეკონსტრუქცია და მართვის ცენტრთან მიერთება; შუქნიშნის ობიექტების რეკონსტრუქციისა და მართვის ცენტრთან მიერთების ექსპერტიზა; მიმართულების წინასწარი მაჩვენებლების პროექტირება, მონტაჟი; საგზაო ზღუდარების დემონტაჟი და მონტაჟი; სფერული სარკეების მონტაჟი; შუქნიშნის მართვის ცენტრის ექსპლუატაცია და სხვა ღონისძიებები.
1.2.2. საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია
მეტროს ვაგონებით მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოძველებული მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია;
მეტროს ინვენტარული პარკი 195 ვაგონისაგან შედგება. 2006-2011 წლებში მოდერნიზებულია 103 ვაგონი. 2012 წლის ბოლომდე განხორციელდება 14 ვაგონის მოდერნიზება, მათ შორის, 7 სათავო და 7 შუა ვაგონი. 2013 წელს მოდერნიზაციას ექვემდებარება 14 ვაგონი.
1.2.3. მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია და მშენებლობა
მეტროს მოძველებული სადისპეტჩერო სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა. ახალი სადისპეტჩერო სისტემის მოწყობა, ტექნიკური გადაიარაღება.
1.2.4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება
პროგრამის მიზანია „ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა