მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, რაც სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეალურ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. გარდა ამისა, დედაქალაქში ამჟამად მრავლად არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. ამ მიზნით გათვალისწინებულია ქ.თბილისში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მხარდაჭერას ერთობლივი პროექტების განხორციელებით, გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას და სხვადასხვა კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას.
2.1. საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია
პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების (კომუნიკაციები, საყრდენი კედლები, ხიდები და გვირაბები) მოწესრიგებას. დედაქალაქში ამჟამად მრავლად არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. დაგეგმილია თბილისში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გაუმჯობესება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
2.2. ავარიული შენობების გამაგრება
პროგრამა ითვალისწინებს საბინაო - საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა ფაქტორები (მ.შ. სტიქიური მოვლენები) რეალურ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. ამისათვის დაგეგმილია თბილისში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავარიული შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს ავარიული საცხოვრებელი სახლების შემცირებას, ავარიული შენობების ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილების შედეგად მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვას.
2.3. საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოები, ექსპერტიზა, ტექნიკური პირობები, კონსერვაცია და სხვა ღონისძიებები
სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარებას, პროექტების ექსპერტიზას და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტის მიზანია სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით.
2.4. ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
დღეისათვის უაღრესად აქტუალურია დედაქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის ცალკეული სექტორების მხარდაჭერა ერთობლივი პროექტების განხორციელებით. პარტნიორი სამშენებლო კომპანიების მიერ დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულებისა და მოსახლეობისათვის ახალი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის კვალობაზე, ქ. თბილისის მერია შეისყიდის პროექტით გათვალისწინებულ არეალში გამოთავისუფლებულ მიწებს.
2.5. გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია
პროგრამის მიზანია ქალაქში განათებული ქუჩების და მხატვრულად მინათებული შენობა-ნაგებობების რაოდენობისა და განათების ინტენსიობის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ქ.თბილისის ქუჩების, მოედნების, მაგისტრალების, საცხოვრებელი მასივების, შიდა კვარტალების, ბაღ-სკვერების, ხიდების, გზატკეცილების გარე განათების არსებული ქსელის განათებასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობათა მხატვრულ მინათებას. გარე განათების ქსელის რეკონსტრუქციას და სწორ ექსპლოატაციას. ქალაქის გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოხდება: გარე განათების ქსელის ცენტრალიზებული მართვის სისტემების სრულყოფა; გარე განათებისა და სკვერების განათების ბოძების დიზაინის გაუმჯობესება. ელექტროუსაფრთხოების ღონისძიებების რეგულარული გატარება. გარე განათების ქსელის მოდერნიზაცია-განვითარება.
2.6. სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობა
ქალაქის კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების დაახლოებით 10% სარეკონსტრუქციოა, კვეთის სიმცირის გამო. პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის ქუჩების სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას (ექსპლოატაცია), მიმდინარე შეკეთებას, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიმღებების, საკონტროლო ჭების, გვერდმიმღებების მოწყობას, კიუვეტების გაწმენდას. პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სათავე ნაგებობების წესრიგში მოყვანა.
2.7. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში ხდება დედაქალაქის გაფორმება დღესასწაულებისთვის, ეროვნული და სხვადასხვა ღონისძიებების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის შესაბამისად. პროგრამის მიზანია დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმება, სხვადასხვა ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა.
2.8. მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის სამუშაოები
დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები თავისი კომუნიკაციებით და მოწყობილობებით რთულ საინჟინრო კომპლექსურ ნაგებობებს წარმოადგენენ. მიწისქვეშა გადასასვლელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დროული მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებების განხორციელება. პროგრამის მიზანია მიწისქვეშა გადასასვლელების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთება და მიწისქვეშა გადასასვლელების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2.9. კეთილმოწყობის ღონისძიებები
პროგრამის მიზანია დედაქალაქისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება.
2.9.1. კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძებები
დედაქალაქის საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; ვაზიანის ქიმიური სამარხის მოვლა-პატრონობა; შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (ექსპლოატაცია); დახურული ნაგავსაყრელი პოლიგონების დაცვა; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა.
(2.9.2) (2.9.3) (2.9.4) (2.9.5) (2.9.6) (2.9.7) ქ.თბილისის რაიონების კეთილმოწყობის ღონისძიებები
ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას რაიონის მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. განხორციელდება არსებული სკვერების, სპორტული მოედნების და კორპუსებიდან სატრანსპორტო კვანძზე ჩამოსასვლელად კიბეების მოწყობა-რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელების აღდგენა-რეაბილიტაცია, ავარიული და ზეხმელი ხეების გადაბელვის სამუშაოები, დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა და ახლის მოწყობა, რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების დახმარება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ელემენტების შეკეთება: აივნები, პარაპეტები, კოლონები, კიბის უჯრედები, სადარბაზოს წინფარები, სახურავები და სხვა ღონისძიებები.
2.9.8. მოძრავი ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვა
დედაქალაქის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვა; სასაწყობო მეურნეობის მოვლა-მოწესრიგება და სხვა ღონისძიებები.
2.9.9. უკანონო ნაგებობების დემონტაჟი
უკანონო და უსახური შენობა-ნაგებობების არსებობა ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს და ზღუდავს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეებით სარგებლობას. ამავდროულად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობების შედეგად ხდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უკანონო ხელყოფა. დაგეგმილია გამოთავისუფლდეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთები მასზე არსებული უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობებისაგან, უკანონო და უსახური კონსტრუქციების დემონტაჟის გზით შენარჩუნდეს და მოწესრიგდეს დედაქალაქის იერსახე და გამოთავისუფლდეს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეები უკანონო შეზღუდვებისგან