სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმირება, საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს დედაქალაქის საგანმანათლებლო -სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. ურბანული კულტურის განვითარებასა და საერთაშორისო შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროცესებში აქტიურ ჩართვას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

7.1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა

პროგრამის მიზანია დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დაფინანსება და სხვა კატეგორიის ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა თანადაფინანსება; საბავშვო ბაგა-ბაღების რეფორმისა და მართვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

7.2 განათლების ხელშეწყობა

პროგრამის მიზანია განახორციელდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისელების საგანმანათლებლო და შემეცნებითი დონის ამაღლებას. უზრუნველყოფს დედაქალაქის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. ურბანული კულტურის განვითარებასა და საერთაშორისო შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროცესებში აქტიურ ჩართვას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

აღზრდისა და დამატებითი განათლების ღონისძიებები (7.2.1)

პროგრამის მიზანია მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება.

განხორციელდება მოზარდთათვის შემეცნებით-შემოქმედებითი აქციების, მათ შორის კონკურსების ვიქტორინების, ფესტივალების მოწყობა; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვის მხარდაჭერა; საგანმანათლებლო ღონისძიებები ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სხვა ღონისძიებები.

სკოლისგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობა (7.2.2)

ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვისა და საქმიანობის ხელშეწყობა სასწავლო შემოქმედებითი პროექტების განხორციელების გზით; საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოში დანიშნული თვითმმართველობის წარმომადგენელთა ხელფასებით უზრუნველყოფა, რაც თვითმმართველობის ორგანოს შესაძლებლობას მისცემს უკეთესად გაეცნოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პრობლემებს, ხელი შეუწყოს პრიორიტეტებისა და მის შესაბამისად დაგეგმილი საქმიანობების წარმატებულ განხორციელებას, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას მართვის საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა (7.2.3)

ქ.თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების საზოგადოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ტელე-რადიო, პოლიგრაფიული, ინტერნეტ რესურსების მეშვეობით.

ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (7.3)

ევროპის სხვადასხვა ქვეყნების აპრობირებულ მეთოდებზე დაყრდნობით, დღის წესრიგში დადგა საბიბლიოთეკო ქსელის ოპტიმიზაციისა და თანამედროვე ევროპული ქვეყნისათვის მისაღებ ფორმატში ჩამოყალიბების საკითხი და შესაბამისად, ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გადახალისებას და დაკომპლექტებას ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შესაბამისი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას, ასევე ქსელის კომპიუტერიზაციას, ელექტრონული მედიათეკის შექმნას, ბიბლიოთეკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვას და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას და ა.შ. რათა სერვისი მოსახერხებელი და მარტივი გახდეს მომხმარებლებისა და მომუშავე პერსონალისთვის. თბილისის მთავარი ბიბილიოთეკა აერთიანებს 38 ფილიალს თბილისის სხვადასხვა უბანში და შემოერთებული ტერიტორიების 6 ბიბლიოთეკა