მდგრადი ეკონომიკური განვითარების და ზრდის მისაღწევად, აუცილებელია ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნას. შესაბამისად, წარმოადგენს ინვესტიციების მოზიდვის საფუძველს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს; აუცილებელია საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნით ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს თბილისში არსებული საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების დემონსტრირებას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში; თბილისის ცნობადობის ასამაღლებლად ბიზნეს ფორუმების ჩატარება, საერთაშორისო კონფერენციებში, ტურისტულ, უძრავი ქონების და სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის მიღება; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება; თბილისის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება; ევროპის ქალაქთა ქსელში აქტიური ჩართულობა; დასაქმების ხელშეწყობა; მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა; თბილისის გადაქცევა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების ადგილად და ა. შ.

4.1 ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

დედაქალაქში ბიზნესის ხელშეწყობა ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის დონის შემცირებას. ზოგს სჭირდება დახმარება საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებაში, ზოგიც არსებული ბიზნესის განვითარებაში. ასევე ზოგს ესაჭიროება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თბილისში ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: დახმარება იაფი კრედიტის მიღებაში, ბიზნეს-კონსულტაციები, ტრენინგები და ა.შ.

4.2 თბილისი - შეხვედრებისა და შესაძლებლობების ქალაქი

დედაქალაქის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც განაპირობებენ ქალაქის შესაძლებლობათა რეალიზაციას, თბილისის საინვესტიციო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესაძლებლობების წარმოჩენას და მის გადაქცევას ბიზნესფორუმების, გამოფენების, კონფერენციებისა და შეხვედრების ადგილის ცენტრად. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თბილისის, როგორც რეგიონალური ცენტრის როლის განმტკიცებას. დაგეგმილია ეკონომიკური და ბიზნეს ფორუმების, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანი ღონისძიებების ორგანიზება; ვიზიტორებისა და პოტენციური ინვესტორების თბილისით დაინტერესება; თბილისის ეკონომიკის ცალკეული სექტორების კვლევა დაინტერესებული პირებისათვის გასაცნობად და ა.შ.

4.3 თბილისის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგი და კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვა

თბილისის განვითარების სტრატეგია, როგორც განვითარების ერთიანი სამოქმედო დოკუმენტი მნიშვნელოვანია ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისათვის. თბილისის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი მოითხოვს მუდმივ განახლებას, შესრულების მონიტორინგს და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას. ამ პროცესების ხელშესაწყობად, ქალაქის მერიაში 2012 წელს დაინერგა კაპიტალური ინვესტიციების და ბიუჯეტირების თანამონაწილეობითი პროცესი. კერძოდ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით შემუშავდა კაპიტალური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, განხორციელდა რიგი ღონისძიებები. 2013 წელს იგეგმება პროექტის მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და შეფასება, მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისათვის; კაპიტალური ინვესტირების დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა სპეციალური ინტერაქტიული ვებ-გვერდის საშუალებით; ჩატარდება თბილისის ბრენდინგთან დაკავშირებული ღონისძიებები.

4.4 თბილისი - ქალაქთა ქსელებსა და ევროპულ პროექტებში

თბილისის მდგრადი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქების საერთაშორისო ქსელში ჩართულობას, საერთაშორისო მასშტაბით დედაქალაქის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საიმედო კონკურენტუნარიანი პარტნიორის იმიჯის ჩამოყალიბებით. აგრეთვე, საზღვარგარეთის ქალაქების წარმატებულ გამოცდილებათა გაზიარებას და მათ დანერგვას. პროგრამის მიზანია: ქალაქების საერთაშორისო ქსელში აქტიური ჩართულობა; ევროპის მთავარი ქალაქთა ქსელის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ევროკავშირის პროგრამების თანადაფინანსება; ევროპის ღია დღეებისა და ენერგეტიკის დღეების მოწყობა; მერების შეთანხმების ყოველწლიურ კონფერენციებში მონაწილეობა; მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე ანგარიშის მომზადება; თვითმმართველობებში ენერგიასთან დაკავშირებული სფეროების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მერების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ინოვაციური საშუალებების გაზიარება და სხვა.

4.5 მოქალაქეთა გადამზადების კურსები

სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმების ხელშეწყობა. განხორციელდება: მოქალაქეთა გადამზადება, რათა მათ შეიძინონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დამატებითი უნარ-ჩვევები. მოქალაქეთათვის ინგლისურისა და კომპიტერის შემსწავლელი კურსების ორგანიზება; „ცოდნა თქვენი დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩართულ მოქალაქეთა ინგლისური ენისა (სწავლების სხვადასხვა დონის შესაბამისად) და კომპიუტერის სახელმძღვანელოებით, საკანცელარიო ნივთებით, სხვადასხვა ინვენტარით უზრუნველყოფა და სხვა.

4.6 თბილისელების ადვოკატი

თბილისის მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა და უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს თბილისის მოსახლეობას საკუთარი უფლებების სამართლებრივ დაცვასა და რეალიზაციას. გათვალისწინებულია თბილისის მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა; თბილისის მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; მცირე და საშუალო მეწარმეთათვის საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება.

4.7 მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა

პროგრამის მიზანია თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური სისტემის დანერგვა, მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თბილისის მერიის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა. პროგრამაში გათვალისწინებულია თბილისის ბიუჯეტის და მერიის ერთიანი სააღრიცხვო მოდელის შექმნა, შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა და სახელმწიფო შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მომსახურება.

ქალაქ თბილისის ბიუჯეტის და მერიის ერთიანი სააღრიცხვო

მოდელის შექმნა (4.7.1)

ქვეპროგრამის მიზანია თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური სისტემის დანერგვა. პროგრამა ასევე მოიცავს ტრენინგებს, კონსულტაციებს, სისტემის ტექნიკური მხარდაჭერასა და პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრას.

შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა (4.7.2)

ქვეპროგრამის მიზანია სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შემდგომში თითოეული მათგანის კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის ამაღლება.

სახელმწიფო შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მომსახურება (4.7.3)

ქვეპროგრამის მიზანია საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების ექსპერტული ანალიზის შედეგად დადგენის მომსახურების შესყიდვა