დედაქალაქის კულტურული ცხოვრება ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ღონისძიებების სიმრავლით, რაც ხელს უწყობს, როგორც ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, ასევე ქალაქის, როგორც კავკასიის რეგიონში განსაკუთრებულად კულტურული სტატუსის დამკვიდრებას. პრიორიტეტი გულისხმობს ჩვენი ქვეყნისათვის შესაბამისი იმიჯის ჩამოყალიბების მიზნით ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც პოზიტიურად წარმოაჩენს ქვეყანას, გააღვივებს ინტერესს მის მიმართ, ხელს შეუწყობს ქართველი ხელოვანების წარდგენას საერთაშორისო სარბიელზე და მათთვის მსოფლიო კულტურულ სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ტრადიციების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით; საერთაშორისო თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინოხელოვნების და ფესტივალების მეშვეობით ხელოვნების პოპულარიზაცია, ადგილობრივი თეატრების ხელშეწყობა. პრიორიტეტის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; სპორტის სხვადასხვა სახეობის, საქართველოს ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობას; სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობას; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებას; სპორტული მოედნების მშენებლობას თბილისის ყველა უბანში; ახალგაზრდების სხვადასხვა ასპარეზზე მხარდაჭერას და მათი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

8.1 თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა

თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თეატრების არსებული მდგომარეობის შეფასებას და დახმარებას რეპერტუარის განახლებაში, თითოეული თეატრის მოთხოვნების, სტრუქტურის, შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით; ადგილობრივი თეატრების ხელშეწყობას სპექტაკლების დადგმის ხარჯის გაწევით და ტექნიკური აღჭურვით. საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანებისათვის, ხელს შეუწყობს თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრებას, თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო, საუკეთესო ნამუშევრებით და ამ სახით თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარებას, თბილისისათვის საერთაშორისო კულტურული და ტურისტული სტატუსის მოპოვებას და მის მიმართ დაინტერესების ზრდას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრისა და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დაფინანსება.

8.2 სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა

სახელოვნებო განათლება ქვეყნის კულტურისა და განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია როგორც ქართული კულტურის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ხელოვნების განვითარების, ისე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფის საკითხებში.

სახელოვნებო განათლების არაკომერციული მაგრამ მოთხოვნადი სპეციალობების (ქართული ხალხური საგუნდო და მუსიკალური საკრავები - სასულე და სიმფონიური ორკესტრების - ვიოლინო, ვიოლენჩელო, ჩელო, კონტრაბასი, არფა, ფლეიტა, კლარნეტი, ვალტორნა, საქსაფონი, საყვირი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ტრომბონი და სხვა) შენარჩუნების მიზნით:

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით უფასო სწავლება; შოთა შანიძის სახელობის №20 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით უფასო სწავლება; ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 ხელოვნების სკოლაში – ქართული ხალხური საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე უფასო სწავლება; ჰამლეტ გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლაში – თანამედროვე და ტრადიციული მიმდინარეობების განხრით უფასო სწავლება; სასწავლო-შემოქმედებით პროცესში წარმატებული მოსწავლეების სტიპენდიებით, ხოლო მათი პედაგოგების ფულადი წახალისება; ხელოვნების სკოლების პედაგოგთა გადამზადება და სხვა.

8.3 ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია

ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების სრულყოფილი სულიერი აღზრდისათვის აუცილებელია მოსახლეობის ფართო მასებში მუზეუმების საქმიანობის პოპულარიზაცია. აღნიშნული დაწესებულებების მართვის არსებული მექანიზმების მსოფლიოში არსებულ სამუზეუმო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აუცილებელია: ექსპონატთა რეაბილიტაცია, სამუზეუმო ფონდების განახლება, საგანმანათლებლო სამუზეუმო პროექტების განხორციელება, მათი საქმიანობის გააქტიურება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება, სამუზეუმო სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა, მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა და შესაბამისი ფონდების სისტემატიზაცია–განახლება. მოსახლეობის ფართო მასების ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროგრამების შემუშავება ხელს შეუწყობს მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდას და მუზეუმებში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესების კულტურის დამკვიდრებას.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა და 10 ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის სუბსიდირება. მათ შორის: ი. ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, მ. ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გ. ტაბიძის სახლ-მუზეუმი, ვ. ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმი, მ. კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, ს. წერეთლის სახლ-მუზეუმი, ქ. თბილისის თოჯინების მუზეუმი, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეა.

8.4 ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარება

მუსიკის, ფოკლორის, სახვითი ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარება-პოპულარიზაციის ხელშეწყობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ქართული კულტურის ტრადიციების შენარჩუნების, ისე მისი შემდგომი განვითარებისა და მსოფლიო კულტურულ სივრცეში ინტეგრირების თვალსაზრისით. პროგრამა გულისხმობს ქართული ფოლკლორისა და ხელოვნების ტრადიციების დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით; საშემსრულებლო, ვიზუალური, სამუსიკო და თეატრალური ხელოვნების, ქართული საესტრადო ტრადიციების აღდგენას, საესტრადო მუსიკის სწორი მიმართულებით განვითარებას, ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; პროგრამა მიზნად ისახავს:

საკონცერტო ორკესტრის “ბიგ-ბენდი” განვითარებას, რეპერტუარის განახლებას;

ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის საქმიანობის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესებას ხელოვნების სხვადასხვა დარგით და მათ მიზიდვას საგანმანათლებლო-სახელოვნებო სივრცეში;

კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლა–პატრონობას და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებებს.

8.5 კულტურის ღონისძიებები

დედაქალაქის კულტურული ცხოვრება ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ღონისძიებების სიმრავლით, რაც ხელს უწყობს, როგორც ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, ასევე ქალაქის, როგორც კავკასიის რეგიონში განსაკუთრებულად კულტურული სტატუსის დამკვიდრებას.

პროგრამა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენას, მათ ხელშეწყობას და მათი პროექტების მეშვეობით ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას, საზღვრებს გარეთ დედაქალაქის სათანადო იმიჯის ჩამოყალიბებას, დაძმობილებულ ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნებას და გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მსოფლიო კულტურულ რუკაზე თბილისის მიერ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების მეშვეობითაა შესაძლებელი.

სახელმწიფო სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნა, ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც დღესასწაულების ფარგლებში სხვდასხვა ჟანრის ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი.

პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკოს სფერო თუ ლიტერატურა. ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების ნამუშევრების გამოქვეყნებას. სხვადასხვა თეატრებსა თუ დამოუკიდებელ რეჟისორებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ თავისუფალი თეატრალური პროექტები სხვადასხვა სცენებზე. ყოველწლიურად იზრდება ხელოვანთა ინტერესი და მათი ჩართულობა განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, რაც განაპირობებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემოქმედების რეალიზებას საქართველოს დედაქალაქში.

8.6 სპორტის განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის ძირითადი არსია: სპორტის განვითარება, ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები), საქართველოს ჩემპიონატების და პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის პოპულარიზაცია. სპორტსმენთათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების, სპორტული ობიექტებით, სპორტული ეკიპირებით და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელშეწყობა, მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება, სპორტის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და სხვა.

სპორტული ღონისძიებები (8.6.1 )

სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება–პოპულარიზაცია.

მასობრივი სპორტული ღონისძიებების, თასის გათამაშებების, ქალაქის პირველობების და ჩემპიონატების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობებში;

თბილისის ნაკრები გუნდების საერთაშორისო და რესპუბლიკის ტურნირებში მონაწილეობა;

დედაქალაქის ნაკრები გუნდებისათვის სასწავლო საწვრთნო და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა;

სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელშეწყობა, მათ შორის ქ.თბილისში საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად და სხვა ღონისძიებები.

მწვრთნელთა დახმარება (8.6.2 )

მწვრთნელ-მასწავლებელთა სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, მათი მატერიალური წახალისება და ფინანსური მზარდაჭერა საგრძნობლად შეამცირებს საქართველოდან მათი საზღვრებს გარეთ გადინების პროცესს, გაზრდის მათ დაინტერესებას სასწავლო-საწვრთნო პროცესის ჩატარების მიმართ და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საშეჯიბრო პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების მოძიებასა და გამოვლენას, მათ ჩაბმას სპორტულ ჯგუფებში და მაღალი შედეგების მიღწევას.

სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია (8.6.3 )

პროგრამის მიზანია მოზარდ თაობას შევუქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ მოწყდეს ქუჩის მავნე ზეგავლენას, მიიღოს სპორტული აღზრდა და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ქალაქში უკვე ფუნქციონირებს 600-მდე სპორტული მოედანი. 2013-2016 წლებში დამატებით უნდა მოეწყოს 60-მდე ხელოვნურსაფარინი კომბინირებული სპორტული მოედანი, რაც შესაძლებლობას მისცემს დედაქალაქის მოსახლეობას აქტიურად ჩაებას სპორტში და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი თბილისის ყველა უბანსა და ეზოში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო მასებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სპორტის პოპულარიზაციას.

სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები (8.6.4 )

სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების უკეთეს პირობებში ჩატარებას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება განაპირობებს სპორტსმენთა შედეგების მატებას, აამაღლებს სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობას, რაც შესაბამისად დადებითად წაადგება სპორტის პოპულარიზაციას და განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებშიგანხორციელდება ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის რეკონსტრუქცია.

წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება (8.6.5 )

სპორტის სხვადასხვა სახეობებში პერსპექტიული სპორტსმენი ბავშვების მატერიალური წახალისება ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გაზრდის მათ დაინტერესებას სასწავლო-საწვრთნო პროცესის ჩატარების მიმართ და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საშეჯიბრო პროგრამებში, შექნის მოტივაციას საქართველოს პირველობებში, ჩემპიონატებში, თასების გათამაშებებში და საერთაშორისო ტურნირებში მაღალი შედეგების მიღებსათვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სპორტის განვითარებას, გაზრდის პროფესიონალური სპორტის პოპულარობას, სწორად წარმართავს ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის გამოყენებას.

8.7 ,,თბილისი – 2015” ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებები

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უმაღლესი დონის, ტრადიციული, მრავალპროფილიანი სპორტული მოვლენაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრი ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენთათვის. ფესტივალში, მთელი ევროპიდან, ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენები მონაწილეობენ. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ, როგორც ზაფხულში ისე ზამთარში ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 2015 წელს კი ფესტივალს თბილისი მასპინძლობს. შესაბამისად, ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში - კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, ცურვაში, ტანვარჯიშში, ველოსპორტში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყანა.

8.8 ახალგაზრდული ღონისძიებები

ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისაკენ ითვალისწინებს მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების მხარდაჭერასა და წახალისებას, ტრენინგ–პროგრამების შექმნას, ახალგაზრდების მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებსა და სამუშაო ჯგუფებში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად გამოყენების ორგანიზებას;

ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისების მიზნით: გამოფენების, კონცერტების, ლიტერატურული საღამოების, ფესტივალების, კონკურსების მოწყობა;

ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება კულტურის, სპორტის, მეცნიერება – განათლების, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, სესიებში და კონკურსებში ახალგაზრდების მონაწილეობა;

კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულები