ა) კომუნალური ვაუჩერი, რომლითაც სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს გამოეყოფა 250 ლარი, რითაც ანაზღაურდება კომუნალური მომსახურების ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ღირებულება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით, ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
ყველა სხვა კატეგორიის ოჯახებზე გამოიყოფა 100 ლარი, რომელიც ჩაირიცხება კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი, დასუფთავება) სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე;
ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვით), ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით;
გ) „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება მე-3 ახალშობილზე - 600 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, ყოველ შემდეგ ახალშობილზე თანხა გაიზრდება 200 ლარის ოდენობით;
დ) 100 წელს მიღწეულ და გადაცილებულ ხანდაზმულთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 400 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთათვის (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით) - 600 ლარის ოდენობით;
ე) „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: 2012-2013, 2013-2014 სასწავლო წლებისათვის თბილისის ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სწავლების ერთი დამატებითი სემესტრი) საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის (არა უმეტეს უმაღლესი სახელმწიფო გრანტის ოდენობის ¼-ისა სემესტრში) დარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშებზე სემესტრების მიხედვით. 70% გრანტის შემთხვევაში მოხდეს დარჩენილი 30%-ის შევსება სახელმწიფო გრანტის სრულ ოდენობამდე; 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მერიის მიერ დაფუძნებული სამუსიკო სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრებსა და სპორტული სკოლებში;
ზ) სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების სკრინინგი (გაეროს ფონდის თანადაფინანსება): სარძევე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები; ამბულატორიულ-ქირურგიული ოპერაციები), საშვილოსნოს ყელის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 25-60 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები), წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 45-70 წლამდე ასაკის მამაკაცების გამოკვლევები), სწორი ნაწლავის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის მოქალაქეების გამოკვლევები);
თ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა 60 წლამდე ქალების და 65 წლამდე მამაკაცების კვანძოვანი ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის ადენომის ქირურგიული ოპერაციები ზოგადი ანესთეზიით;
ი) ნუშურა ჯირკვლების ქირურგიული მკურნალობა (6 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში) ზოგადი ანესთეზიის გარეშე.ადენოიდების ქირურგიული მკურნალობის პროგრამა (6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში) ზოგადი ანესთეზიის გარეშე;
კ) ნაღვლის ბუშტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა 60 წლამდე ქალების და 65 წლამდე მამაკაცების ნაღვლის ბუშტის დაავადებების ქირურგიული ოპერაციები ზოგადი ანესთეზიით ლაპარასკოპიული მეთოდით;
ლ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება;
მ) განხორციელდეს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის რომლებიც სარგებლობენ ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება, გარდა იურიდიული პირებისათვის („კორპორატიული კლიენტი“) დაწესებული შეღავათებისა