1.
საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
2.
შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს.
4.
ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტები არ ვრცელდება ქ. თბილისის საკრებულოზე.
5.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.
ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.12.2013
მუხლი 26
თავი VII — მარეგულირებელი ნორმები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 20%
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 18/12/2012.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №15-49, 15.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 190020020.36.101.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1792665/muxli-26/