მუხლი 11. კანონით შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლში
თავი IV — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
1. ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.
2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7018-რს - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. კანონით შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლში 1. ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. 2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
…მიერ და მან საკუთარი სახსრებით აამუშავა ლიფტი. 5.8. ზემოაღნიშნული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-11 მუხლზე და დაადგინა, რომ ვინაიდან სადავო მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს ჰყავდა რამდენიმე ინდივიდუალური მესაკუთრე, შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა…
საქმე №ას-383-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
…სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განმეორებით შეჩერდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ იმ შემთხვევაში თუ მისამართზე არსებულ ერთ მიწის ნაკვეთზე არსებობს ორი ამხანაგობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოსადგენია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა,…
საქმე №ას-1488-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2021
…რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიან სახლად მიიჩნევა სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც…
საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
…მრავალბინიანი სახლი, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა „ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა“ და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე „ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ…
საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
…22. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით. 23. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე დავაზე უნდა გავრცელდეს,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რამდენადაც აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც…