1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საფუძვლის არსებობისას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე, რომელიც მას ეკუთვნის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან და რაც აღრიცხული იყო გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობის გასაცემად ნოტარიუსს უნდა წარედგინოს გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვლილის ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადება, ქორწინების მოწმობა.
3. მოწმობა უნდა გაიცეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.
4. დასაშვებია გაიცეს როგორც ზოგადი ხასიათის მოწმობა (კონკრეტული ქონების/უფლებების მითითების გარეშე), ისე მოწმობა, რომელშიც მითითებულია კონკრეტული ქონება. კონკრეტული ქონების მითითებისას გამოთხოვილ უნდა იქნეს ის დოკუმენტები, რაც აუცილებელია ამ სახის ქონების გასხვისებისას.
5. ნოტარიუსი ვალდებულია ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შესახებ შეატყობინოს ყველა იმ განმცხადებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების შესახებ. ნოტარიუსმა განმცხადებელს (ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს) შეიძლება მოსთხოვოს შესაბამისი განცხადების გაკეთება პრესაში.
6. თუ შეტყობინებიდან (განცხადების გამოქვეყნებიდან) ოცდაათი დღის ვადის ამოწურვამდე ნოტარიუსს არ წარედგინა დოკუმენტი, რომელიც სანოტარო მოქმედების შეჩერების ან გადადების საფუძველია, ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე.
თავი VII
ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
თავი VI — საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11221. ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად
- მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
- მუხლი 1247. მეუღლის თანხმობა ბავშვის შვილად აყვანისას
- მუხლი 59. განქორწინების შემთხვევაში მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება
- მუხლი 1135. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ აღიარებული მეუღლის დაბრუნებისას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
- მუხლი 61. ფაქტების დამოწმება
- მუხლი 62. განცხადებების დამოწმება
- მუხლი 63. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 57, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-57/