1. გარიგება უნდა გაუქმდეს (მოიშალოს, შეწყდეს) დამოუკიდებელი აქტის შედგენით სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესების დაცვით. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარიგება უნდა გაუქმდეს გარიგების დამოწმებისათვის დადგენილი წესების დაცვით. სანოტარო რეესტრში და სანოტარო აქტზე, რომლის გაუქმება (მოშლა, შეწყვეტა) ხდება, წარწერით უნდა აღინიშნოს გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) თაობაზე. წარწერაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) აქტის რეკვიზიტები.
2. იმ შემთხვევაში, თუ უქმდება გარიგება, რომელიც დამოწმებული იყო სხვა ნოტარიუსის მიერ, ნოტარიუსი, რომელმაც დაამოწმა გარიგების გაუქმება, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს იმ ნოტარიუსს, რომლის მიერ შედგენილი სანოტარო აქტიც გაუქმდა. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების აქტის ყველა რეკვიზიტი (სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი და შედგენის თარიღი, მხარეები, იმ აქტის დასახელება, რომელიც გაუქმდა და სხვა საჭირო მონაცემები).
3. ანდერძი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
4. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო რეესტრში ან/და თავის არქივში დაცულ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
5. თუ ნოტარიუსმა დაამოწმა გარიგება, რომლითაც შევიდა ცვლილება სხვა ნოტარიუსთან დაცულ დოკუმენტში, ნოტარიუსი ვალდებულია ცვლილების შესახებ აცნობოს იმ ნოტარიუსს, რომლის მიერ შედგენილ აქტშიც განხორციელდა ცვლილებები. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების აქტის ყველა რეკვიზიტი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ან გაუქმება (მოშლა, შეწყვეტა) ეხება დოკუმენტს, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის მიერ და დოკუმენტი ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს შესაბამის საარქივო სამსახურს
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
თავი V — სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. პარტნიორის/აქციონერის მიერ საწარმოსათვის ქონების გადაცემის წესი
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 53, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-53/