1. გარიგება, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, შეიძლება დამოწმდეს საჯარო აქტის ფორმით ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილებით, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, იმგვარად, რომ გარიგების მონაწილე ერთი ან რამდენიმე მხარე წარდგეს ერთ ნოტარიუსთან, ხოლო სხვა მხარე წარსდგეს შესაბამისად სხვა ნოტარიუსთან, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა გარიგების ყველა მხარის და ნოტარიუსების ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია).
2. სანოტარო მოქმედების მონაწილე ყველა პირი ხელს აწერს გარიგების იდენტურ ტექსტს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს), საიდანაც თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფებოდა.
4. საზღაური სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის თანაბრად გაიყოფა ნოტარიუსებს შორის.
5. სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ შესრულებულ თითოეულ სანოტარო აქტს ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. ამ მუხლის შესაბამისად დამოწმებული გარიგება მესამე პირისათვის ნამდვილია მხოლოდ ყველა სანოტარო აქტის წარდგენის შემთხვევაში.
თავი VI
საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
თავი V — სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ნოტარიატი
- მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება
- მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები
- მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 26. ნოტარიუსის შემცვლელი პირის ქონებრივი პასუხისმგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
- მუხლი 48. ავტოტრანსპორტის მესაკუთრის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 49. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
- მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი
- მუხლი 52. ქონების მართვის/განკარგვის შესახებ გარიგებათა დამოწმება
- მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა
- მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
- მუხლი 56. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების აღიარების წესი
- მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე
- მუხლი 58. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
- მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 54, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-54/