1. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირი იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;

გ)
(ამოღებულია
– 20.12.2011,№5573).

2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის

კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.06.2012