1. სანოტარო მედიაციის პროცესს წარმართავს სპეციალური ცოდნის მქონე ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.
2. მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ შედგენილი, წინასწარ განსაზღვრული მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.
3. მედიატორ ნოტარიუსად შეირჩევა ნეიტრალური და მიუკერძოებელი ნოტარიუსი, რომელიც ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5500
წინა რედაქცია (17.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი 1. სანოტარო მედიაციის პროცესს წარმართავს (წარმართავენ) სპეციალური ცოდნის მქონე პირი (პირები) – მედიატორთი (მედიატორები). 2. სან ოტარო მედიაციის პროცესს წარმართავს (წარმართავზენ) მედიატორი ნოტარიუსი (მედიატორი ნოტარიუსები). 32. მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ შედგენილი, წინასწარ განსაზღვრული მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო. 43. მედიატორ ნოტარიუსად შეირჩევა ნეიტრალური და მიუკერძოებელი პინოტარიუსი, რომელიც ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ.