1. მედიატორი ნოტარიუსი არის სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირი, რომელიც ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ.

2. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილი კერძოსამართლებრივი დავა შეიძლება განიხილოს მხოლოდ სერტიფიცირებულმა მედიატორმა ნოტარიუსმა, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია შესაბამის რეესტრში.

3. სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციას იმ ნოტარიუსების შესახებ, რომლებიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განახორციელებენ მედიაციას.

4. სააგენტოს წარედგინება მედიატორთა ნოტარიუსთა სია მათი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების მითითებით.

5. მედიატორი ნოტარიუსი თანაბრად პასუხისმგებელია ყველა მხარის წინაშე. ის ხელს უწყობს მხარეებს შორის კომუნიკაციასა და უზრუნველყოფს მხარეების გონივრულ და სამართლიან ჩართულობას მედიაციაში.

6. მედიატორი ნოტარიუსის მიზანია მხარეებმა, საქმის ვითარების ცოდნის გათვალისწინებით, მიაღწიონ შეთანხმებას და აცნობიერებდნენ მის შინაარს