აღწერის
შედეგების
საჯაროდ
გაცნობისთვის
წარდგენა

1. საკადასტრო აღწერის შედეგების საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენა და დაინტერესებული პირების ინფორმირება ხორციელდება საჯაროდ გამოქვეყნების გზით.

2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციამდე, საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდება:

ა) საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით;

ბ) სარეგისტრაციო ბლოკის გეგმა;

გ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ნუსხა;

დ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღი.

3. საკუთრების უფლების სპორადული წესით რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში საკადასტრო აღწერის შედეგები საკადასტრო რუკაზე აისახება და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge).

4. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სარეგისტრაციო ბლოკში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებისთანავე, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემ