დანიშნულების
მიწის
ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამდგენი სხვა დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები

კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად, ასევე, ითვლება:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია/დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ;

ბ) განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, რომელიც არ არის დამტკიცებული სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე), მაგრამ დადასტურებულია/დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.

თავი VI. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის წე