ან
არასასოფლო-სამეურნეო
მიწით
სარგებლობისთვის
გადასახადის
გადამხდელთა
სია
1. სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიის (შემდგომ – საგადასახადო სია) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა.
2. საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლება შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
3. საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით არ იყო გამოყოფილი.
4. თუ საგადასახადო სიით ან/და სსიპ – შემოსავლების სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დანიშნულები