1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი ან „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის (შემდგომ – მიწის რეფორმის კომისია) მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და დაინტერესებული პირის სახელისა და გვარის იდენტური მონაცემებით სააგენტოში დაცულია სააღრიცხვო ბარათი, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას და დაინტერესებულ პირს სთავაზობს, დააზუსტოს მოთხოვნა სააღრიცხვო ბარათის კუთვნილებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი დააზუსტებს მოთხოვნას და დაადასტურებს, რომ სააღრიცხვო ბარათში ასახული და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები იდენტურია, რეგისტრაციის შედეგად ხდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება (ცვლილების რეგისტრაცია). 30 კალენდარული დღის ვადაში სააღრიცხვო ბარათის კუთვნილებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის დაუზუსტებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

2. თუ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ მართლზომიერი მფლობელის ადგილსამყოფელი უცნობია, საჯარო რეესტრში აისახება ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ, ხოლო თუ მართლზომიერი მფლობელი გარდაცვლილია და მისი უფლებამონაცვლე ვერ დგინდება, საჯარო რეესტრში აისახება ინფორმაცია გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი ძალაშია, სანამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელი იქნება საკუთრების უფლების აღიარება.

3. თუ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მართლზომიერი მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრში აისახება ინფორმაცია ამ პირის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ. მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მართლზომიერი მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ არ დარეგისტრირდება, ეს ჩანაწერი გაუქმდება და მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, სააგენტო ვალდებულია მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ან მის უფლებამონაცვლეს დასაბუთებული წერილით აცნობოს აღნიშნული გარემოების შესახებ და განუმარტოს, რომ თუ არ წარადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთს ენიჭება საკადასტრო კოდი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები აისახება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააღრიცხვო ბარათში აისახება ინფორმაცია მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ვადაში მართლზომიერი მფლობელი ან მისი უფლებამონაცვლე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირდება და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლების შესახებ ჩანაწერი უქმდება განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის გარეშე.

7. თუ დაინტერესებულ პირს უფლების დამდგენი დოკუმენტი აქვს შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისთვის დანგრეულია, საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე არსებულ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მონაცემების პროპორციულად.

8. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში შესრულებული სამუშაოების შედეგად ვერ დადგინდება მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლების არსებობა, 1 წლის ვადით პირობითად რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში ამ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლებ