1. კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა.

2. თუ საკომლო წიგნის ჩანაწერების შესაბამისად, მიწის რეფორმის დასრულების (1999 წლის 1 თებერვალი, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 2006 წლის 31 დეკემბერი) შემდგომ პერიოდში მიწის ნაკვეთის ფართობი მცირდება, ამასთან, არც ეროვნულ არქივში, შესაბამის მუნიციპალიტეტსა და სააგენტოში არ არის დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირების საფუძვლების/მიზეზების შესახებ, რეგისტრაცია წარმოებს მიწის რეფორმის პერიოდის ბოლო მონაცემების შესაბამისად.

3. უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი, ხოლო კომლის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გაკეთდება მითითება თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე.

4. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

5. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი.

6. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე წარმოეშობათ თანასაკუთრების უფლება, მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები და ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, მის წილზე საკუთრების უფლება გადადის მემკვიდრეობით.

7. თუ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი 2019 წლის 1 აგვისტომდე გარდაიცვალა, კომლის ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს კომლის ბოლო გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს.

8. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული არ არის და საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრი 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაიცვალა (მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა), მის წილ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს მემკვიდრეს.

9. თუ 1992-2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა მიწაზე ქონებრივი მდგომარეობის მითითების გარეშე, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და არ იძებნება მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომლის წევრთა ფაქტობრივი მფლობელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში.

10. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარმოდგენილია მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, განაწილების სია, მოთხოვნილია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, უძრავ ნივთზე რეგისტრირდება კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლებ