1. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი).
2. თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებულია დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, რეგისტრაციის საფუძვლად მისი გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში.
3. თუ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება ამ დოკუმენტის ასლიც, თუ მოცემული ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში.
4. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული სრული ფართობის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია დოკუმენტში ასახულია შემდეგი ფორმულირებით: „აქვს“, „დაემატა“, „ექნება“, „გაუხდება“, „გამოეყო“, „გამოეყოფა“, „სულ“, „ინვენტარიზაციის შედეგად“ და სხვა.
5. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ სხვა დოკუმენტად, ასევე, განიხილება ეროვნულ არქივში, სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული მიწის/ბინის მეპატრონეთა, საინვენტარიზაციო, საკადასტრო ან სხვა წიგნებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება მიწის მფლობელი (მოსარგებლე) პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა და უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობ